ვიქტორ ლომიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიქტორ ლომიძე(დ. 1900 გ. 1956, ლონდონი) — ქართველი სამხედრო პირი და მეზღვაური. პოლონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების საკონტრაქტო ოფიცერი, როტმისტრი.

1925-1926 წლებში პლინსკის ფლოტილიის ხომალდ „ვარშავას“ კაპიტნის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო, 1935-1939 წლებში კაპიტანი გახდა. როდესაც 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანელების მიერ ხომალდ „გრიფის“ დაბომბვას კაპიტნის სიცოცხლე შეეწირა, იგი ვიქტორ ლომიძემ შეცვალა.

ტყვედ აიყვანეს ლატვიაში, სადაც სტანისლავ პრინევეცკისთან ერთად „ალბატროსით“, მეთევზეთა გემით გადავიდა. შემდეგ შვედეთში მოხვდა, იქიდან კი, 1940 წელს, დიდ ბრიტანეთში გადაინაცვლა. დაკრძალულია ლონდონის ბრომპტონის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]