ვლადიკავკაზის ქართული სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვლადიკავკაზის ქართული სკოლააკაკი წერეთლის სახელობის ქართულენოვანი სკოლა ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში. გაიხსნა 1888 წელს და დღემდე ფუნქციონირებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური პრობლემების გამო XIX საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან ბევრი ქართველი გადასახლდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, მოხევეები, მთიულები და რაჭველები. XIX საუკუნის 80-იან წლებში, ქართველების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა გახდა საჭირო. ამ პერიოდში ჩრდილოეთ ოსეთში მიწათმოწყობის სამსახურის უფროსი იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე მიხეილ ყიფიანი. მისი აქტიურობით, საფუძველი ჩაეყარა სკოლის დაარსებას. სკოლის გახსნის საკითხში ასევე აქტიურობდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი ყაზბეგი, კოსტა ხეთაგუროვი.

სკოლა ოფიციალურად გაიხსნა 1888 წელს. სკოლის პედაგოგები ძირითადად, ადგილობრივი ქართველები იყვნენ, თუმცა, რამდენიმე თბილისიდანაც ჩავიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავალებით.

სკოლაში თავიდან მხოლოდ სამი კლასი იყო. შემდეგ, კონტინგენტის ზრდასთან ერთად, სკოლას თითო კლასი ემატებოდა და პედაგოგების რაოდენობაც გაიზარდა. 1930-იან წლებამდე 7 კლასი იყო, ბოლოს კი, საშუალო სკოლა გახდა. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტი დაიწყო, სკოლა დახურვის საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა, იგი თავად ადგილობრივმა ოსებმა დაიცვეს.

2021 წელს სკოლის დირექტორი იყო ნათელა ფიცხელაური. სკოლაში სულ 60-მდე მოსწავლე და 14-15 პედაგოგია. საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით, ამ სკოლის კურსდამთავრებული, ეროვნული გამოცდების მინიმალური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, 100 %-იან გრანტს იღებს.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]