ვიტებსკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიტებსკის ხიდი
Витебский мост
კოორდინატები 59°55′12″N 30°19′38″E / 59.92° ჩ. გ. 30.327222° ა. გ. / 59.92; 30.327222
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
მასალა რკინა
სიგრძე 23,45 მ
სიგანე 18,9 მ
გახსნის თარიღი 1810

ვიტებსკის ხიდი (რუს. Витебский мост) — ამჟამად უკვე არარსებული ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდებარეობდა საადმირალოს რაიონში, ვედენის არხზე ზაგოროდნის პროსპექტზე. ხიდის სიგრძე იყო 23,45 მეტრი, სიგანე - 18,9 მ.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, 1829 წლიდან ხიდს ერქვა ვედენის ხიდი (ან ვედენის პირველი ხიდი), რომელიც წარმოიქმნა ვედენის არხისაგან. 1935 წელს უწოდეს ვიტებსკის ხიდი, ახლოს მდებარე ვიტებსკის სადგურის გამო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1807-1810 წლებში ააგეს ერთმალიანი ხის თაღოვანი ხიდი, რომლის მოაჯირებიც თუჯისაგან იყო დამზადებული.

1874 წელს მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი. 1876 წელს ხიდი გააძლიერეს რადგან მასზე კონკას უნდა ევლო.

1906-1907 წლებში ზაგოროდნის პროსპექტზე ტრამვაის ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით ხიდი გადააკეთეს ინჟინერ ანდრეი პშენიცკის პროექტის მიხედვით. პროექტის არქიტექტურული გაფორმება შეასრულა არქიტექტორმა ლევ ალექსანდრეს ძე ილინმა. მალების ხის თაღები შეცვალეს მეტალის თაღებით. ხიდი გააფართოეს 17-დან 23,45 მეტრამდე.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღმართეს დროებითი ხის ხიდი, რათა ზედ ემოძრავა კონკას. სარემონტო სამუშაოები 1906 წლის ივნისიდან 1907 წლის ნოემბრამდე მიმდინარეობდა. ხიდი მოძრაობისთვის გაიხსნა 1907 წლის ნოემბერში. სამუშაოების რირებულებამ შეადგინა 165 000 რუბლი.

ასევე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 1953-1955 წლებში.

ვედენის არხის ამოვსების შემდეგ 1970 წლიდან 1976 წლამდე ხიდი შემონახული იყო ამოვსებულ არხზე. 1976 წელს კი ზაგოროდნის პროსპექტის რეკონსტრუქციის დროს დაშალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.