ვირგილიუს შანცერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვირგილიუს შანცერი (დ. 21 სექტემბერი, 1867, ოდესა — გ. 29 იანვარი, 1911, მოსკოვი) — რუსეთის რევოლუციის მოღვაწე, პარტიული ფსევდონიმი „მარატი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1899 წელს დაამთავრა იურიევის უნივერსიტეტი, სადაც მონაწილეობდა სტუდენტთა სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1901 წლიდან ეწეოდა პარტიულ მუშაობას მოსკოვში. 1903 წელს რსდმპ-ის ყრილობის შემდეგ გახდა ბოლშევიკი. 1904 წელს იყო რსდმპ-ის მოსკოვის კომიტეტის წევრი, შემდეგ ხელმძღვანელი. იყო 1905 წლის რევოლუციის დროს დეკემბრის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. არაერთხელ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. 1906 წელს იყო ომსკის, შემდეგ პეტერბურგის კომიტეტის წევრი. 1908 წელს გაიქცა გადასახლებიდა საზღვაგრეთ. შევიდა პოლიტიკურ ჯგუფ „ვპერიოდში“. 1910 წელს ავადმყოფი დაბრუნდა რუსეთში და მალე გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]