ვირუს დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვირუს დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 57°50′54″ ჩ. გ. 26°59′52″ ა. გ. / 57.84833° ჩ. გ. 26.99778° ა. გ. / 57.84833; 26.99778
ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
ადგილმდებარეობა ვირუ
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1804 6 ნოემბერი
დეტალები

ვირუს დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ეკლესია (ესტ. Võru Suurkannataja Ekaterina kirik)  —  ესტონეთის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის  ეკლესია, რომელიც მდებარეობს ესტონეთის ქალაქ ვირუში.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიას აქვს მარტივი სწორკუთხა გეგმა და მასიური სამრეკლო. შენობის კედლებში თაღოვანი სარკმელია. ეკლესია ძირითადად ადრეული კლასიკური სტილისაა, თუმცა ასევე შეიცავს გარკვეული ბაროკოს ელემენტებს; მას ასევე აქვს ორი დიდი და ორი პატარა ზარი.

ეკლესია იტევს ათასამდე ადამიანს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1793 წელს ეკატერინე II-ის მმართველობის დროს. იგი დააპროექტა ლივონიის გუბერნიის არქიტექტორმა მათიას შონსმა, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ვირუში მცხოვრები იოჰან კარლ ოტო.

ტაძრის კურთხევა მოხდა 1804 წლის 6 ნოემბერს (ძველი სტილით) რიგის არქიმანდრიტ ბენედიქტეს მიერ ეკატერინე ალექსანდრიელის პატივსაცემად და მას შემდეგ ატარებს მის სახელს.

1870 წელს სახელმწიფომ ეკლესიისთვის ვირუში გამოყო 248 ჰექტარი  მიწის ნაკვეთი, რითაც გააფართოვა ეკლესიის საკუთრების საზღვრები მუსტრიარვის ტბიდან კირუმპეს ციხემდე, გადასცა შენობები, ცხოველები, აღჭურვილობა. ეკლესიას ასევე თამულასა და ვაგულას ტბებში თევზაობის ნება დართეს.

ეკლესიაში მრავალი ხატი და ელეგანტურად მორთული კანკელია.

ვირუს დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ეკლესიას 1922 წელს სახელმწიფომ  ჩამოართვა საეკლესიო მიწების უმეტესი ნაწილი  და მხოლოდ 72 ჰექტარი დაუტოვა. 1944 წელს მისი ქონება 14 ჰექტარამდე შემცირდა, ხოლო 1949 წელს, ჭვავის ნათესებთან ერთად,  მთლიანად მოახდინეს ტერიტორიის კონფისკაცია.

1933 წელს მრევლმა ააგო პატარა სამლოცველო ვირუს ქალაქის სასაფლაოზე.

1999 წლის სექტემბერში, რესტავრატორებმა ჯვარში იპოვეს ყუთი, სადაც ინახებოდა მღვდელმთავარ იოანე ელენინის წერილი, დათარიღებული 1854 წლის 17 ივლისით. მღვდელმთავარი მიმოიხილავდა ვირუმააში მართლმადიდებლობის გავრცელებას, საუბრობდა  ეკლესიის წინამძღოლებისა და ვირუს ცხოვრების შესახებ. ყუთში ასევე იყო გაზეთ „ჩრდილოეთ ფუტკრის“ სამი გამოცემა და 1854 წლის ესტონური ხალხური კალენდარი, ანბანი, რომელიც დაიბეჭდა რიგაში 1848 წელს, სამი გამოცემა მართლმადიდებლურ თემებზე ესტონურად, 22 სპილენძის მონეტა. ყველა ეს დოკუმენტი გადაეცა ვირუმაას მუზეუმს.

სასულიერო პირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდმოწამე ეკატერინეს ეკლესიის გამოსახულება იოჰან კრისტოფ ბროტცეს კოლექციიდან.

ესტონური წარმოშობის პირველი მღვდელი ვირუში გახლდათ დიაკვანი ალექსეი ალიკი, რომელიც მსახურობდა ეკლესიაში 1880–1886  წლებში.

1891 წლიდან 1921 წლამდე ტაძრის წინამძღვარი გახლდათ ნიკოლაი პროტოპოპოვი, რომელიც მსახურობდა 1870 წლიდან.

1904 წლიდან 1931 წლამდე მღვდელი იყო იოან სეპი, რომელიც მოგვიანებით მღვდელმთავრად დააწინაურეს. 1916 წელს ტაძარში მსახურობდა დიაკვანი იოან რენდვერი, რომელიც 1922 წელს გახდა მღვდელი და მსახურობდა 1976 წლამდე. მოხუც მღვდელს ეხმარებოდნენ დიაკვანი სიმეონ აიმი და კისტერი ავგუსტ ივა. 1976 წელს მღვდელმთავრი გახდა იღუმენი ანტონი (კასეკიული), რომლის ინიციატივითაც ტაძარში პირველი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა  —  გამოიცვალა სახურავი და იატაკი, შეილესა, ეკლესია მოიხატა შიგნიდანაც და გარედანაც;  ხარჯი დიდი იყო. რეაბილიტაცია სულ შვიდი წელი გაგრძელდა. 1991 წლის 18 ნოემბერს რაფაელ ჰინრიკუსი გახდა მრევლის მღვდელი. ამჟამად ამ თანამდებობას იკავებს შტეფან ფრეიმანი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]