ვიოლანტე არაგონელი (1273-1302)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიოლანტე არაგონელი
წოდებები
კალაბრიის ჰერცოგინია
დაიბადა 1273
გარდაიცვალა აგვისტო, 1302, (28-29 წლის)
საგვარეულო ბარსელონელები
მეუღლე(ები) რობერტო ანჟუელი
(ქ. 1297)
შვილ(ებ)ი კარლო, კალაბრიის ჰერცოგინია
მამა პედრო III, არაგონის მეფე
დედა კონსტანცია სიცილიელი
რელიგია კათოლიციზმი

ვიოლანტე არაგონელი (ესპ. Violante de Aragón; დ. 1273 ― გ. აგვისტო, 1302) ― ბარსელონის დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის მეფე პედრო III-ის ასული. კალაბრიის ჰერცოგინია, როგორც რობერტო ანჟუელის მეუღლე. ნეაპოლის დედოფალ ჯოვანა I-ის ბებია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიოლანტე დაიბადა 1273 წელს. იგი იყო არაგონის მეფე პედრო III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კონსტანცია სიცილიელის შუათანა ქალიშვილი. მისი ბავშვობის შესახებ ცნობები ფაქტობრივად არ არსებობს.

1297 წლის 23 მარტს რომში იგი დააქორწინეს ნეაპოლის მეფე კარლო II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია უნგრელის ვაჟზე, კალაბრიის ჰერცოგ რობერტო ანჟუელზე, რომელიც ტახტის პირველი მემკვიდრე იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ პოლიტიკურ თამაშში ვიოლანტე უბრალო გაცვლის ობიექტს წარმოადგენდა, რომლის სანაცვლოდაც მისმა ძმამ, მეფე ხაიმე II-მ ცოლად კარლო II-ის ასული, ბლანკა შეირთო ცოლად, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა არაგონ-ნეაპოლის დაზავება და სიცილიისათვის ატეხილი ომის დასრულება.

ქორწინების შემდეგ ვიოლანტე ნეაპოლში დიდი ესკორტით შევიდა, რამონ ბერენგარ ანდრიელის ხელმძღვანელობით.

ვიოლანტესა და რობერტოს ქორწინებაში სულ ორი ვაჟი შეეძინათ:

  1. კარლო (1298-1328), კალაბრიის ჰერცოგი. ცოლად შეირთო კათარინა ჰაბსბურგი, თუმცა მისი დაღუპვის შემდეგ იქორწინა მარი დე ვალუაზე, რომელთანაც შეეძინა ნეაპოლის მომავალი დედოფალი ჯოვანა I;
  2. ლუიჯი (1301-1310), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ვიოლანტე არაგონელი გარდაიცვალა მეორე ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე თვეში, 1302 წლის აგვისტოში. მის შემდეგ მისმა ქმარმა ცოლად პრინცესა სანჩია მაიორკელი შეირთო, თუმცა მასთან შვილები აღარ ჰყოლია. ვიოლანტეს გარდაცვალებიდან შვიდ წელიწადში რობერტო ნეაპოლის მეფე გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pietro III d'Aragona genealogie mittelalter Archiviato il 13 aprile 2009.
  • Roberto d'Angiò genealogie mittelalter Archiviato il 23 dicembre 2007.