ვიტ ჯორჯია (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ვეტერინარები | |||
დაარსდა | 1997 | |||
სტადიონი |
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი თბილისი, საქართველო (ტევადობა: 2000) | |||
პრეზიდენტი | გურამ რუხაძე | |||
მწვრთნელი | გოჩა ერაძე | |||
ლიგა | ეროვნული ლიგა 2 | |||
2023 | მე-6 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია — თბილისის საფეხბურთო კლუბი. რომელიც 1997 წლის ბოლოს დაარსდა, ორჯერ 2003–2004 და 2008–2009 წლების სეზონებზე გახდა საქართველოს ჩემპიონი. 2009 წელს სუპერთასის, ხოლო 2010 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული.
კლუბის სპონსორია შპს ვიტ ჯორჯია, რომელიც ცხოველების საკვების, ვეტერინარული წამლების და პრეპარატების იმპორტით არის დაკავებული, ამის გამო კლუბის მეტსახელი „ვეტერინარებია“, ხოლო თავად კლუბის აბრევიატურა კი იშლება როგორც მსოფლიო ინოვაციური ტექნოლოგიები (WIT – World Innovation Technologies).
Nobless oblige — ეს ცნობილი, ძველი ფრანგული გამოთქმა არის „ვიტ ჯორჯიას“ სლოგანი, რაც ასე ითარგმნება: „ღირსება გვავალდებულებს“. სწორედ ეს სლოგანია გამოტანილი კლუბის ლოგოზეც.
კლუბის ტრადიციული ფერებია მწვანე და თეთრი, ხოლო მესამე ფერი შავი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისური საფეხბურთო კლუბი დაარსდა 1997 წლის ბოლოს ქართველი ბიზნესმენის, მეცნიერის და დოქტორის გურამ რუხაძის მიერ. ვიტ ჯორჯიამ 1997–1998 წლების სეზონის შუა წელში უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე „მორკინალი“ ჩაანაცვლა.
ელიტაში მოხვედრის შემდეგ, გუნდმა მცირე ფინანსური კრიზისი განიცადა, რამაც ვიტელებს ცხრილის ათეულში მოხვედრის საშუალება არ მისცა — სადებიუტო სეზონში, 16 გუნდიან ჩემპიონატში მეათე ადგილზე გავიდა, ორი წლის შემდეგ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე იერუსალიმის ბეითარს შეხვდა, შინ შეხვედრა 0-3 დათმო, ხოლო იერუსალიმში ფრედ 1-1 დასრულდა, ვიტელთაგან პირველი ევროპული გოლი ლევან მელქაძემ გაიტანა შეხვედრის 66’ წუთზე. ამის შემდეგ ვიტ ჯორჯია სისტემატიურად გადიოდა ევროტურნირებზე.
2003–2004 წლების სეზონზე მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით ვიტ ჯორჯიამ პირველი ჩემპიონობა მოიპოვა — გადამწყვეტ ოქროს მატჩში ბოლონისის სიონს სძლია, ანგარიშით 2:0 — გოლები რევაზ გოცირიძემ და ვლადიმერ გოჩაშვილმა გაიტანეს რის შემდეგაც ვიტ ჯორჯია პირველად ჩაერთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ფარერის კუნძულების პრემიერ ლიგის გამარჯვებულ თორშჰაუნის ჰავნარ ბოლტფელაგს დაუპირისპირდა, ორი მატჩის ჯამში ვეტერინარებმა 5:3 მოიგეს. შემდეგ ეტაპზე კრაკოვის ვისუას შეხვდა სადაც ორი მატჩის ჯამში 2:11 დამარცხდა.
