შინაარსზე გადასვლა

ლადო ალექსი-მესხიშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ქუჩა)
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ლადო მესხიშვილის ქუჩა.
ლადო ალექსი-მესხიშვილის ქუჩა

ლადო ალექსი-მესხიშვილის ქუჩა №16
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები წყალსაზიდი ქუჩა, ჯამბულის ქუჩა

ლადო ალექსი-მესხიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (გარეთუბანი). რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მარი ბროსეს ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც წყალსაზიდი ქუჩა. 1965 წელს ჯამბულის სახელი დაერქვა.[1] 2014 წელს ეწოდა ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის სახელი.[2] აქვს I შესახვევი.[1]

  1. 1.0 1.1 ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 201, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. „თბილისში რამდენიმე ქუჩას ახალი სახელი მიენიჭა“. www.ambebi.ge. 21 თებერვალი, 2014. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)