ვიშერა (ვიჩეგდის შენაკადი)
იერსახე
| ვიშერა | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | კომის რესპუბლიკა |
| სათავე | 62°33′37″ ჩ. გ. 51°59′06″ ა. გ. / 62.56028° ჩ. გ. 51.98500° ა. გ. |
| შესართავი |
ვიჩეგდა 61°55′43″ ჩ. გ. 52°24′29″ ა. გ. / 61.92861° ჩ. გ. 52.40806° ა. გ. |
| სიგრძე | 247 კმ |
| აუზის ფართობი | 8780 კმ² |
| მდინარის სისტემა | ვიჩეგდა → ჩრდილოეთის დვინა → თეთრი ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 79,1 მ³/წმ |
|
| |
ვიშერა (რუს. Вишера) — მდინარე რუსეთში, კომის რესპუბლიკაში; ვიჩეგდის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 247 კმ, აუზის ფართობი 8780 კმ². სათავეს იღებს სინდორის ტბასთან მდებარე ჭაობებიდან. ძირითადად იკვებება თოვლი წყლით. წყლის საშუალო წლიური ხარჯია 79,1 მ³/წმ (სოფელ ლუნთან). იყინება ნოემბერში, ლღვება აპრილის ბოლოს. სანაოსნოა მდინარე ნივშერის შერთვის ადგილიდან.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Вишера // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.