ვიქტორია (მითოლოგია)
ვიქტორია (გამარჯვების ქალღმერთი) | |
---|---|
![]() ვიქტორია (ან ნიკე) პომპეის ფრესკაზე გამოისახება ოქროს სანდლებით, ფრთებითა და ყვავილწნულებით | |
მითოლოგია: | ძველი რომის რელიგია |
სხვა კულტურებში: | ნიკე (ბერძნ. მითოლოგია) |
სქესი: | მდედრობითი |
გამოსახულებები |
ვიქტორია — ძველ რომაულ რელიგიაში გამარჯვების გაპიროვნება. პირველად გამოჩნდა პირველი პუნიკური ომის დროს, რომანიზებული ნიკეს, გამარჯვების ქალღმერთის სახით, რომელიც რომისათვის ბერძენ, დიდი საბერძნეთისა და საბერძნეთის მატერიკის წარმომადგენელ მოკავშირეებთან იყო ასოცირებული. ამის შემდეგ ის ხდება რომის ჰაგემონიისა და მმართველობის უფლების სიმბოლო. ის არის გაღმერთებული აბსტრაქტული იდეა, საკუთარი მიმდევრებითა და რელიგიური კულტით. მიუხედავად ამისა, ნიკესგან განსხვავებით, მას მითოლოგიაში თითქმის არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება.
ისტორია და იკონოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიქტორია პირველად პირველი პუნიკური ომის დროს ჩნდება, და მისი სახელი ბერძნული გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს თარგმანი, ან ვარიაცია უნდა ყოფილიყო. რომაელი სამხედროები სავარაუდოდ ნიკეს აღიქვამდნენ როგორც პუნიკურ ომებში მათი ბერძენი მოკავშირეების ქალღმერთს. მას თაყვანს სცემდნენ დიდი საბერძნეთისა და საბერძნეთის მატერიკის წარმომადგენლები, და მიიჩნეოდა მრავალი მითოლოგიური თხზულების ერთ-ერთ მთავარ (ან მეორეხარისხოვან) პერსონაჟად. დაახლოებით ამ დროისათვის, რომაელ ომის ღვთაებებს ხალხმა მეტსახელებად ვიქტორის (დამპყრობლის) ან ინვიქტუსის (დაუპყრობლის) შერქმევა დაუწყო.[1] გვიანი რესპუბლიკური და ადრეული იმპერიული ეპოქისთვის, ვიქტორია პოპულარული სამოქალაქო და სამხედრო ქალღმერთი გახდა, და მისი გავლენა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაიზარდა. ძვ. წ. 294 წელს მას პალატინის ბორცვზე საკუთარი ტაძარიც კი აუგეს. ეს ტაძარი უმეტესად ომის ნადავლის შესანახად გამოიყენებოდა, და ერთი პერიოდი მასში კიბელეს (დიდი დედის) ქანდაკებაც ინახებოდა, როცა ამ უკანასკნელის სამლოცველო რეკონსტრუქციას გადიოდა. ვიქტორიას რამდენიმე სხვადასხვა ტაძარი ჰქონდა მთელი რომის მასშტაბით. იმპერიული ეპოქის ტიმგადში, ქვეყნის წარმატებები უმეტესად ვიქტორია ვიქტრიქსის (დამპყრობელი გამარჯვების) წყალობას ეწერებოდა.[2]
ვიქტორიას მონეტების გამოსახულებები და საკულტო პორტრეტები სავარაუდოდ იმ ორიგინალ გამოსახულებას ეყრდნობა, რომელიც მის ტაძარში უნდა ყოფილიყო მოცემული. საკულტო გამოსახულებებში ის ფრთაშესხმული ქალია, რომელსაც ერთი ფეხი წინ აქვს წარდგმული, გლობუსს ეყრდნობა, და ხელში ყვავილწნული ან პალმის რტო - არა ომის, არამედ იმ ტრიუმფისა და მშვიდობის სიმბოლოები უჭირავს, რომელიც გამარჯვებას უნდა მოჰყვეს (ზოგიერთ გამოსახულებაში ის მას მნახველისაკენ იწვდის). სხვა სურათებში ის ადამიანის ზომაშია გამოხატული და ტრიუმფალურ საბრძოლო ეტლს მართავს, ან ბევრად დიდი ფიგურის, ძირითადად იუპიტერის, ომის ღმერთ მარსის, ან რომას, რომის გაპიროვნების ხელისგულზეა მოქცეული.[3][4]
ქალღმერთ ვიკა პოტას ზოგჯერ ვიქტორიასაც უწოდებენ, მაგრამ ის ზედმეტად ძველია იმისათვის, რომ ბერძნულ ნიკეს რაიმე სახით უკავშირებოდეს, ამიტომ უმეტესად განცალკევებულ ღვთაებად მოიხსენიება. ვიქტორია ერთ-ერთი იმ მრავალ ქალღმერთთაგანია, რომელსაც საბინელ ქალღმერთ ვაკუნას უკავშირებენ.
