შინაარსზე გადასვლა

ვიქტორ ზარეცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ ზარეცკი
დაიბადა 8 თებერვალი, 1925(1925-02-08)
დაბადების ადგილი ბელოპოლიე
გარდაიცვალა 23 აგვისტო, 1990(1990-08-23)[1] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიევი
ჟანრი საჟანრო ფერწერა და პორტრეტი

ვიქტორ ზარეცკი (1925-1990) — უკრაინელი საბჭოთა მხატვარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

დაიბადა 1925 წლის 8 თებერვალს ბელოპოლიეში (ახლანდელი სუმის ოლქი, უკრაინა). მამა — ივან ზარეცკი ბუღალტრად მუშაობდა, დედა მარია (ქალიშვილობის გვარი კოლომიცევა) — პიანისტი და მუსიკის მასწავლებელი.

1918-1919 წლების მოვლენების დროს ვიქტორ ზარეცკის მშობლების ოჯახები მხარს უჭერდნენ გენერალ ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიას. დევნისგან თავის დასაღწევად 1925 წელს ოჯახი დონბასში გადავიდა. მხატვარმა ბავშვობა და ახალგაზრდობა გორლოვკასა და სტალინოს (ახლანდელი დონეცკი) მუშათა დასახლებებში გაატარა, სადაც მისი მამა იმ დროს შექმნილ ქიმიურ წარმოებაში ბუღალტრად მუშაობდა.

1943 წლიდან 1945 წლამდე მსახურობდა სარეზერვო პოლკში. დემობილიზაციის შემდეგ, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ტულას მახლობლად, სოფელ ობიდიმოში. მხატვარ ლევ ორეხოვთან კერძო გაკვეთილებს ესწრებოდა.

1946 წელს შევიდა კიევის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტის სამხატვრო სკოლაში, სადაც სწავლობდა გენადი ტიტოვის ხელმძღვანელობით.

1947 წელს ჩაირიცხა კიევის ხელოვნების ინსტიტუტში წელს ჩაირიცხა, მისი მასწავლებლები იყვნენ კ. ელევა, მ. შარონოვი, ს. გრიგორიევი. ვიქტორ ზარეცკი გახდა რეპინისა და სტალინის სახელობის სტიპენდიების მფლბელი. უმაღლესი შეფასება მიიღო მისმა ნამუშევარმა „რიგი ლენინის მავზოლეუმისკენ.“ 1953 წელს დაამთავრა ინსტიტუტი. ზარეცკი იქვე დარჩა და შუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1953 წელს იგი დაქორწინდა თანაკლასელ ალა გორსკაიაზე.1954 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი, ალექსეი.

მეუღლესთან, ალა გორსკაიასთან ერთად, ზარეცკი სამოციანელთა მოძრაობის აქტივისტი იყო. ლიბერალური კურსის შესუსტებისა და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გაზრდის შემდეგ, მან 1963 წელს შეცვალა ლეს ტანიუკი „სოვრემენნიკის“ შემოქმედებითი ახალგაზრდული კლუბის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ეს როტაცია შეთანხმებული იყო ლეს ტანიუკთან. როგორც ომის ვეტერანი, კომუნისტური პარტიის წევრი და მხატვართა კავშირის წევრი, ხელმძღვანელობას ის კომპრომისზე წამსვლელ ფიგურად ეჩვენებოდა, თუმცა კლუბის კურსი არ შეცვლილა, რის გამოც მალევე დაშალეს.

1970 წლის 28 ნოემბერს საეჭვო ვითარებაში მოკლეს ალა გორსკაია. 1977 წელს ვიქტორ ზარეცკიმ ცოლად შეირთო თავისი მასწავლებლის ქალიშვილი, მაია გრიგორიევა.

ვიქტორ ზარეცკი გარდაიცვალა ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 1990 წლის 23 აგვისტოს. ის დაკრძალეს მშობლებთან საქალაქო (ბერკოვეცის) სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.

გამოფენები და კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1989 წელს მხატვრის მეგობრებმა მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყვეს კიევის მეცნიერთა სახლში. კრისტის აუქციონზე მხატვრის 29 ნამუშევარი გაიყიდა.
  • ვიქტორ ზარეცკის საფლავზე, რომელიც მშობლებთან ერთად ბერკოვეცის სასაფლაოზე დაკრძალეს, ლესია დეკერმენჯიმ ძეგლი აღმართა.
  • 1993 წელს უკრაინის მხატვართა ეროვნული კავშირის და სახვითი ხელოვნების ეროვნული აკადემიის თაოსნობით ახალგაზრდა მხატვრებისთვის დაარსდა ვიქტორ ზარეცკის სახელობის პრემია.
  • 2016 წელს, ქალაქ ბელოპოლიეში მხატვრის მშობლების სახლთან ახლოს მდებარე ხეივანს ვიქტორ ზარეცკის სახელი მიენიჭა.
  • Зарецький Віктор. З сірого зошита. — журнал «Київ» № 1, 1992 р.
  • Зарецький Віктор. Доповідна записка. — журнал «Київ» № 1, 1992 р.
  • Зарецький Віктор. Біла тека. Автобіографія. — журнал «Київ» № 1, 1992 р.
  • Зарецький Віктор. Роздуми біля полотна. — журнал «Образотворче мистецтво» № 1-2, 1993 р.
  • Зарецький Олесь. Мої батьки (Алла Горська й Віктор Зарецький). - Рукопись
  • Зарецька Майя. Спогади про художника Віктора Зарецького.- «Молода Україна. Журнал української демократичної молоді» вересень-квітень 1990 р.
  • Авраменко Олеся. Несхитність. — журнал «Україна», № 17, квітень 1989 р.
  • Віктор Зарецький. Каталог виставки творів. — Спілка художників України, 1991 р.
  1. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.