ვიტო მარკანტონიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიტო მარკანტონიო, 1949

ვიტო ენტონი მარკანტონიო (ინგლ. Vito Anthony Marcantonio; დ. 10 დეკემბერი, 1902 — გ. 9 აგვისტო, 1954) — იტალო-ამერიკელი ადვოკატი და სოციალისტი პოლიტიკოსი. პოლიტიკური კარიერის დასაწყისში იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი, თუმცა შემდეგ გადავიდა ამერიკელ მუშათა პარტიაში. მიიღო საქვეყნო ყურადღება 1940-იან წლებში მისდამი კომუნისტების მიერ გამოხატული მხარდაჭერის გამო.

კონგრესში წარმოადგენდა ნიუ იორკის აღმოსავლეთ ჰარლემს, რომელშიც დიდი რაოდენობით ბინადრობდნენ ეთნიკური პუერტო-რიკოელები და იტალიელები. მარკანტონიო იყო წარმომადგენელტა პალატის წევრი 1935-1937 და 1939-1951 წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]