ვლადიმერ ვისოცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვისოცკი, ვლადიმირ)
ვლადიმერ ვისოცკი

ვლადიმერ ვისოცკი 1979 წელს
დაბადების თარიღი 25 იანვარი, 1938
მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი
გარდაცვალების თარიღი 25 ივლისი, 1980 (42 წლის)
მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი
დაკრძალულია ვაგანკოვოს სასაფლაო, მოსკოვი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
განათლება კინოსა და თეატრის მსახიობი
ალმა-მატერი მოსკოვის სამხატვრო თეატრის სკოლა-სტუდია (ინსტიტუტი) (რუს. Школа-студия (институт) им. Вл. И. Немировича-Данченко при МХАТ им. А. П. Чехова
პროფესია კინოსა და თეატრის მსახიობი, მომღერალი და კომპოზიტორი
საქმიანობა პოეტი, პროზაიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი, კინოსა და თეატრის მსახიობი
აქტიური 1959–1980
დამსაქმებელი მოსკოვის სამხატვრო თეატრი
ცნობილია როგორც ბარდი, პოეტი, მსახიობი
ცნობილი ნაშრომები „Дом хрустальный“,[1] „Высота“, „Кони привередливые“,[2] „Моя цыганская“, „Охота на волков“, „Парус“, „Песня о друге“, „Прощание с горами“,[3] „Я не люблю“[4][5]
სიმაღლე 170 სმ.
წოდება რსფსრ-ის დამსახურებული არტისტი (1986)
მეუღლე(ები) იზოლდა ჟუკოვა (მეშკოვა)
(თ. 1960–1965)
ლუდმილა აბრამოვა
(თ. 1965–1970)
მარინა ვლადი
(თ. 1970–1980)
შვილ(ებ)ი არკადი ვისოცკი, ნიკიტა ვისოცკი
მშობლები მამა: სემიონ ვლადიმერის ძე ვისოცკი
დედა: ნინა მაქიმეს ასული სერიოგინა
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია (1987)
ხელმოწერა

ვლადიმერ სემიონის ძე ვისოცკი (რუს. Влади́мир Семё́нович Высо́цкий; დ. 25 იანვარი, 1938, მოსკოვი, რუსეთი — გ. 25 ივლისი, 1980, იქვე) — რუსი და საბჭოთა პოეტი, პროზაიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი, კინოსა და თეატრის მსახიობი. რსფსრ-ის დამსახურებული არტისტი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.[6][7]

ვისოცკიმ განსაკუთრებით დიდი პოპულარობა საკუთარი სიმღერების გიტარაზე შესრულებით მოიპოვა. 1970-იან წლებში მის სიმღერებს ყოფილი საბჭოთა კავშირის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა იცნობდა, — მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმღერები იმდროინდელ საბჭოთა ოფიციალურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში თითქმის არ ისმოდა.

ვისოცკის ეკუთვნის 700-მდე სიმღერა და ლექსი, ითამაშა 30-მდე ფილმში, მონაწილეობდა სპექტაკლებში, კონცერტებით მოიარა თითქმის მთელი ქვეყანა, ხშირად მიდიოდა გასტროლებზე უცხოეთშიც. სასტიკი ცენზურის პირობებში ვისოცკი ეხებოდა აკრძალულ თემებს, მღეროდა ყოველდღიურ საბჭოთა ცხოვრებაზე, სამამულო ომზე. ყოველივე ამან მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვისოცკი 1938 წლის 25 იანვარს, მოსკოვში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამა, სემიონ ვლადიმერის ძე ვისოცკი (1916–1997) საკადრო პოლკოვნიკი იყო, დედა, ნინა მაქიმოვნა (ქალიშვილობაში სერიოგინა) (1912–2003) კი — გერმანული ენიდან მთარგმნელი.[8] ადრეული ბავშვობა ვლადიმერმა მოსკოვის კომუნალურ საცხოვრებელში გაატარა. დიდი სამამულო ომის დროს ორი წელი ცხოვრობდა დედასთან ერთად ევაკუაციაში ურალის ქალაქ ბუზულუკში. 1943 წელს დაბრუნდა მოსკოვში. 1945 წელს როსტოკინსკის რაიონის 273-ე სკოლის პირველ კლასში შევიდა. 1947–1949 წლებში ცხოვრობდა მამასთან და მის მეორე ცოლთან ერთად გერმანიის ქალაქ ებერსვალდეში, სადაც ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. შემდეგ ისევ მოსკოვში დაბრუნდა.