2007–2008 წლების სეზონზე ვიტ ჯორჯია ნესტორ მუმლაძის თავკაცობით მეორე ადგილზე გავიდა, უეფას თასის პირველ ეტაპზე გასვლაზე 2:2, ხოლო შინ 1:0 ანგარიშებით სლოვაკური სპარტაკ ტრანვას ბარიერი დაძლია, მეორე ეტაპზე ვიტელები ვენის აუსტრიას დაუპირისპირდნენ, მაგრამ იმ დროს საქართველოში განვითარებული აგვისტოს მოვლენების გამო მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა – ავსტრიაში, სადაც გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს, ანგარიშით 2:0
უმაღლესი ლიგის 2008–2009 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.თუმცა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე, ანუ საიდანაც დაიწყო კლუბმა გამოსვლა, ორი მატჩის ჯამში სლოვენიურ მარიბორთან დამარცხდა, ანგარიშით 1:3
2009 წლის 17 დეკემბერს ვიტ ჯორჯიამ სუპერთასის მატჩში დინამო თბილისი დაამარცხა. მალევე 2010 წელს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა, მეტოქე მაშინაც თანაქალაქელი დინამო იყო.
2014–2015 წლების სეზონის ბოლოს ვიტ ჯორჯიამ დატოვა უმაღლესი ლიგა, შემდეგ სეზონზე პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ვიტ ჯორჯიას არ მიეცა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება, შემდეგი სეზონი კი გარდამავლი სისტემით ჩატარდა, რის გამოც კვლავ ვერ მოხერხდა მთავარ ლიგაში დაბრუნება.
2018 წლის სეზონში ვიტ ჯორჯია დაბრუნდა აწ უკვე სახელ შეცვლილ ეროვნულ ლიგაში, ამ დროს გუნდს ლაშა ფირცხალაიშვილი ხელმძღვანელობდა.
2019 წლის სეზონზე ვიტ ჯორჯია ბოლო მეათე ადგილზე გავიდა, რის გამოც მეორედ მოუწია საფეხბურთო ელიტის დატოვება, შემდეგ სეზონში კი პლეი-ოფის მატჩის შედეგად მეორე დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
სტადიონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველ წლებში ვიტ ჯორჯია მცხეთაში, „არმაზის“ სტადიონზე თამაშობდა. 2003–2004 წლების საჩემპიონო სეზონი თბილისში, ნავთლუღში მდებარე „შევარდენის“ სტადიონზე გაატარა, ამის შემდეგ ვიტ ჯორჯია დაუბრუნდა მცხეთას ვიდრე 2008–2009 წლების სეზონის დაწყების წინ არ მოუწია გორის თენგიზ ბურჯანიძის სტადიონზე გადაბარგება. შემდგომ 2009–2010 წლების სეზონის მეორე ნახევარში ვიტ ჯორჯია რუსთავის „ფოლადის“ სტადიონზე იღებდა მეტოქეებს, 2010–2011 წლის სეზონების ბოლო მატჩებს თბილისში თემქაზე მდებარე „შატილის“ სტადიონზე მართავდა საშინაო თამაშებს, ხოლო შემდეგი სეზონიდან კვლავ დაბრუნდა მცხეთაში, სახელშეცვლილ „მცხეთა პარკზე“, სადაც უეფას პროგრამა ჰეთთრიკის ფარგლებში ხელოვნური საფარი დაიგო. განახლებულ სტადიონზე ვიტ ჯორჯიამ გორის დილა მიიღო და დრამატულ შეხვედრაში გაიმარჯვა ანგარიშით 4:3. ვიტ ჯორჯიამ „მცხეთა პარკზე“ 7 წელი გაატარა, ხოლო 2019 წლის სეზონს საშინაო არენა ვაკეში მდებარე მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო არენა იყო. გუნდი 2020 წლის სეზონზე საშინაო მატჩებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მართავდა, ხოლო მეორე გუნდი — "მცხეთა პარკზე".
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უმაღლესი ლიგა
- საქართველოს თასი
- გამარჯვებული (1): 2009/2010.
