ვლადიმერ ბარვენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ ბარვენკო
დაბადების თარიღი 13 ივლისი, 1943(1943-07-13) (79 წლის)
დაბადების ადგილი რაზდორსკაია, როსტოვის ოლქი, სსრკ, საბჭოთა რუსეთი
საქმიანობა პოეტი, მწერალი და ჟურნალისტი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთი
Flag of the Soviet Union.svg სსრკ

ვლადიმერ ბარვენკო (რუს. Влади́мир Влади́мирович Барвéнко; დ. 13 ივლისი, 1943, რაზდორსკაია, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა და რუსი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და რედაქტორი. ცხოვრობს ქალაქ შახტიში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მსახურთა ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ საწარმოში მუშაობდა. უმღლესი განათლება შახტის პედაგოგიური ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე მიიღო. საქმიანობა მუშად დაიწყო (1961—1965), შემდეგ იყო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის საზოგადოებრივი დისციპლინების მასწავლებელი (1965—1978), მუშაობდა ჟურნალისტად, სპეციალურ კორესპონდენტად, როსტოვის საოლქო ტელევიზიის გადაცემა „კადრი“-ს წამყვანად (1978—1993), იყო ტელეკომპანია „Орбита-Шахты“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (1993—1999). დაკავებულია სატელევიზიო პუბლიცისტიკით. 1993-წლიდან რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]