ვლადიმერ აქსიონოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმერ ვიქტორის ძე აქსიონოვი (რუს. Аксёнов Владимир Викторович) (* 1 თებერვალი 1935, სოფ. გიბლიცი, რიაზანის ოლქი, სსრკ) - სსრკ-ის მფრინავ-კოსმონავტი № 36. კოსმოსური ხომალდების "სოიუზ-22"-ის და სოიუზ ტ-2"-ის ბორტინჟინერი. ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი.


ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1953 : დაამთავრა მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი.
  • 1953-1956 : სწავლობდა ჯერ სამხედრო საავიაციო პირველდაწყებით სასწავლებელში, შემდეგ კი მფრინავთა სამხედრო საავიაციო სასწავლებელში ქ. ჩუგულევსკში.
  • 1957 : მუშაობა დაიწყო საკონსტრუქტორო ბიუროში. მონაწილეობას იღებდა კოსმოსური ხომალდების "ვოსტოკიის", "ვოსხოდის", "სოიუზის" და კოსმოსური სადგურის "სალიუტის" შემუშავებასა და გამოცდაში.
  • 1959 : შევიდა სკკპ-ის რიგებში.
  • 1963 : დაამთავრა საკავშირო დაუსწრებელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
  • 1973 : აქსიონოვი კოსმონავტი გახდა.
  • 1976 : 15-23 სექტემბერი - მან კოსმონავტ ბიკოვსკისთან ერთად თავისი პირველი კოსმოსური ფრენა შეასრულა "სოიუზ-22"-ზე. აქსიონოვი ხომალდის ბორტინჟინერი იყო. ამ ფრენისათვის აქსიონოვს "საბჭოთა კავშირის გმირის" წოდება მიენიჭა და დაჯილდოვდა "ოქროს ვარსკვლავით" (№ 11278)
  • 1980 : 5-9 ივლისი - აქსიონოვმა კოსმონავტ მალიშევთან ერთად თავისი მეორე კოსმოსური ფრენა შეასრულა "სოიუზ ტ-2"-ზე, რომლის დროსაც მისი ხომალდი ორბიტალურ სამეცნიერო-საკვლევ კომპექსს "სალიუტ-6" და კოსმოსურ ხომალდ "სოიუზ-36"-ს (პოპოვი, რიუმინი) შეხვდა. ფრანის ბრწყინვალედ ჩატარებისათვის ვლადიდმირ აქსიონოვი მეორე "ოქროს ვარსკვლავისთ" დაჯილდოვდა.


ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქსიონოვი დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით და მედლებით. აგრეთვე უცხო ქვეყნის ორდენებით და ოქროს მედლით "მეცნიერების განვითარებაში შეტანილი ღვაწლისა და კაცობრიობის წინაშე დამსახურებისათვის" (ჩეხოსლოვაკია).