ვიქტორ ოსიმჰენი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 29 დეკემბერი, 1998 | ||
დაბადების ადგილი | ლაგოსი, ნიგერია | ||
სიმაღლე | 186 სმ | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ნაპოლი | ||
ნომერი | 9 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2017–2019 | ვოლფსბურგი | 14 | (0) |
2018–2019 | → შარლერუა | 25 | (12) |
2019 | შარლერუა | 0 | (0) |
2019–2020 | ლილი | 27 | (13) |
2020– | ნაპოლი | 56 | (26) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ვიქტორ ოსჰიმენი (დ. 29 დეკემბერი, 1998, ლაგოსი, ნიგერია) — ნიგერიელი ფეხბურთელი. იტალიური „ნაპოლისა“ და ნიგერიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი.
ნიგერიაში დაბადებულმა ოსჰიმენმა საფეხბურთო კარიერა 2017 წელს, გერმანულ „ვოლფსბურგში“ დაიწყო. გუნდში გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ იჯარით უერთდება ბელგიურ „შარლერუას“, საიდანაც ფრანგულ „ლილში“ გადადის. 2020 წელს „ნაპოლიმ“ ოსჰიმენი €70 მილიონ ევროდ შეიძინა. ვიქტორმა 2021–22 წლების სეზონში სერიე ა-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მოიგო.
2015 წლის მსოფლიოს 17 წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატზე ოსჰიმენმა ოქროს ბუცი მოიგო, ნიგერიის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის ივნისში შედგა. მონაწილეობა მიიღო 2019 წლის აფრიკის ერთა თასზე.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|