ვისოჩინოს ღვთისმშობლის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვისოჩინოს ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ვისოჩინოს ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ვისოჩინო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100433000
საიტი ოფიციალური საიტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1879
დეტალები
მასალა აგური

ვისოჩინოს ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია აზოვის რაიონის სოფელ ვისოჩინოში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი ვისოჩინო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Images.png გარე სურათები
Image-silk.png არქიტექტორ დუბინინის შესრულებული ეკლესიის პროექტი
Image-silk.png ეკლესია 1954 წელს
Image-silk.png შემონახული ფრესკები


ერთსაკურთხევლიანი ღვთისმშობლის შობის ეკლესია სოფელ ვისოჩინოში აშენდა 1879 წელს[1], თავდაპირველად მას ქონდა მხოლოდ სამრეკლო და შემოღობილი იყო რკინის მესრით.

ეკლესია გადაურჩა ოქტომბრის რევოლუციას და სამოქალაქო ომს, მაგრამ 1930 წელს ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდა, ხოლო შენობას იყენებდნენ ცხოველების სადგომად და ტვირთის სათავსოდ. მოგვიანებით ეკლესიას მოხსნეს გუმბათი და ჯვარი. განადგურდა კანკელი, ამბიონი და კლიროსი. გარდა ამისა დაინგრა სამრეკლო[2]. ეკლესია დროებით გახსნეს მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანული ოკუპაციის პერიოდში. მაგრამ მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი საბოლოოდ დაიხურა 1959 წელს და მოსახლეობისაგან მიტოვებული გახდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადაწყდა ტაძრის აღდგენა და დაიწყო სარემონტო სამუშაოები, სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს დღემდე. რესტავრაციის შედეგად ტაძრის არქიტექტურა გაუმჯობესდა, ააგეს ახალი სამრეკლო და გაიხსნა საკვირაო სკოლა.

ეკლესიის წინამძღვარია მღვდელი სვიატოსლავ ვიქტორის ძე ბადენკოვი[1].

როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების შესაბამისად ძეგლს მინიჭებული აქვს რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]