შინაარსზე გადასვლა

ვიფსანია აგრიპინა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიფსანია აგრიპინა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობი
გარდ. თარიღი: ახ. წ. 20 (დაახ. 55-56 წ.)
მეუღლე: ტიბერიუსი
გაიუს ასინიუს გალუსი
შვილები: ტიბერიუსთან
დრუსუს იულიუს კეისარი
ასინიუს გალუსთან
გაიუს ასინიუს პოლიო
მარკუს ასინიუს აგრიპა
მარკუს ასინიუს მარცელიუსი
ასინიუს სალონიუსი
სერვიუს ასინუს სელერი
ასინიუს გალუსი
გნეუს ასინიუსი
სავარაუდოდ ერთი ქალიშვილი მაინც
დინასტია: იულიუს-კლავდიუსების
მამა: მარკუს ვიფსანიუს აგრიპა
დედა: ატიკა

ვიფსანია აგრიპინა (დ. ??? — გ. ახ.წ. 20) — იმპერატორ ტიბერიუსის პირველი ცოლი. მარკუს ვიფსანიუს აგრიპასა და ატიკას ქალიშვილი, ტიტუს პომპონიუს ატიკუსის,[1] ციცერონის საუკეთესო მეგობრის შვილიშვილი.

ავგუსტუსმა და მამამისმა, ის საკუთარ პირველ დაბადების დღემდე, ტიბერიუსზე, ავგუსტუსის გერზე დანშნეს. წყვილი დაახ. ძვ.წ. 19 წელს დაქორწინდა.[2] მათი ვაჟი, დრუსუს იულიუს კეისარი ძვ.წ. 14 წელს დაიბადა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიფსანიასა და ტიბერიუსს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, ავგუსტუსმა ვიფსანიას მამის (რომელსაც ავგუსტუსის ქალიშვილი, იულია უფროსი ჰყავდა ცოლად[3] ) გარდაცვალების შემდეგ მათ განქორწინება მოსთხოვა. ტიბერიუსს მეუღლესთან დარჩენა სურდა, და იულია მისი ორგული ხასიათის გამო ეზიზღებოდა, მაგრამ მამინაცვალმა ის მასზე დანიშნა, რომ ტიბერიუსის ძალაუფლება იულიანთა ოჯახისათვის დაეკავშირებინა.[4] განქორწინების დროს ვიფსანია მეორე შვილზე იყო ორსულად, რომელიც ვერ გადარჩა.[3]

ტიბერიუსი ვიფსანიას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ძვ.წ. 11 წელს გაეყარა, და მთელი ცხოვრების განმავლობაში გმობდა ამ საქციელს. ერთხელ, უნებურად, ის ყოფილ მეუღლეს გადააწყდა და მზერა მაშინვე აუცრემლიანდა, ქალს თვალი ვეღარ მოაშორა.[3] სხვა მსგავსი შეხვედრების აღსაკვეთად სასწრაფოდ მიიღეს საჭირო ზომები.

ძვ.წ 11 წელს ვიფსენია გაიუს ასინიუს გალუსზე,[5] სენატორსა და ცნობილი ორატორის, გაიუს ასინიუს პოლიოს ვაჟზე გათხოვდა. მათ მინიმუმ ექვსი ვაჟი, და შესაძლოა ერთი ან მეტი ქალიშვილი შეეძინათ. ვიფსანია ახ.წ. 20 წელს გარდაიცვალა.[6]

ტიბერიუსს გალუსი სასტიკად სძულდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ გალუსი ამტკიცებდა, რომ დრუსუსი მისი შვილი იყო. 30 წელს, ტიბერიუსის წაქეზებით, სენატმა გალუსი საზოგადოებრივ მტრად გამოაცხადა.[7] ის 33 წელს, ციხეში, შიმშილის გამო გარდაიცვალა.

ვიფსანიას და გალუსის ვაჟები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია შემოგვრჩა:

