ვიტებსკის სამთავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიტებსკის სამთავრო, სლავური სამთავრო — მოიცავდა ტერიტორიას მდინარე დასავლეთ დვინის შუა წელზე. 1101 წელს გამოეყო პოლოცკის სამთავროს. XIII საუკუნის დამდეგს ექვემდებარებოდა სმოლენსკს, XIII საუკუნის მესამედში ლიეტუვამ დაიპყრო. XIII საუკუნის დასასრულს მას სმოლენსკის მთავრის მოხელეები მართავდნენ, XIV საუკუნის დასაწყისიდან მიეკუთვნა მთავარ იაროსლავ ვასელის ძეს, 1320 წლიდან გადავიდა მისი სიძის, ლიტვის მთავრის ალგირდასის მფლობელობაში, 1141 წელს გაუქმდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]