ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა


ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა — ევროპული (სტანდარტული) ლიანდაგის სიგანეზე უფრო ნაკლები სიგანის რკინიგზა;[1] ასეთი ლიანდაგის სიგანის მქონე რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა მთელი რიგი პარამეტრების გამო არათავსებადია სტანდარტული ლიანდაგის სიგანის მქონე რკინიგზის მოძრავ შემადგენლობასთან (ანუ ტექნიკური პრობლემები არ შემოიფარგლება მხოლოდ ვაგონების გადაწყობით). როგორც წესი ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზებს ეწოდებათ რკინიგზები ლიანდაგის სიგანით 600-დან 1200 მმ-მდე, უფრო ნაკლები ლიანდაგის სიგანის რკინიგზებს ეწოდებათ მიკროლიანდაგის სიგანის რკინიგზები, იგივე დეკოვილის სიგანის რკინიგზები.
საკანონმდებლო რეგულაცია (სსრკ და ეაეკ)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთში ვიწროლიანდაგიანი საერთო და არასაერთო მოხმარების რკინიგზისთვის აუცილებელია რკინიგზის ტრანსპორტის წესდება. ასეთ სარკინიგზო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთბარგის გადაზიდვის განხორციელების თავისებურებები განისაზღვრება გადამზიდველებსა და ასეთი სარკინიგზო ხაზების მფლობელებს შორის.[2] სსრკ-ში არსებობდა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზების ტექნიკური ექსპლოატაციის წესები (750 მმ), რომელიც შედგენილი იყო საბჭოთა კავშირის რკინიგზების ტექნიკური ექსპლოატაციის წესების შესაბამისად.[3] ევრაზიის ეკონომიკური კავშირში (ეაეკ) სავალდებულო მოთხოვნები დაწესებულია მხოლოდ მიმოქცევაში გაშვებული მოძრავი შემადგენლობებისთვის 1520 მმ-ან ლიანდაგის სიგანის საერთო და არასაერთო მოხმარების რკინიგზებზე გამოსაყენებლად.[4] ევრაზიის ეკონომიკური კავშირში სავალდებულო მოთხოვნები რკინიგზის ტრანსპორტის ინფრასტრუქტურისთვის დადგენილია ლიანდაგის სიგანისგან დამოუკიდებლად (ორგანიზაციის ტერიტორიაზე ტექნოლოგიური სარკინიგზო ტრანსპორტის გამოკლებით).[5]
დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზა აშენებისას და ექსპლოატაციაში უფრო იაფია, ვიდრე სტანდარტული ლიანდაგის სიგანის რკინიგზები. ლოკომოტივების და ვაგონების უფრო ნაკლები ზომები საშუალებას იძლევა აშენდეს უფრო მსუბუქი ხიდების; ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე გვირაბების გაყვანისას საჭიროა ნაკლები მოცულობის მიწის მოჭრა და გამოტანა. ამას გარდა, ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე დასაშვებია მოსახვევებში უფრო მცირერადიუსიანი მრუდების და მაღალი ქანობის მოწყობა, ვიდრე სტანდარტული სიგანის რკინიგზებზე, რამაც განაპირობა მათი პოპულარობა სამთო რაიონებში.
ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზის ნაკლოვანებებია: გადასატანი ტვირთის ნაკლები გაბარიტი და წონა, ნაკლები მდგრადობა და ნაკლები მაქსიმალურად დასაშვები სიჩქარე. როგორც წესი, ვიწროლიანდაგიანი რკინიგზები არ ქმნიან ერთიან ქსელს და უფრო ხშირად შენდება საწარმოების მიერ ერთი კონკრეტული მიზნის გამო (მაგალითად, დამზადებული ხე-ტყის ან ტორფის გასატანად.[6])
საწარმოო ვიწროლიანდაგიანი რკინიგზების გარდა არსებობდა მისაწოდებელი, რომელიც აერთებდა სტანდარტული ლიანდაგის სიგანის რკინიგზებს იმ რაიონებთან, სადაც სტანდარტული ლიანდაგის რკინიგზების აშენება იყო წამგებიანი. ასეთი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზები შემდგომში „გადაიკერა“ სტანდარტული ლიანდაგის სიგანეზე ან გაუქმდა, ვერ გაუძლო ავტოტრანსპორტის კონკურენციას, რადგან ყველა მათი უპირატესობა უფერულდებოდა დიდი ნაკლით: ტვირთის გადატანა ერთი ლიანდაგის სიგანის მქონე რკინიგზიდან მეორეში იყო მეტად ხანგრძლივი და შრომატევადი.