  • გაიუს ასინიუს პოლიო — კონსული 23 წელს; გადაასახლეს შეთქმულების მონაწილეობის ბრალდებით, მოგვიანებით იმპერატრიცა ვალერია მესალინას ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.
  • მარკუს ასინიუს აგრიპა — კონსული 25 წელს, გარდაიცვალა 26 წლის ბოლოს. ტაციტუსი მას აღწერს, როგორც „თავისი წინაპრების უღირსს“.[8] მისი ვაჟი მარკუს ასინიუს მარცელიუსი 54 წელს კონსული იყო, მაშინ, როდესაც იმპერატორი კლავდიუსი გარდაიცვალა.[9]
  • ასინიუს სალონიუსი (შესაძლოა ნაეუს ასინიუს სალონიუსი, ზოგჯერ არასწორად ეძახიან სალონიუსს) — გარდაიცვალა 22 წელს. ტაციტუსი მას აღწერს, როგორც „გამოჩენილ“ პიროვნებას. სალონიუსს იმპერატორ ტიბერიუსის ერთ-ერთ შვილიშვილზე დაქორწინებას უგეგმავდნენ.[10]
  • სერვიუს ასინუს სელერი — კონსული სუფექტუსი 38 წელს. იმპერატორ კალიგულასგან მან უზარმაზარ ფასად შეიძინა თევზი.[11] მოხსენიებულია სენეკას სატირაში, „კლავდიუსის გოგრად ქცევა“, სადაც ის იმპერატორის მიერ მოკლულ მრავალ ადამიანთა შორისაა მოხსენიებული; ის სავარაუდოდ 47 წლის შუა ხანებამდე დაიღუპა. როგორც ჩანს, ასინიუს სელერს ჰყავდა ქალიშვილი, სახელად ასინია აგრიპინა, თუმცა მისი ცხოვრება და, ზოგადად, არსებობა, მეტად ბუნდოვანია.
  • ასინიუს გალუსი (შესაძლოა ლუციუს ასინიუს გალუსი, ზოგჯერ არასწორად უწოდებენ გალოს) — 46 წელს მან შეთქმულება მოაწყო კლავდიუსის წინააღმდეგ და იძულებული გახდა გადასახლებაში წასულიყო. კასიუს დიონი მას აღწერს, როგორც „ძალიან პატარა და მახინჯ კაცს“.[12] მოგვიანებით შეიწყალეს, და 62 წელს კონსული გახდა.
  • გნეუს ასინიუსი — მისი არსებობა ჩაწერილია პუტეოლის მცხოვრებთა მიერ, რადგან ის ამ ქალაქის მფარველად მიიჩნეოდა. მის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი.
  • გარდა მათი ვაჟებისა, ვიფსანიას და გალუსს, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი ქალიშვილი, შესაძლოა მეტიც შეეძინათ.[13][14] პომპონია გრაესინა ავლუს პლავციუსზე გათხოვილი, ღირსეული ქალბატონი იყო, რომელიც შესაძლოა ვიფსიანას ქალიშვილის შვილი ყოფილიყო.[15] პლავციუსი ბრიტანეთის დაპყრობაში მონაწილე გენერალი გახლდათ. ნერონმა მათი ვაჟი მოკლა, გავრცელებული ინფორმაციით იმის გამო, რომ აგრიპინა უმცროსს, ნერონის დედას, ის უყვარდა და აქეზებდა, რომ ტახტი მიესაკუთრებინა.[16]

ტაციტუსი აცხადებს, რომ ვიფსანია იყო აგრიპას შვილებიდან ერთადერთი, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა, და რომელიც რაღაცამ არ შეიწირა.[17] ის თავისი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალი იყო, და ახ.წ. 21-დან 23 წლამდე მისმა ვაჟმა, დრუსუსმა მის ხსოვნას არაერთი ქანდაკება, მონეტა თუ წარწერა მიუძღვნა.

  • John Jackson, ed., Tacitus: The Annals, Books Xiii-Xvi, vol. 322, Lcl (Cambridge, MA: Harvard University Press, 1937);

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Nepos, Atticus 12
  2. ↑ Ronald Syme, The Augustan Aristocracy (1987), 314.
  3. 1 2 3 Suetonius, Tiberius 7
  4. ↑ Seager 2005, p. 20.
  5. ↑ Tacitus, Annals 1.12
  6. ↑ Tacitus, Annals 3.19
  7. ↑ Cassius Dio, 58.3
  8. ↑ Tacitus, Annals 4.61
  9. ↑ Syme, Ronald (1986). The Augustan Aristocracy. Oxford: Oxford University Press, გვ. 145f. ISBN 0-19-814731-7. 
  10. ↑ Tacitus, Annals 3.75
  11. ↑ Naturalis Historia IX 31 § 67
  12. ↑ Cassius Dio, 60.27.5
  13. ↑ Borghesi, Bartolomeo (1869). Œuvres complètes de Bartolomeo Borghesi: Œuvres épigraphiques. 3 v. 1864-69 (it). Imp. impériale, გვ. 563. 
  14. ↑ Forcellini, Egidio (1867). Totius latinitatis lexicon opera et studio Aegidii Forcellini lucubratum et in hac editione post tertiam auctam et emendatam a Josepho Furlanetto alumno Seminarii patavini novo ordine digestum amplissime auctum atque emendatum cura et studio doct: Vincentii De-Vit. Typis Aldinianis, გვ. 514. 
  15. ↑ John Jackson, ed., Tacitus: The Annals, Books Xiii-Xvi, vol. 322, Lcl (Cambridge, MA: Harvard University Press, 1937), 52 (footnote 1) •
  16. ↑ Tacitus, Annals 13.32
  17. ↑ Tacitus, Annals 3.19.4-5.