შინაარსზე გადასვლა

ვიქტორია ამელინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორია ამელინა
უკრ. Вікторія Юріївна Амеліна

უკრ. Вікторія Юріївна Амеліна
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1986
დაბადების ადგილი ლვივი, უკრაინის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 1 ივლისი, 2023 (37 წლის)
გარდაცვალების ადგილი დნიპრო, უკრაინა
დასაფლავებულია ლიჩაკივის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[1] , რომანისტი, ესეისტი, პოეტი, მთარგმნელი, ლირიკოსი და პროგრამისტი
ეროვნება უკრაინის დროშა უკრაინა
მოქალაქეობა  უკრაინა[1]
ალმა-მატერი Lviv Polytechnic
ჯილდოები Koronatsiya Slova, Litakcent Roku Award, Joseph Conrad Award, III ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“[2] და Norwegian Authors Union Freedom of Expression Prize

ვიქტორია იურის ასული ამელინა (უკრ. Вікторія Юріївна Амеліна; დ. 1 იანვარი, 1986, ლვოვი — გ. 1 ივლისი, 2023, დნიპრო) — უკრაინელი მწერალი და სოციალური აქტივისტი, კიევში პოლონური ინსტიტუტის მიერ ახალგაზრდა უკრაინელი მწერლებისთვის დაარსებული კონრადის პრემიის 2021 წლის ლაურეატი.

ვიქტორია ამელინა (ქალიშვილობის გვარი — შალამაი) დაიბადა ლვოვში. 14 წლის ასაკში ემიგრაციაში წავიდა კანადაში, მაგრამ მალევე დაბრუნდა უკრაინაში.[3] მან მიიღო მაგისტრის ხარისხი კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით ლვოვის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. მუშაობდა პროგრამისტად და მენეჯერად საერთაშორისო IT კომპანიებში. 2015 წლის ნოემბერში, ვიქტორია ამელინამ შეაჩერა კარიერა IT სფეროში და ლექსების წერა დაიწყო.

2014 წელის საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის „Коронація слова“-ს ეროვნული ჯილდოს ლაურეატი გახდა სიმღერის ტექსტისთვის „Україна росте без мами“.

2014 წელს ვიქტორია ამელინას დებიუტი ლიტერატურაში შედგა რომანით „ნოემბრის სინდრომი, ანუ ჰომო კომპატიენსი“, რომელიც გამომცემლობა „Discursus"-მა გამოსცა. სადებიუტო რომანის წინასიტყვაობა იური იზდრიკმა დაწერა. რომანი „ЛітАкцент року-2014“ რეიტინგის ათეულში მოხვდა.

2015 წელს გამომცემლობა „Віват“-ის მიერ ხელახლა გამოიცა რომანი „ნოემბრის სინდრომი, ანუ ჰომო კომპატიენსი“. 2015 წელს რომანი ნომინირებული იყო ვალერი შევჩუკის პრემიაზე და მოხვდა ჯილდოს მოკლე სიაში.

2016 წელს ვიქტორია ამელინას ორი წიგნი გახდა საერთაშორისო ფესტივალის „ზაპორიზკას წიგნის ბაზრობა-2016“ მიერ გამოცხადებული კონკურსის პრიზიორი: რომანი „ნოემბრის სინდრომი, ან ჰომო კომპატიენსი“ ნომინაციაში „უკრაინული მხატვრული ლიტერატურა. პროზა“, „ვიღაც, ან წყლიანი გული" — ნომინაციაში „საბავშვო ლიტერატურა“.[4]

„სახლი სახლისთვის“ 2017 წლის საუკეთესო უკრაინულ პროზაულ წიგნად აღიარეს „Запорізька Книжкова Толока“ ფესტივალზე.[5]

რომანი „სახლი სახლისთვის“ მოხვდა წლის „LiteAccent“-ის ჯილდოების[6] და ევროკავშირის ლიტერატურული ჯილდოს — „იუნესკოს ლიტერატურული ადგილების“ მოკლე სიებში.[7]