მსახიობის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წლიდან ვისოცკი დადიოდა დრამატულ წრეზე, რომელსაც ვ. ბოგომოლოვი ხელმძღვანელობდა. 1955 წელს დაამთავრა 186-ე საშუალო სკოლა და ნათესავების დაჟინებული თხოვნით ჩააბარა ვ. კუიბიშევის სახელობის მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში, რომელიც მიატოვა პირველივე სემესტრის ბოლოს. ინსტიტუტის დატოვების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1955 წლის 31 დეკემბრის ღამეს. ვისოცკიმ და მისმა სკოლის მეგობარმა, იგორ კოხანოვსკიმ გადაწყვიტეს ახალი წლის ღამე გაეტარებინათ სესიისთვის საჭირო ნახაზებზე მუშაობაში. ღამის ორი საათისთვის ნახაზები უკვე მზად იყო. ამ დროს ვისოცკი ადგა, მაგიდიდან ტუშის ქილა აიღო (მეორე ვერსიის მიხედვით ქილაში მაგარი ყავა ესხა) და თავის ნახაზებს გადაასხა. იმ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება მომავალი წლისთვის მომზადებულიყო და თეატრალურზე ჩაებარებინა. 1956–1960 წლებში ვისოცკი ვ.ი. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სკოლა-სტუდია МХАТ-ის სამსახიობო განყოფილების სტუდენტია. პირველ კურსზე ყოფნისას გაიცნო მომავალში თავისი პირველი ცოლი, იზა ჟუკოვსკი. 1959 წელს პირველი როლი ითამაშა სასწავლო სპექტაკლში „დანაშაული და სასჯელი“ და ფილმში „თანატოლები“ (სტუდენტი პეტიას ეპიზოდური როლი). 1960 წელს ვისოცკის სახელი პირველად გამოჩნდა ცენტრალურ პრესაში, „საბჭოთა კულტურის“ 28 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ ლ. სერგეევის სტატიაში.

1960–1964 წლებში ვისოცკი მუშაობდა ა.ს პუშკინის სახელობის მოსკოვის დრამატულ თეატრში, სადაც ძირითადად ეპიზოდურ როლებს თამაშობდა.

1961 წელს კინოფილმის „713 ითხოვს დაშვებას“, გადაღების დროს გაიცნო თავისი მეორე ცოლი ლუდმილა აბრამოვა. ამავე წელს გამოჩნდა მისი პირველი სიმღერები. სიმღერა „Татуировка“, რომელიც ლენინგრადში დაიწერა, ითვლება მის პირველ ნამუშევრად. შემდგომში სიმღერა მისი მოღვაწეობის მთავარ სფეროდ იქცა. ორ თვეზე ნაკლები იმუშავა მოსკოვის მინიატურის თეატრში. 1964 წელს შექმნა თავისი პირველი სიმღერები კინოფილმებისთვის და მუშაობა დაიწყო მოსკოვის დამისა და კომედიის თეატრში ტაგანკაზე, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

1967 წლის ივლისში გაიცნო ფრანგი მსახიობი მარინა ვლადი, რომელიც მისი მესამე ცოლი გახდა.

1968 წელს გამოვიდა მისი პირველი საავტორო ალბომი „სიმღერები კინოფილმიდან „ვერტიკალი“.

1975 წელს ავტორის სიცოცხლეში პირველად და უკანასკნელად გამოქვეყნდა ვისოცკის ლექსი ლიტერატურულ კრებულში (День поэзии 1975. М., 1975).

1970-იან წლებში გაიცნო პარიზში ბოშა მსახიობი და მუსიკოსი ალიოშა დმიტრიევიჩი, რომელთან ერთადაც შემდგომში ხშირად მღეროდა. მათ ერთობლივი ალბომის ჩაწერაც კი ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ 1980 წელს ვისოცკის გარდაცვალების გამო ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.

თეატრის დასთან ერთად გასტროლებით ნამყოფია ბულგარეთში, უნგრეთში, იუგოსლავიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში.

ჩაწერილი აქვს 10-მდე რადიოსპექტაკლი, ჩატარებული აქვს 1000-ზე მეტი კონცერტი, როგორც სსრკ-ში, ასევე საზღვარგარეთ.

უკანასკნელი დღეები და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმერ ვისოცკისადმი მიძღვნილი რუსული საფოსტო მარკა, 1999.

1980 წლის 16 ივლისს კალინინგრადში შედგა ვლადიმერ ვისოცკის უკანასკნელი კონცერტი.

ამავე წლის 18 ივლისს ვისოცკიმ უკანასკნელად ითამაშა თავისი ყველაზე ცნობილი თეატრალური როლი - ჰამლეტი, შექსპირის ამავე სახელწოდების პიესის მიხევით დადგმულ სპექტაკლში.