ქრისტიანობის აღზევებასთან ერთად, რომის რელიგიური დაწესებულებები მმართველი იმპერატორის ერთ-ერთი ტიტულის, პონტიფექს მაქსიმუსის ავტორიტეტის ქვეშ რჩებოდა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ რელიგიას ემსახურებოდა ესა თუ ის ინსტიტუტი. მთლიანობაში, სენატები მაინც პატივს სცემდნენ, ან მინიმალურად, ნებას რთავდნენ წარმართული მსხვერპლშეწირვის რიტუალების შესრულებას, რომლებიც რომის კეთილდღეობისთვის აუცილებლად ითვლებოდა. ამ რიტუალებში მოიაზრებოდა ვიქტორიას გამოსახულებისათვის სენატის სახლის სამსხვერპლოზე, შეხვედრების წინ, რაიმე სახის შესაწირავის მოთავსება. იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის მიერ ძვ. წ. 29 წელს (ანუ ამ სამსხვერპლოს აღმართვის შემდეგ), ეს ჩვეულება აუცილებელ ქმედებად, ერთგვარ კანონად მიიჩნეოდა.[5] 379 წელს ქრისტიანმა იმპერატორმა, გრატიანმა, პონტიფექს მაქსიმუსის ტიტულზე უარი თქვა, და რომის ტრადიციულ ღვთაებებსა და რიტუალებს სახელმწიფო მხარდაჭერა შეუწყვიტა. 382 წელს, მან სენატის სახლიდან ვიქტორიას სამსხვერპლო მოხსნა. ეს სამსხვერპლო წარსულში კონსტანტინე მეორესაც მოეხსნა, მაგრამ ხალხის მხრიდან პროტესტის შემდეგ უკანვე ჩაედგა. ამ შემთხვევაში, მიუხედავად სასტიკი ბრაზისა და უმაღლესი ტიტულების მქონე პირების შფოთისა, სამსხვერპლო უკან აღარ დაუბრუნებიათ.[6][7][8]
„ფრთაშესხმული გამარჯვებები“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრთიანი ფიგურები, ხშირად წყვილებში, რომლებიც გამარჯვებას წარმოადგენენ, და რომლებსაც „ფრთაშესხმულ გამარჯვებებად“ იხსენიებენ, მეტად ხშირად გვხვდება რომაულ იკონოგრაფიასა და როგორც შენობების ფასადში, ასევე ინტერიერში. ფერწერაში ისინი ძირითადად კომპოზიციის ზედა ნაწილს იკავებენ, და არქიტექტურაში სხვადასხვაგვარ სიცარიელეებსა და ხარვეზებს ფარავენ/ავსებენ.[9] ისინი „გამარჯვების სულს“ განასახიერებენ, და ღვთაებებად არ მოიაზრებიან. ფრთაშესხმული გამარჯვების წყვილების გამოხატვა რომის გაქრისტიანების შემდეგ არ შემწყდარა, და ნელ-ნელა ანგელოზების გამოსახვაში გადაიზარდა.[10]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ვიქტორია ბერლინის გამარჯვების სვეტზე. ჩამოსხმული გლადენბეკის მიერ, ბერლინი.[11]
-
კონსტანტინე მეორეს ოქროს მონეტა, რევერსზე ვიქტორიაა გამოსახული.
-
ინტაგლიო, ლაპის-ლაზური, ახ. წ. 100-200 წ., ნაპოვნია ტონგერენში, გალო-რომაული მუზეუმი, ტონგრენი.
-
ჭურჭლის ფრაგმენტზე გამოსახული ვიქტორია.
-
„ბრეშას ვიქტორია“, რომაული ბრინჯაოს ქანდაკება, ნაპოვნია ბრეშაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Beard, M., North, J., Price, S., Religions of Rome, Volume I, illustrated, reprint, Cambridge University Press, 1998, ISBN 0-521-31682-0
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Beard, M., North, J., Price, S., Religions of Rome, Volume I, illustrated, reprint, Cambridge University Press, 1998, pp.69.ISBN 0-521-31682-0
- ↑ Beard, M., North, J., Price, S., Religions of Rome, Volume I, illustrated, reprint, Cambridge University Press, 1998, pp.69, 323. ISBN 0-521-31682-0
- ↑ Hölscher, Tonio (1967). Victoria Romana: Archäologische Untersuchungen zur Geschichte und Wesensart der römischen Siegesgöttin von den Anfängen bis zum Ende des 3. Jhs. n. Chr. (German). Mainz.
- ↑ Hill, Philip V. “ASPECTS OF JUPITER ON COINS OF THE ROME MINT, A.D. 65-318.” The Numismatic Chronicle and Journal of the Royal Numismatic Society 20 (1960): 115–125. http://www.jstor.org/stable/42662717. accessed December 23, 2020
- ↑ Bellinger & Berlincourt (1962). „Victory as a Coin Type“. American Numismatic Society. 149: 1–68.
- ↑ Sheridan, J. J., "The Altar of Victory – Paganism's Last Battle." L'Antiquite Classique 35 (1966): 187.
- ↑ Ambrose Epistles 17–18; Symmachus Relationes 1–3.
- ↑ Beard, M., North, J., Price, S., Religions of Rome, Volume I, illustrated, reprint, Cambridge University Press, 1998, pp.372-374. ISBN 0-521-31682-0
- ↑ Winged Victoria Spandrels. ციტირების თარიღი: 5 August 2015
- ↑ Doyle, Chris (2015). 'Declaring Victory, Concealing Defeat: Continuity and Change in Imperial Coinage of the Roman West, c. 383 – c. 408', in G. Greatrex, H. Elton (eds.) Shifting Genres in Late Antiquity. With the assistance of Lucas McMahon. Pp. xvi + 341, ills.. Farnham, United Kingdom: Ashgate, გვ. 157–71. ISBN 978-1-4724-4348-9.
- ↑ Oscar Gladenbeck (1850–1921) (6 April 2013). ციტირების თარიღი: 18 June 2015