ვიტუს ბერინგი
ვიტუს ბერინგი | |
---|---|
დან. Vitus Jonassen Bering | |
დაბ. თარიღი | 5 აგვისტო, 1681[1] ან 1681[2] |
დაბ. ადგილი | ჰორსენსი, დანია-ნორვეგიის კავშირი[3] [4] [1] |
გარდ. თარიღი | 8 (19) დეკემბერი, 1741[5] [6] [7] [2] |
გარდ. ადგილი | ბერინგი, Russian America, რუსეთის იმპერია[6] [7] [8] [9] [10] |
მოქალაქეობა |
დანიის სამეფო რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | მკვლევარი[3] , hydrographer, საზღვაო ოფიცერი და seafarer |
მეუღლე | Anna Bering |
ნათესავ(ებ)ი | Vitus Bering |
ხელმოწერა | |
ვიტუს იონასენ ბერინგი[11] (დან. Vitus Jonassen Bering; დ. 12 აგვისტო 1681, ჰორსენსი, დანია — გ. 19 დეკემბერი 1741, ბერინგის კუნძული, რუსეთი) — ზღვაოსანი. რუსული ფლოტის ოფიცერი. კაპიტან-კომანდორი.
1703 წელს მიიწვიეს რუსეთის სამსახურში. 1724 წლიდან მსახურობდა ბალტიისა და აზოვის ფლოტში. ხელმძღვანელობდა კამჩატკის პირველ ექსპედიციას (1725-1730), რომლის მიზანი იყო დაედგინა აზიასა და ამერიკას შორის ყელისა თუ სრუტის არსებობა.
ექსპედიციამ შემოუარა კამჩატკის აღმოსავლეთ ნაპირს, ჩუკოტკის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაპირებს, გაიარა სრუტე, რომელიც ვერ შეამჩნია, 67° 18′-ზე მხედველობიდან დაკარგა მიწა და დაბრუნდა უკან ისე, რომ სრუტის საკითხი გაურკვეველი დარჩა (შემდეგ ამ სრუტეს ბერინგის სახელი ეწოდა).
1733 წელს ბერინგი დაინიშნა კამჩატკის მეორე ექსპედიციის ხელმძღვანელად. ექსპედიციას უნდა გადაელახა ციმბირი და გამგზავრებულიყო კამჩატკიდან ამერიკის ჩრდილოეთ ნაპირების გამოსაკვლევად. 1741 წლის 17 ივლისს ექსპედიციამ ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს მიაღწია. აღმოაჩინა ალეუტის კუნძულების ნაწილი. უკან დაბრუნების დროს ბერინგი გარდაიცვალა კუნძულზე, რომელსაც ამჟამად მისი სახელი ჰქვია.
ბერინგის სახელი ეწოდა აგრეთვე ზღვას წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 320.
- Берг Л. С., Открытие Камчатки и экспедиции Беринга. 1725—1742, 3 изд., М.—Л., 1946;
- Белов М. И., Арктическое мореплавание с древнейших времен до середины 19 в., М., 1956;
- Греков В. И., Очерки из истории русских географических исследований в 1725—1765 гг., М., 1960.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Den Store Danske Encyklopædi — 1994.
- ↑ 2.0 2.1 Историческая энциклопедия Сибири / под ред. В. А. Ламин — Новосибирск: 2009. — ISBN 5-8402-0230-4
- ↑ 3.0 3.1 Nordisk familjebok — 1876.
- ↑ http://gcaptain.com/maritime-monday-may-twenty-twentythirteen-iceicebaby/
- ↑ А. Крубер Беринг, Витус // Барыкова — Бессалько — 1927. — Т. 5.
- ↑ 6.0 6.1 Salmonsens Konversationsleksikon
- ↑ 7.0 7.1 Dansk Biografisk Lexikon
- ↑ https://escholarship.org/uc/item/03g4f31t.pdf
- ↑ http://cs.mcgill.ca/~rwest/wikispeedia/wpcd/wp/v/Vitus_Bering.htm
- ↑ http://blog.yovisto.com/georg-wilhelm-steller-and-the-great-nordic-expedition/
- ↑ საბუთებში ხშირად მოიხსენიება როგორც ივანე ივანეს ძე ბერინგი.