ანასტასია ვირსალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვირსალაძე, ანასტასია)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვირსალაძე.

ანასტასია დავითის ასული ვირსალაძე (ქალიშვილობის გვარია აბდუშელიშვილი; დ. 11 ნოემბერი [ძვ. სტ. 29 ოქტომბერი], 1883, ქუთაისი — გ. 5 სექტემბერი, 1968, თბილისი) — ქართველი პიანისტი და პედაგოგი, ქართული პიანისტური (საშემსრულებლო და პედაგოგიური) სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1960).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1909 წელს წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია. პროფესორ ა. ესიპოვას ხელმძღვანელობით (პირველი ქართველი მუსიკოსი ქალი, რომელმაც მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება). 1921–1968 პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (1923-მდე თბილისის მეორე კონსერვატორიაში). 1932-იდან — პროფესორი, მრავალი წლის მანძილზე კათედრის გამგე. 1926 წელს შემოქმედებითი მივლინებით იყო ბერლინში. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. იყო პიანისტების II (1935) და III (1937) საკავშირო კონკურსების ჟიურის წევრი. კონსერვატორიასთან „ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფის“ დაარსებიდან (1934, 1938-იდან – ცენტრალური მუსიკალური ათწლედი) მისი პროფესორია. აღზარდა 100-ზე მეტი მოწაფე (მათ შორის დ. ბაშკიროვი, ელისო ვირსალაძე, ლ. ვლასენკო). შექმნა საფორტეპიანო სკოლა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტილის ფაქიზი შეგრძნება, დახვეწილი გემოვნება, ბგერის მაღალი კულტურა. ვირსალაძე ავტორია მთელი რიგი მეთოდოლოგიური ხასიათის წერილებისა და მოგონებებისა მისი მასწავლებლის ა. ესიპოვას შესახებ.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტორაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 418, თბ., 1979 წელი.
  • ბაშკიროვი დ., ვლასენკო ლ. , ვირსალაძე ე., მოგონებები ა. ვირსალაძეზე, «საბჭოთა ხელოვნება», 1974, № 3;
  • ტორაძე გ., ანასტასია ვირსალაძე, იქვე, 1977, № 3;
  • მისივე ა. ვირსალაძის პიანისტური სკოლა, იქვე, 1979, № 3;
  • Башкиров Д. , О моем первом профессоре, «Советская музыка», 1977, № 3;
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, "მამულიშვილთა სავანე", გვ. 25, თბ., 1994