ვიწროლიანდაგიანი რკინიგზების გამოყენების სფეროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საწარმოო გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზები შენდებოდნენ ტორფის,[7] ხე-ტყის დამუშავების,[8] მაღაროების,[9] მადნეულების საწარმოების, ცალკეული სამრეწველო საწარმოების ან რამდენიმე შეთავსებული საწარმოს ჯგუფების, ყამირი მიწების რაიონების მომსახურებისთვის მათი განვითარების პერიოდში. ასეთი რკინიგზის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ კუნძულ ბანაბის რკინიგზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს გუანოს დამუშავების ადგილს და პორტს, რომელსაც ქონდა 610 მმ-ანი ლიანდაგის სიგანე.[10]
მიკროლიანდაგის სიგანის რკინიგზები შენდებოდნენ საამქროების შიგნით ან მსხვილი საწარმოების ტერიტორიებზე დიდი რაოდენობის მასალებისა და ჩარხების გადასაადგილებლად, საამქროებიდან მსხვილგაბარიტიანი მზა პროდუქციის გასატანად, ზოგჯერ მუშა-მოსამსახურეების დაშორებულ საამქროებში მისაყვან-მოსაყვანად. დღეისათვის ამ მიზნებისათვის გამოიყენება ავტოდამტვირთველები და ელექტროკარები.
სამხედრო გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომის დროს, დიდი სამხედრო ბრძოლების მომზადებისას ან სასაზღვრო გაძლიერებული რაიონების შექმნისას შენდებოდა სამხედრო-საველე ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზები ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გადატანის უზრუნველსაყოფად. ასეთი ლიანდაგების დასაგებად ხშირად იყენებდნენ არსებულ გრუნტიან ან ასფალტირებულ ავტოგზებს. ლიანდაგის სიგრძე შეადგენდა რამდენიმე კილომეტრიდან ას კილომეტრამდე მანძილს.
ამას გარდა, შენდებოდა ცალკეული ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზები საფორტიფიკაციო ნაგებობების შიგნით. ასეთი რკინიგზები გამოიყენებოდა დიდი გაბარიტის საბრძოლო მასალების ტრანსპორტირებისათვის.
საბავშვო რკინიგზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოფილი სსრკ-ის, ასევე სხვა ქვეყნების ყველა საბავშვო რკინიგზას აქვთ ვიწრო ლიანდაგის სიგანე (სსრკ-ში, როგორც წესი, 750 მმ).
სხვადასხვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულ სახალინზე რკინიგზას ასევე ქონდა ლიანდაგის ვიწრო სიგანე (1067 მმ). ეს რკინიგზის ლიანდაგი მოძრავ შემადგენლობასთან ერთად შემორჩა იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც მას ფლობდა იაპონია, სადაც 1067 მმ-ანი ლიანდაგის სიგანე არის სტანდარტული მთელი სარკინიგზო ქსელისათვის. 2002 წლიდან 2020 წლის ჩათვლით კუნძულზე ლიანდაგის ყველა ხაზი გადაიკერა 1520 მმ-ან სიგანეზე.[11]
ვიწროლიანდაგიანი რკინიგზების ლიანდაგის სიგანე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიანდაგის სიგანე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სტანდარტიზირებულია: მიწისზედა რკინიგზებისათვის — 750 მმ (საწარმოების შიდა რკინიგზის ლიანდაგებისთვის დაშვებულია 600 მმ); მიწისქვეშა რკინიგზებისათვის — 900, 750 და 600 მმ. სტანდარტი მოქმედებს 1951 წლიდან,[12] მაგრამ კუნძულ სახალინზე არსებობდა იაპონელებისგან შემორჩენილი 1067 მმ-ანი ლიანდაგის სიგანე. 750 მმ-ანი სიგანე ქონდა მთელი სარკინიგზო ხაზების სიგრძის 90 %-ს. მაღაროების, მადნეულის და საქარხნო ვიწროლიანდაგიან რკინიგზის ლიანდაგებზე ზოგჯერ ასევე გამოიყენება 1000 მმ-ანი ლიანდაგის სიგანე.