1980 წლის 25 ივლისს, დილის 4:10 საათზე ვისოცკი ძილში გარდაიცვალა მოსკოვში, თავის ბინაში. ანატოლი ფედოტოვის ვერსიით, სიკვდილის მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტი იყო. სტანისლავ შერბაკოვისა და ლეონიდ სულპოვარის ვერსიით კი სიკვდილი დამამშვიდებელი საშუალებების გადაჭარბებული დოზით გამოწვეული ასფიქსიის მიზეზით დადგა. ამ ვერსიების მიუხედავად, ვისოცკის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი დღემდე უცნობია.

ვისოცკი დაკრძალეს 1980 წლის 28 ივლისს, ვაგანკოვსკის სასაფლაოზე.

ამ პერიოდში მოსკოვში ზაფხულის ოლიმპიადა მიმდინარეობდა, ქალაქი გადაკეტილი იყო და მილიცია იცავდა. ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალების შესახებ ცნობა საბჭოთა საინფორმაციო საშუალებებში თითქმის არ გაცხადებულა, მიუხედავად ამისა, ტაგანკის თეატრთან, სადაც იგი მუშაობდა, უამრავი ხალხი შეიკრიბა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ დაშლილა (გამოსვენების დღეს ახლომდებარე შენობების სახურავებიც კი სავსე იყო ხალხით).

სიკვდილის შემდეგ აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წელს გამოქვეყნებულ იქნა ვისოცკის ნაწარმოებთა პირველი კრებული „ნერვი“. 1986 წელს ვისოცკის მიენიჭა რსფსრ-ის დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1987 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიაკუთვნეს სატელევიზიო კინოფილმში „შეხვედრის ადგილი უცვლელია“ ჟიგლოვის როლისა და სიმღერათა საავტორო შესრულებისთვის. 1989 წელს ვლადიმერ ვისოცკის მუზეუმი შეიქმნა მოსკოვში.

პოეტის პატივსაცემად „ვლადვისოცკი“ ეწოდა ერთ-ერთ ასტერიოდს (2374 Vladvysotskij).

1987 წელს ელდარ რიაზანოვმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „სამი შეხვედრა ვლადიმერ ვისოცკისთან“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვისოცკი ჟეგლოვის როლში ფილმიდან შეხვედრის ადგილი უცვლელია
კადრი ფილმიდან "მსახურობდა ორი მეგობარი"
წელი ფილმი როლი შენიშვნები
1959 თანატოლნი სტუდენტი პეტია «მოსფილმი», რეჟისორი ვ. ორდენსკი
1961 დიმა გორინის კარიერა მემონტაჟე სოფრონი მ. გორკის სახელობის კინოსტუდია, რეჟისორები: ფ. დოვლატიანი და ლ. მირსკი
1962 713 ითხოვს დაშვებას ამერიკელი მეზღვაური «ლენფილმი», რეჟისორი გ. ნიკულინი
შვებულება ნაპირზე ვალეჟნიკოვის მეგობარი, პეტრე «მოსფილმი», რეჟისორი ფ. მირონერი
1963 საჯარიმო დარტყმა გიმნასტი იური ნიკულინი მ. გორკის სახელობის კინოსტუდია, რეჟისორი ვ. დოლმანი
ცოცხლები და მკვდრები მხიარული ჯარისკაცი «მოსფილმი», რეჟისორი ა. სტოლპერი
1965 ხვალინდელ გზაზე ბრიგადირი პეტრე მარკინი «მოსფილმი», რეჟ. ფ. ფილიპოვი
ჩვენი სახლი რადიოტექნიკოსი «მოსფილმი», რეჟ. ვ. პრონინი
1966 წარმოშობით ბავშვი ვარ კაპიტან-ტანკისტი ვალოდია «ბელარუსფილმი», რეჟ. ვ. ტუროვი
საშა-საშენკა მსახიობი «ბელარუსფილმი», რეჟ. ვ. ჩეტვერიკოვი
1967 ვერტიკალი ვალოდია ოდესის კინოსტუდია, რეჟისორები ს. გოვორუხინი და ბ. დუროვი
მოკლე შეხვედრები გეოლოგი მაქსიმი ოდესის კინოსტუდია, რეჟ. კ. მურატოვა
1968 ინტერვენცია ბროდსკი/ვორონოვი «ლენფილმი», რეჟ. გ. პოლოკა
მსახურობდა ორი ამხანაგი ბრუსენცოვი «მოსფილმი», რეჟ. ე. კარელოვი
ტაიგის პატრონი ბრიგადირი რიაბოი «მოსფილმი», რეჟ. ვ. ნაზაროვი
1969 საშიში გასტროლები ბენგალსკი (ნიკოლაი კოვალენკო) ოდესის კინოსტუდია, რეჟ. გ. იუნგვალდ-ხინკევიში
თეთრი აფეთქება კაპიტანი ოდესის კინოსტუდია, რეჟ. ს. გოვორუხინი
1972 მეოთხე იგი «მოსფილმი», რეჟ. ა. სტოლპერი
1973 ცუდი კარგი ადამიანი ფონ კორენი «ლენფილმი», რეჟ. ი. ხეიფიცი
1974 ერთადერთი გზა სოლოდოვი «მოსფილმი», რეჟ. ვ. პავლოვიჩი
1975 ერთადერთი ბორის ილიჩი «ლენფილმი», რეჟ. ი. ხეიფიცი
მისტერ მაკ-კინლის გაქცევა მომღერალი ბილ სიგერი «მოსფილმი», რეჟ. მ. შვეიცერი
1977 ორნი ქამეო; «მაფილმი» (უნგრეთი), რეჟ. მ. მესაროში
1979 შეხვედრის ადგილი უცვლელია კაპიტანი ჟეგლოვი ოდესის კინოსტუდია, რეჟ. ს. გოვორუხინი
1980 პატარა ტრაგედიები დონ გუანი «მოსფილმი», რეჟ. მ. შვეიცერი

