ვიქტორ შრეტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიქტორ შრეტერი (გერმ. Viktor Johann Gottlieb Schröter, რუს. Виктор Александрович Шрётер; დ. 27 აპრილი, 1839, სანქტ-პეტერბურგი, — გ. 16 აპრილი, 1901, იქვე) — რუსეთის იმპერიაში მოღვაწე გერმანული წარმოშობის არქიტექტორი, საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი და პროფესორი. მისი პროექტით აგებულ შენობათა შორისაა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი (1880–1896).

დაიბადა ბალტიისპირელი გერმანელების ოჯახში. სპეციალური განათლება პეტერბურგისა და ბერლინის სამხატვრო აკადემიებში მიიღო. 1862 წელს დასავლეთ ევროპიდან პეტერბურგში დაბრუნდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. იგი აშენებდა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს რუსეთის იმპერიის ქალაქებში (მათ შორისაა დიდი მთავრის ვლადიმერ ალექსანდრეს ძის სასახლე პეტერბურგში, 1867–1885). შრეტერი განსაკუთრებით გატაცებული იყო თეატრების პროექტებით (კიევი, ირკუტსკი, ნიჟნი-ნოვგოროდი, თბილისი). განაახლა ხანძრით დაზიანებული მარიინსკის თეატრის ფასადი 1880-იან წლებში; ააგო ოდესის ვაგზლის შენობა. მიეკუთვნებოდა „რაციონალური ისტორიზმის“ მიმდინარეობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Шретер, Виктор Александрович // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907
  • Николаева Т. И. Виктор Шретер. Иероним Китнер. — СПб.: Коло, 2007. — 400 с.