ვიქტორია ამელინამ ბევრი იმოგზაურა მთელ მსოფლიოში, ტიბეტიდან სილიკონის ველამდე. დროდადრო იგი აქვეყნებდა სვეტებს ინტერნეტ-ჟურნალ-გაზეთებში: „Збруч“ და „НВ“. იყო უკრაინული ПЕН-ის წევრი.[8]

2023 წლის 27 ივნისს ვიქტორია ამელინა დაიჭრა რუსეთის მიერ კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის დროს. ლითონის ნაჭერმა თავის ქალა დაუზიანა და მან ძალიან სწრაფად დაკარგა გონება.[9] ექიმების მცდელობის მიუხედავად, 2023 წლის 1 ივლისს დნიპროს საავადმყოფოში მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.[10] მწერალს დარჩა 10 წლის ვაჟი.[11]

2018 წლის ივნისში ამელინამ მხარი დაუჭირა კულტურული მოღვაწეების, პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების ღია წერილს, რომელიც მოუწოდებდა მსოფლიო ლიდერებს დაეცვა რუსეთში პატიმრობაში მყოფი უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი და სხვა პოლიტპატიმრები. აქტიურად მონაწილეობდა პოლიტპატიმრების მხარდამჭერ სხვადასხვა აქციაში. მათ შორის, სიტყვით გამოვიდა „საერთაშორისო PEN-კლუბის“ („PEN International“ — უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია) 84-ე მსოფლიო კონგრესზე.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მან წაიკითხა ოლეგ სენცოვის მოთხრობები (ინგლისურად ნათარგმნი)[12] და მონაწილეობა მიიღო აქციაში რუსეთის ფედერაციის სტენდთან.[13]

ვიქტორია ამელინა დონეცკის რეგიონში ნიუ-იორკის ლიტერატურული ფესტივალის დამფუძნებელია.[14]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Catalog of the German National Library
  2. Указ Президента України №16/2024 — 2024.
  3. Амеліна Вікторія - автор видавництва «Vivat». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-04. ციტირების თარიღი: 2016-05-30.
  4. Запорізька книжкова толока назвала переможців конкурсу на найкращу книгу (ФОТО) | Информационный портал ВЕРЖЕ. ციტირების თარიღი: 2016-11-07.
  5. „Новий роман львів'янки визнаний кращою прозовою книгою Запорізької книжкової толоки | Дивись.info“. Дивись.info (უკრაინული). 2017-10-28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 листопада 2017. ციტირების თარიღი: 2017-10-30. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  6. „«ЛітАкцент року» оголосив короткі списки“. Читомо (უკრაინული). 2017-12-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 січня 2018. ციტირების თარიღი: 2018-01-28. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  7. https://web.archive.org/web/20190115182018/http://litakcent.com/2018/12/10/vidomiy-korotkiy-spisok-premiyi-mista-literaturi-yunesko/
  8. „Амеліна Вікторія“. PEN Ukraine (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 вересня 2018. ციტირების თარიღი: 2018-10-25. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  9. https://hi.dn.ua/novosti/novosti-kramatorska/ukrajinska-pismennitsya-viktoriya-amelina-sered-poranenikh-vnaslidok-raketnogo-udaru-po-kramatorsku-e-shche-kolumbijtsi
  10. Після поранення у Краматорську померла в лікарні Мечникова письменниця Вікторія Амеліна uk. ციტირების თარიღი: 2023-07-02.
  11. https://www.bbc.com/ukrainian/news-66084099
  12. „На книжковому ярмарку у Франкфурті читають оповідання Сенцова“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 жовтня 2018. ციტირების თარიღი: 2018-10-25. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  13. „Українці влаштували мовчазну акцію біля стенда РФ на книжковому ярмарку в Німеччині: «Save Oleg Sentsov»“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 жовтня 2018. ციტირების თარიღი: 2018-10-25. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archive-date=-ში (დახმარება)
  14. У Нью-Йорку Донецької області проведуть літературний фестиваль. ციტირების თარიღი: 2021-07-29.