სიმღერები კინოფილმებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვისოცკის სიმღერები აჟღერებულია ფილმებში:

  • „ვერტიკალი“
  • „რობინ ჰუდის ისრები“
  • „ომი სახლებში“
  • „მოკლე შეხვედრები“
  • „ინტერვენცია“
  • „ტაიგის პატრონი“
  • „სახიფათო გასტროლები“
  • „ერთადერთი გზა“
  • „ერთადერთი“
  • „მისტერ მაკ-კინლის გაქცევა“
  • „სანნიკოვას მიწა“
  • „ვიქტორ კროხინის მეორე მცდელობა“
  • ფილმი-ზღაპარი „ივანი და მარია“
  • აუდიოსპექტაკლი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“

ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Владимир Высоцкий. Дом хрустальный YouTube-ზე — გამოქვეყნდა 14 ნოე. 2011-ში.
  2. Высоцкий - Кони привередливые YouTube-ზე — გამოქვეყნდა 1 ოქტ. 2011-ში.
  3. Прощание с горами (1967) песня Высоцкого из фильма YouTube-ზე — გამოქვეყნდა 8 მაი. 2017-ში.
  4. Владимир Высоцкий - Я не люблю YouTube-ზე — გამოქვეყნდა 12 მაი. 2013-ში.
  5. Владимир Высоцкий - 'Я не люблю' YouTube-ზე — გამოქვეყნდა 28 ნოე. 2016-ში.
  6. Sputnik Эстония (25 იანვარი, 2018). Кумир ХХ века: Владимиру Высоцкому – 80// В 1986 году Высоцкому было посмертно присвоено звание заслуженного артиста РСФСР, а год спустя присуждена Государственная премия СССР "за участие в телесериале "Место встречи изменить нельзя" и авторское исполнение песен". დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 ნოემბერი, 2019. წყარო: Sputnik Эстония დაარქივებული 2019-11-14 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 14 ნოემბერი, 2019.
  7. РИА Новости (25 იანვარი, 2018). Биография Владимира Высоцкого// В 1987 году Владимиру Высоцкому посмертно была присуждена Государственная премия СССР за участие в телесериале "Место встречи изменить нельзя" и авторское исполнение песен. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 ნოემბერი, 2019. წყარო: РИА Новости. წაკითხვის თარიღი: 14 ნოემბერი, 2019.
  8. Кем был Владимир Высоцкий по национальности// Владимир родился в Москве 25 января 1938 года. Нина Максимовна – мать знаменитого барда - была переводчицей. Отец — Семён Владимирович (Вольфович) Высоцкий - военный связист, ветеран Великой Отечественной войны, кавалер более чем 20 орденов и медалей, почётный гражданин городов Кладно и Праги, полковник. Мать Высоцкого была русской, а отец - еврей. ციტატა: „Основателем рода Высоцких считается Лейба Букльковштейн из местечка Селец (под Брестом), который приходился прапрадедом барду. Прадед артиста – Шлиом Высоцкий - стал первым носителем знаменитой фамилии.“ დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 ნოემბერი, 2019. წყარო: Вестник.online. წაკითხვის თარიღი: 14 ნოემბერი, 2019.