ვიტოლდ პილეცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვიტოლდ პილეცკი
Witold Pilecki
1901 — გ. 1948
Witold Pilecki in color.jpg
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1901
დაბადების ადგილი ოლონეცი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 28 მაისი, 1948 (47 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვარშავა, პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა
კუთვნილება პოლონეთის მეორე რესპუბლიკა, პოლონეთის დევნილი მთავრობა
ჯარის სახეობა კავალერია
სამხედრო სამსახურის წლები 1918 - 1947
წოდება კაპიტანი
ბრძოლები/ომები პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი, პოლონეთ-ლიეტუვას ომი, მეორე მსოფლიო ომი

ვიტოლდ პილეცკი (13 მაისი, 1901 — გ. 25 მაისი, 1948) იყო პოლონელი კავალერიის ოფიცერი, დაზვერვის აგენტი და ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი.

1940 წელს იგი საკუთარი ინციატივით მოხვდა ოსვცენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მან მოახდინა რამდენიმე ასეული ტყვესგან შემდგარი წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზება. ოსვენციმში ყოფნისას პოლეცკიმ საიდუმლოდ შეადგინა ანგარიში, სადაც აღწერილი იყო საკონცენტრაციო ბანაკში მიმდინარე დანაშაულები და იგი მოკავშირეებს მიაწოდა. ოსვენციმიდან თავის დაღწევის შემდეგ პილეცკიმ მონაწილოება მიიღო ვარშავის აჯანყებაში.

1947 წელს იგი პოლონეთის კომუნისტურმა მთავრობამ „უცხოური იმერიალიზმის“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავა და საჩვენებელი სასამართლოს შემდეგ სიკვდილით დასაჯა.