- საქართველოს სუპერთასი
- გამარჯვებული: 2008/2009
- ფინალისტი: 2009/2010
- პირველი ლიგა
- ჩემპიონი: 1996/1997
ეკიპირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიტ ჯორჯიას 2004 წლიდან მოყოლებული მოსავდა გერმანული UHLSPORT
2016 წლიდან იტალიური Erreà
შემადგენლობა 2021
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
ევროთასები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეზონი | ტურნირი | ეტაპი | ქვეყანა | კლუბი | სახლი | გასვლა |
---|---|---|---|---|---|---|
2000–01 | უეფას თასი | QR | ბეითარი | 0:3 | 1:1 | |
2001 | ინტერტოტოს თასი | 1R | რიდი | 1:0 | 1:2 | |
2R | ტროა | 1:1 | 0:6 | |||
2002 | ინტერტოტოს თასი | 1R | ლოკერნი | 3:2 | 1:3 | |
2003 | ინტერტოტოს თასი | 1R | იუნიორსი | 2:1 | 0:1 | |
2004–05 | ჩემპიონთა ლიგა | 1QR | ჰბ | 5:0 | 0:3 | |
2QR | ვისლა | 2:8 | 0:3 | |||
2005 | ინტერტოტოს თასი | 1R | ლომბარდ პაპა | 0:1 | 1:2 | |
2006–07 | უეფას თასი | 1QR | არტმედია | 2:1 | 0:2 | |
2008–09 | უეფას თასი | 1QR | სპარტაკ ტრნავა | 1:0 | 2:2 | |
2QR | აუსტრია | X | 0:2 | |||
2009–10 | ჩემპიონთა ლიგა | 1QR | მარიბორი | 0:0 | 1:3 | |
2010–11 | ევროპის ლიგა | 1QR | ბანიკი | 0:6 | 0:0 |
ვიტ ჯორჯიას ბომბარდირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ფეხბურთელი | ქვეყანა | გოლები |
2014-15 | ვანო კურდღელაშვილი | საქართველო | 5 |
2013-14 | გიორგი კორიფაძე | საქართველო | 8 |
2012-13 | ბესიკ ჩიმაკაძე | საქართველო | 5 |
2011-12 | ბესიკ ჩიმაკაძე | საქართველო | 7 |
2010-11 | გიგა ბეჭვაია | საქართველო | 7 |
2009-10 | ვახტანგ კვარაცხელია | საქართველო | 12 |
2008-09 | ვახტანგ კვარაცხელია | საქართველო | 11 |
2007-08 | ნიკოლოზ გელაშვილი | საქართველო | 7 |
2006-07 | ზაზა სახოკია | საქართველო | ? |
2005-06 | ოთარ მარცვალაძე | საქართველო | 14 |
ვიტ ჯორჯიას მწვრთნელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერიოდი | მწვრთნელი | ტიტ. რაოდ. | ტიტული |
---|---|---|---|
2020 — | გოჩა ერაძე | ||
2020 | დავით ქოქიაშვილი | ||
2020 | მერაბ კოჭლაშვილი | ||
2019-2020 — | ვლადიმერ ხაჩიძე | ||
2017 — 2019 | ლაშა ფირცხალაიშვილი | ||
2015 — 2017 | თენგიზ კობიაშვილი | ||
2013 — 2015 | ზურაბ ბერიძე | ||
2012 — 2013 | მერაბ კოჭლაშვილი | ||
2011 — 2012 | ზურაბ ბერიძე | ||
2010 — 2011 | მერაბ კოჭლაშვილი | ||
2009 — 2010 | გელა გომელაური | 1 | დავით ყიფიანის თასი 2010 |
2009 — 2009 | მერაბ კოჭლაშვილი | 1 | სუპერთასი 2009 |
2005 — 2009 | ნესტორ მუმლაძე | 1 | უმაღლესი ლიგა 2009 |
2005 — 2006 | ჯანი კარნევალი | ||
2004 — 2005 | მერაბ კოჭლაშვილი | 1 | უმაღლესი ლიგა 2004 |
2001 — 2003 | ზურაბ ბერიძე | ||
2002 — 2003 | ჯანი კარნევალი | ||
1999 — 2001 | სერგო კოტრიკაძე | ||
1997 — 1999 | ელგუჯა გუგუშვილი |
ცნობილი ფეხბურთელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რევაზ გოცირიძე
- ვლადიმერ გოჩაშვილი
- ვახტანგ კვარაცხელია
- გიგა ბეჭვაია
- გიორგი დათუნაიშვილი
- ჯაბა ლიპარტია
- ირაკლი კლიმიაშვილი
- სანდრო იაშვილი
- ოთარ მარცვალაძე
- დავით იმედაშვილი
- ნიკოლოზ გელაშვილი
- დავით დიღმელაშვილი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|