მიკროლიანდაგის სიგანის რკინიგზებს შორის ყველაზე უფრო ვიწრო ლიანდაგის სიგანე (სულ 260 მმ) გამოიყენება დიდ ბრიტანეთში Wells and Walsingham Light Railway-ის რკინიგზაზე. მიკროლიანდაგის სიგანის რკინიგზების უმრავლესობას აქვს 381 მმ-ანი ლიანდაგის სიგანე[13] ანუ 15 დუიმი, რაც დაუწერელი სტანდარტია. ასევე გავრცელებულია ლიანდაგის სიგანეები – 500 მმ, 457 მმ, 400 მმ.
თანამედროვე მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დღეისათვის ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზა გახდა იშვიათობა. შენარჩუნებული ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზებიდან ბევრი გახდა ატრაქციონი ტურისტებისთვის, თუმცა ზოგიერთები დღემდე გამოიყენება ტვირთების გადასატანად და ჩვეულებრივ მგზავრთა (არა ტურისტების) გადასაყვანად.


ევროპა და პოსტსაბჭოთა ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში, აფხაზეთში ახალი ათონის მღვიმური რკინიგზა 914 მმ-ანი ლიანდაგის სიგანით გამოიყენება ტურისტების მისაყვანად ახალი ათონის მღვიმეში.
ბულგარეთი. სეპტემვრი-დობრინიშტეს ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზა ყველაზე უფრო გრძელი ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზა აღმოსავლეთ ევროპაში (სიგრძე 125 კმ). მდებარეობს ბულგარეთში. ის ერთმანეთთან აერთებს ქალაქებს სეპტემვრის და დობრინიშტეს.
აღმოსავლეთ ევროპაში არსებული ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზებში სიგრძით მეორე მდებარეობს უკრაინის როვნოს ოლქში – ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზ ანტონოვკა-ზარეჩნოე. სადგურ ანტონოვკიდან სადგურ ზარეჩნოემდე სიგრძე შეადგენს 106 კმ-ს. გამოიყენება მხოლოდ, როგორც ადგილობრივი სამგზავრო დანიშნულებისთვის.

უკრაინაში ასევე ექსპლოატაციაშია კიდევ ერთი ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზა რუდნიცა-გაივორონი-გოლოვანევსკი, რომელი გადაჭიმულია სამი ოლქის ტერიტორიაზე. მაქსიმალური სიგრძეა 440 კმ, დღეისათვის ექსპლოატაციაშია 78 კმ. გახსნის წელი: 1899. სატვირთო მოძრაობა საბოლოოდ შეწყდა დახნო— ჩეჩელნიკის ხაზის გაუქმების შემდეგ. დღეისათვის ხდება მხოლოდ სამგზავრო გადაყვანები.
მოქმედი ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზა გულბენე-ალუკსნე, ლატვია, სულ რაღაც 25 კმ-ში რუსეთის საზღვრიდან. არის ტურისტული ობიექტი, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლები ამ ხაზს იყენებენ, როგორც ჩვეულებრივ ტრანსპორტს.
გერმანიაში შენარჩუნებულია და გამოიყენება სატვირთო გადაზიდვებისთვის და სამგზავრო გადაყვანებისთვის საკმაოდ ბევრი ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზა, მაგალითად საქსონიაში, კუნძულ რიუგენზე, ჰარცის მთიანეთში (Harzer Schmalspurbahnen-ის ქსელი); ამასთან ბევრ მათგანზე დღემდე გამოიყენება ორთქლის წევა.
