ვისრამიანი (S-3702)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერთ-ერთი გვერდი ვისრამიანის ხელნაწერიდან

ვისრამიანის ხელნაწერი S-3702 დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდში. გადაწერილია 1729 წელს. ხელნაწერი სპარსული „ვის ო რამინის“ ბეითურ სისტემას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია სპარსული ტექსტის დადგენისა და დაზუსტებისათვის.

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 274 ფურცელს, რომელთა ზომებია 29X20 სანტიმეტრი. გადაწერილია მხედრული დამწერლობით, შავი მელნით; სათაურები და აბზაცების დასაწყისები შესრულებულია სინგურით. დასურათება მუსლიმურ-აღმოსავლურ ტრადიციას მისდევს, მინიატიურები მაირანიზებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 106