შინაარსზე გადასვლა

ვიტრუვიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიტრუვიუსი (ლათ. Vitruvius) — ძვ. წ. I საუკუნის რომაელი არქიტექტორი და ინჟინერი.

ვიტრუვიუსის ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მისი ათწიგნიანი ნაშრომი „არქიტექტურის შესახებ“ (De architectura) ერთადერთი ანტიკური არქიტექტურული ტრაქტატია, რომელმაც ჩვენამდე სრული სახით მოაღწია. ტრაქტატში განხილულია იმდროინდელი არქიტექტურული ცოდნის თითქმის ყველა ასპექტი — სამშენებლო, საინჟინრო-ტექიკური და სამხატვრო საკითხები. თხზულება ეფუძნება ავტორის პირად გამოცდილებას, ასევე ელინისტური ხანის ბერძენი ავტორების, კერძოდ ჰერმოგენეს, ნაშრომებს.

აღსანიშნავია ვიტრუვიუსის მოსაზრება არქიტექტურული ნაწარმოების ტექნიკური, ფუნქციური და ესთეტიკური ასპექტის ერთიანობის შესახებ (ნაგებობა უნდა იყოს გამძლე, სარგებლიანი და ლამაზი). ვიტრუვიუსის ტრაქტატი შუა საუკუნეებში თითქმის სრულიად მიივიწყეს, მაგრამ ევროპული რენესანსის დროიდან დაიწყეს მისი შესწავლა და თარგმნა მრავალ ენაზე. მან დიდი როლი ითამაშა XVII–XVIII საუკუნეების არქიტექტურული ორდერის კანონიკური ფორმების გამომუშავებაში. ვიტრუვიუსის მოძღვრება პროპორციების შესახებ საფუძვლად დაედო ლეონარდო და ვინჩის ნახატს „ვიტრუვიუსის ადამიანი“ (1490). ვიტრუვიუსის ნაშრომში აღწერილია ძველი კოლხური სახლი — პროტოტიპი შემდეგდროინდელი ქართული ტრადიციული დარბაზისა.

  • Vitruvius: On Architecture, ed. Frank Granger, Loeb Classical Library, 1931.
  • Десять книг об архитектуре, пер. Ф. А. Петровского, т. 1, М., 1936.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]