ვირჯინია რაჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვირჯინია რაჯი
Virginia Raggi
ვირჯინია რაჯიVirginia Raggi
რაჯი 2016 წელს
რომის 65-ე მერი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა20 ივნისი 2016
პრეზიდენტი  სერჯო მატარელა
პრემიერ-მინისტრი  მატეო რენცი
წინამორბედიფრანჩესკო პაოლო ტრონკა

დაბადებული18 ივლისი, 1978 (1978-07-18) (40 წლის)
რომი იტალიის დროშა იტალია
საარჩევნი ოლქირომი
პოლიტიკური პარტიახუთი ვარსკვლავის მოძრაობა
მეუღლეანდრეა სევერინი
შვილები1 (ვაჟი)
განათლებარომის ტრე უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
რელიგიაკათოლიკე[1]
ხელმოწერაVirginia Raggi signature.png
საიტივებ-გვერდი

ვირჯინია ელენა რაჯი (ინგლ. Virginia Elena Raggi; დ. 18 ივლისი 1978, რომი, იტალია) — იტალიელი ადვოკატი და რომის მერი, არჩეული 2016 წელს. რაჯი წარმოადგენს ანტიკორუფციულ ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას (M5S) და არის პირველი კანდიდატი ამ პარტიიდან და აგრეთვე პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს რომის მერად.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაჯი დაიბადა და გაიზარდა რომის „Appio Latino“-ს რაიონში და სწავლობდა სამართალზე რომის ტრეს უნივერსიტეტში, "სასამართლო და არასასამართლო სამოქალაქო სამართლის" სპეციალიზაციით.[3] რაჯი ადრე იყო ადგილობრივი რაიონის საბჭოს წევრი სანამ შევიდა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობაში“, რომის XIV რაიონიდან 2011 წელს.[4]

2013 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, რაჯი იყო ერთ-ერთი „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ იმ ოთხი წევრიდან, რომლებიც აირჩიეს რომის საკრებულოში.[5]

რაჯი და მისი პარტია გავიდა რომის მერის არჩევნებში პირველ ადგილზე კენჭისყრის პირველ ტურში (5 ივნისი 2016), რა დროსაც ქვეყნის მასშტაბით 35-ზე მეტი პროცენტი დააგროვა.[6] რაჯი მეორე რაუნდი (19 ივნისი 2016) მოიგო 67,2 პროცენტით, რაც ნიშნავს 770,000 ამომრჩეველი მის მხარეს იყო. იგი რომის პირველი ქალი მერია.[2]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაჯი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს რომის ოტავიას რაიონში.[3] ის M5S წევრი ანდრეა სევერინის (თანაპარტიელი) მეუღლეა, რომელთანაც მას ერთი შვილი ჰყავს (დ. 2009 წელს).[6][3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://tempsreel.nouvelobs.com/monde/20160620.OBS3004/italie-les-cinq-defis-de-virginia-raggi-nouvelle-maire-de-rome.html
  2. 2.0 2.1 Rosie Scamell. “Anti-establishment candidates elected to lead Rome and Turin“, 20 June 2016. წაკითხვის თარიღი: 20 June 2016. 
  3. 3.0 3.1 3.2 Marco Damilano. (16 March 2016) Virginia Raggi, chi è la donna che spaventa Renzi e Berlusconi Italian. L'Espresso. წაკითხვის თარიღი: 11 June 2016.
  4. Raggi, Virginia. Chi Sono - Virginia Raggi Italian. Five Star Movement. წაკითხვის თარიღი: 11 June 2016.
  5. Rosie Scammell, "Rubbish on the streets, corruption in the air: Rome looks for a clean-up candidate", The Guardian, 12 June 2016
  6. 6.0 6.1 Five Star Movement candidate Virginia Raggi could become Rome's mayor“, 5 June 2016. წაკითხვის თარიღი: 11 June 2016.