ვლადიმერ ავალიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიმერ ავალიანი (დ. 19 ივლისი, 1892, ციხესულორი — გ. 27 მარტი, 1948) — ქართველი მეცნიერი.

1910 წელს დაამთავრა ოდესის კადეტთა კორპუსი, 1919 წელს კი კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1930 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ამიერკავკასიის სატყეო ტექნიკური სასწავლო ინსტიტუტი. 1930–1938 წლებში იყო ამ ინსტიტუტის ხის მექანიკური დამუშავების ფაკულტეტის დეკანი და კათედრის გამგე. 1938 წლიდან ხელმძრვანელობდა ხის დამუშავების ტექნოლოგიის კათედრას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეცნიერი ხე–ტყის მექანიკური დამუშავების დარგში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I თბ., 1997 გვ. 58

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]