ვიჩეგდა
| ვიჩეგდა რუს. Вычегда | |
|---|---|
|
ვიჩეგდა ქვემო წელში სოფელ ირტასთან | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | კომის რესპუბლიკა, არხანგელსკის ოლქი |
| ქალაქები | სიქტივკარი, სოლვიჩეგოდსკი, კოტლასი |
| მარჯვენა შენაკადები | ვოლი, ვიშერა, ვიმი |
| მარცხენა შენაკადები | ნემი, ჩრდილოეთის კელტმა, ლოკჩიმი, სისოლა, ვილედი |
| სათავე |
ტიმანის ჭიუხი 62°19′45″ ჩ. გ. 55°32′49″ ა. გ. / 62.32917° ჩ. გ. 55.54694° ა. გ. |
| შესართავი |
ჩრდილოეთის დვინა 61°17′00″ ჩ. გ. 46°37′10″ ა. გ. / 61.28333° ჩ. გ. 46.61944° ა. გ. |
| შესართავის მდებარეობა | ქ. პოტლასი |
| სიგრძე | 1130 კმ |
| აუზის ფართობი | 121 ათ. კმ² |
| მდინარის სისტემა | ჩრდილოეთის დვინა → თეთრი ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 1160 მ³/წმ |
|
| |
ვიჩეგდა[1] (რუს. Вычегда, კომ. Эжва) — მდინარე რუსეთში, კომის რესპუბლიკასა და არხანგელსკის ოლქში; მდ. ჩრდილოეთის დვინის ყველაზე დიდი შენაკადი (მარჯვენა). სიგრძე 1130 კმ, აუზის ფართობი 121 ათ. კმ². სათავეს იღებს ტიმანის ჭიუხის სამხრეთ კიდეზე. ზემო წელში ხეობა ვიწროა, ჩაჭრილია 20–40 მეტრზე, აქვს ჭორომები. შუაწელში და ქვემოთში მიედინება განიერ ჭალაში;[1] ამ დაჭაობებულ ჭალაში ბევრი ტოტი და ნაკალაპოტარია. კალაპოტს უხვად აქვს ქვიშის ჩქერები. იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. საშუალო წლიური ხარჯი ქალაქ სიქტივკართან 603 მ³/წმ, შესართავთან — 1160 მ³/წმ. გაძვიფვა ნოემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე გრძელდება. მთავარი შენაკადებია: ვოლი, ვიშერა, ვიმი (მარჯვენა); ნემი, ჩრდილოეთის კელტმა, ლოკჩიმი, სისოლა, ვილედი (მარცხენა). ვიჩეგდის აუზში 6000 ათ.-ზე მეტი მცირე ზომის ტბაა საერთო ფართობით 191 კმ². დასაცურებელი მდინარეა. გაზაფხულზე სანაოსნოა ნავმისადგომ ვოლდინომდე (959 კმ), ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში — დაბა უსტ-კულომამდე (693 კმ). ვიჩეგდაზე მდებარეობს ნავმისადგომი ქალაქები: სიქტივკარი, სოლვიჩეგოდსკი, იარენსკი, მეჟოგი, აიკინო, კოტლასი (შესართავზე), უსტ-კულომი.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ВЫЧЕГДА დაარქივებული 2019-06-02 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 6. Москва, 2006, стр. 155.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 434.