ვიქტორ ყარანგოზიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიქტორ ყარანგოზიშვილი (? — გ. 1927) — ქართველი პოლიტიკოსი.

1922-1924 წლებში მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922-1923 წლებში დაპატიმრებული იყო მეტეხის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე. მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მზადებაში. ამავე პერიოდში დააპატიმრეს და დახვრიტეს მისი ძმა, ოფიცერი კონსტანტინე ყარანგოზიშვილი. 1925 წელს ვიქტორ ყარანგოზიშვილი კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს სოლოვეცკის კუნძულებზე, სადაც გარდაიცვალა საპროტესტო შიმშილობის გართულებებით.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გაზეთი „მამულიშვილი“ №6, 1928 წლის თებერვალი, – გვ. 2-3.