ვიქტორ ხრისტენკო
ვიქტორ ხრისტენკო (რუს. Ви́ктор Бори́сович Христе́нко; დ. 28 აგვისტო, 1957[1], ჩელიაბინსკი) — რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, ევრაზიული ეკონომიკური კომისიის კოლეგიის თავმჯდომარე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იყო რუსეთის ინდუსტრიის მინისტრი 2004 წლის 9 მარტიდან 2012 წლის 31 იანვრამდე. 1999 წლის 31 მაისიდან 2000 წლის 10 იანვრამდე იყო მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხრისტენკო 1957 წელს დაიბადა ჩელიაბინსკში[1]. მისი მეორე ცოლი ტატიანა გოლიკოვა, 2007 წლიდან გახლდა ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრი. ისინი 2003 წელს დაქორწინდნენ.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვლადიმერ ხრისტენკომ 1979 წელს დაამთავრა ჩელიაბინსკის სამედიცინო ინჟინერიის ინსტიტუტი, მენეჯმენტის მოწყობისა და ეკონომიკის სპეციალიზაციით. 1983 წელს, მოსკოვის მენეჯმენტის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ხდება ფილისოფიის დოქტორი[2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Baker, Peter; Glasser, Susan B. (25 February 2004). „Putin Fires Premier, Cabinet In Surprise Pre-Election Move“. The Washington Post. p. A17. ციტირების თარიღი: 19 August 2010.
- ↑ Russia Profile Viktor Khristenko. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-28. ციტირების თარიღი: 2013-07-19.