პოლონეთში უახლოეს პერიოდამდე შენარჩუნებული იყო ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზების ქსელი ლიანდაგის სიგანით 600, 750, 785 და 1000 მმ, მაგრამ 2001 წლის ბოლოს ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზების უმრავლესობაზე შეწყდა სამგზავრო გადაყვანები. დღეისათვის ზოგიერთი მათგანი გამოიყენება მხოლოდ ზაფხულობით ტურისტების გადასაყვანად. ბევრი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა პოლონეთის რკინიგზამ ბალანსზე გადასცა ადგილობრივ ადმინისტრაციებს.
სლოვაკეთში 1908 წლიდან მოქმედებს ვიწროლიანდაგიანი ტატრის ელექტროფიცირებული რკინიგზა (ლიანდაგის სიგანე — 1000 მმ, სიგრძე 35 კმ), რომელიც უზრუნველყოფს ტურისტების გადაყვანას მაღალი ტატრის მთიან სოფლებსა და ქალაქ პოპრადს შორის, რომელზეც გადის მაგისტრალური ავტოგზა კოშიცე— ჟილინა. ასევე მოქმედებს დაკბილული რკინიგზა (ლიანდაგის სიგანე ასევე 1000 მმ) შტრბსკე-პლესო-შტრბა.
მსხვილი ვიწროლიანდაგიანი ქსელი (ლიანდაგის სიგანე 1000 მმ) შენარჩუნებულია ესპანეთში. ამ სისტემის მთავარ რკინიგზას აქვს სიგრძე 650 კმ და გადის ესპანეთის ბასკონიის ჩრდილოეთი სანაპიროს გასწვრივ. ქსელის სახელია EuskoTren. ესპანეთში ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზები ასევე შენარჩუნებულია ბარსელონის, ვალენსიის რაიონებში და კუნძულ მალიორკაზე.
შვეიცარიაში არსებობს მეტრული სიგანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზების ვრცელი ქსელი, რომლებიც პირველ რიგში გამოიყენება სამგზავრო გადაყვანებისთვის. ისინი იმყოფებიან კარგ მდგომარეობაში, რადგანაც მთიან რაიონებში მათი ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს.
იტალიაში არსებობს ორი ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზა Circumetnea (ეტნის ირგვლივ, კატანიიდან რიპოსტომდე) და Circumvesuviana (აერთებს ნეაპოლს შემოგარენთან, მათ შორის პომპეისთან, ერკოლანოსთან, სორენტოსთან).
ყაზახეთში შენარჩუნებულია რამდენიმე მოკლე სიგრძის ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზა. 2013 წელს დაიშალა დიდი ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზა სიგრძით 98 კმ — „ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზა ატბასარი-პრომიშლენნაია“, რომელიც ყამირის უკანასკნელი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა იყო.[14]
ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებს შორის არც ერთი შენარჩუნებული ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა არ არსებობს მხოლოდ აზერბაიჯანში (ბაქოს საბავშვო რკინიგზის დაკეტვის შემდეგ) და მოლდოვაში. მოქმედი ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზების ყველაზე უფრო მეტი სიმჭიდროვეა ბელარუსში. აქ ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზები აქტიურად შენდება და ვითარდება, მათთვის შენდება ახალი ლოკომოტივები და ვაგონები.
რუსეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სსრკ-ში XX საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისამდე გავრცელების მიხედვით მეორე ლიანდაგის სიგანე იყო 750 მმ, რომელიც გამოიყენებოდა სამრეწველო, ტორფის და ხე-ტყის საწარმოების ვიწროლიანდაგიან რკინიგზებში, ასევე საბავშვო რკინიგზებზე. მაგრამ უკანასკნელ 25 წელიწადში ასეთი ლიანდაგის სიგანის რკინიგზების საერთო სიგრძე რამდენჯერმე შემცირდა. ზოგიერთი, ყველაზე უფრო დაძაბული ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა გადაიკერა სტანდარტულ ლიანდაგის სიგანეზე, მაგრამ მათი დიდი ნაწილი უბრალოდ დაიკეტა, ხშირად მათი მომსახურე წარმოების გაბანკროტების გამო, ხოლო ლიანდაგები გაიძარცვა, რელსები ჩაბარდა ჯართში. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა ჭაობიან ადგილებში ერთადერთ სატრანსპორტო საშუალების გაუქმებას და მათ დაშლას, ზოგჯერ საქმეში ცეცხლსასროლი იარაღიც კი გამოიყენებოდა.[15] სამგზავრო მოძრაობა ალაგ-ალაგ შენარჩუნებულია ადგილობრივი მოსახლეობის ენთუზიაზმის ხარჯზე, შედეგად ავნიუგის ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზა 2013 წლიდან კურსირებს კერძო სამგზავრო მატარებელი.[16]
ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზები სხვა ქვეყნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსხვილი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ქსელი მდებარეობს იაპონიაში. თვითონ ვიწრო ლიანდაგია (1067 მმ, ეგრედ წოდებული კაპის სიგანე) აქ სტანდარტი. ასე რომ, აქ არ მოქმედებს ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ერთ-ერთი მთავარი ნაკლოვანება. მაგრამ, ვიწრო ლიანდაგი მაინც აწესებს მატარებელთა მოძრაობის სიჩქარეზე შეზღუდვას, ამიტომ სინკანსენის მაღალსიჩქარიან ხაზებს აქვთ ევროპული სიგანე (1435 მმ).
მსგავსი სიტუაცია შეინიშნება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც. აქ ასევე 1067 მმ-ანი ვიწრო ლიანდაგია სტანდარტი (თვითონ კაპის კოლონიის დასახელების გამო ლიანდაგის სიგანესაც დაერქვა „კაპის სიგანე“).
ტაილანდის სახელმწიფო რკინიგზას, ლიანდაგის სიგანით 1000 მმ, აქვს დაახლოებით 4000 კმ სიგრძე.
ვიწროლიანდაგიანი (600 მმ) სამთო რკინიგზები დარჯილინგში და ნილგირის (ინდოეთი) მთებში შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ვიწროლიანდაგიანი სიგანის რკინიგზები ასევე გავრცელებულია აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანაში, ამასთან არსებობს ლიანდაგის სიგანის ვარიანტების დიდი რაოდენობა, რომლებიც ვარირებენ 600 მმ-დან კაპის სიგანემდე (1067 მმ).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Узкоколейная железная дорога // Железнодорожный транспорт. Энциклопедия — М: Большая Российская энциклопедия, 1995.
- ↑ Федеральный закон от 10.01.2003 N 18-ФЗ "Устав железнодорожного транспорта Российской Федерации" ст. 6
- ↑ Правила МПС СССР от 15.07.1952 "Правила технической эксплуатации железных дорог узкой колеи (750 მმ)" п.1
- ↑ Технический регламент Таможенного союза от 15.07.2011 N 001/2011 п. 1
- ↑ Технический регламент Таможенного союза от 15.07.2011 N 003/2011 ТР ТС 003/2011 Технический регламент Таможенного союза "О безопасности инфраструктуры железнодорожного транспорта" п. 1
- ↑ Узкоколейка Вязники — Бурино. ციტირების თარიღი: 2010-02-12
- ↑ Торфовозные узкоколейные железные дороги. ციტირების თარიღი: 2014-01-28
- ↑ Лесовозные узкоколейные железные дороги. ციტირების თარიღი: 2014-01-28
- ↑ Шахтные узкоколейные железные дороги
- ↑ Nigel Welbourn, Lost Railways of the World, Philadelphia: Pen&Sword Books, 2022, ISBN 9781399096171.
- ↑ Узкий путь Сахалина ушел в историю. ციტირების თარიღი: 2020-11-16
- ↑ ГОСТ 5865-51 Железные дороги узкоколейные наземные и подземные. Ширина колеи
- ↑ Minimum gauge railway — eNotes.com Reference
- ↑ Узкоколейная железная дорога Атбасар — Шантобе. ციტირების თარიღი: 2014-01-28
- ↑ Что отстаивал житель Каменки, стреляя по вагону с людьми: «дорогу жизни» или металлолом?. ციტირების თარიღი: 2015-02-12
- ↑ Личный поезд Поперечки. ციტირების თარიღი: 2015-01-30