შინაარსზე გადასვლა

ვიტორე კარპაჩო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიტორე კარპაჩო
იტალ. Vittore Carpaccio
დაიბადა დაახლ. 1455 ან 1465
დაბადების ადგილი ვენეცია, ვენეციის რესპუბლიკა
გარდაიცვალა დაახლ. 1526
გარდაცვალების ადგილი კაპოდისტრია ან ვენეცია
ეროვნება იტალიელი
სფერო ფერწერა
ჟანრი პორტრეტი
მასზე გავლენა მოახდინა ანტონელო და მესინა, ჯოვანი ბელინი

ვიტორე კარპაჩო (იტალ. Vittore Carpaccio; დ. დაახლ. 1455 ან 1465, ვენეცია — გ. დაახლ. 1526, კაპოდისტრია, ახლანდ. კოპერი, სლოვენია) — იტალიელი ფერმწერი, ვენეციური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი. სწავლობდა ჯენტილე ბელინის ხელმძღვანელობით. განიცადა ანტონელო და მესინას და ჯოვანი ბელინის გავლენა. წმ. ურსულას (1490–1495, აკადემიის გალერეა, ვენეცია), წმ. გიორგისა და წმ. იერონიმეს (1502–1507, სკუოთლა დი სან-ჯორჯო დელი სკიავონი, ვენეცია) ცხოვრების თემებზე შექმნილ სურათებში ლეგენდარული სიუჟეტები გადაწყვეტილია როგორც მხატვრის თანამედროვე ცხოვრების რეალური სცენები. მხატვარი ოსტატურად ასახავდა სივრცეს, ჰაეროვან და შუქ-ჰაეროვან გარემოს, რაც არბილებს ლოკალური ფერის ლაქების ჟღერადობას.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კარპაჩო ვიტორე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 414.