ვინ მინი
| ვინ მინი | |
| მიანმარის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 30 მარტი 2018 – 1 თებერვალი 2021 | |
| წინამორბედი | ჰტინ კიაო |
| მემკვიდრე | მინტ შვე |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 თებერვალი 2016 – 21 მარტი 2018 | |
| წინამორბედი | შვე მანი |
| მემკვიდრე | ტ ხუნ მიატი |
ვინ მინი (ბირმულად: ဝင်းမြင့် ; დ. 8 ნოემბერი, 1951) — ბირმელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. მიანმარის მეათე პრეზიდენტი 2018 წლიდან 2021 წლამდე,[1] სანამ 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად თანამდებობიდან არ გადააყენეს. ვინ მინს მიიჩნევდნენ აუნ სან სუ ჩის მნიშვნელოვან მოკავშირედ.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვინ მინი დაიბადა სოფელ ნიაუნგ ჩაუნგში , დანუბიუში, აიეიარვადის რეგიონში. დაამთავრა რანგუნის ხელოვნებისა და მეცნიერების უნივერსიტეტი გეოლოგიის სპეციალობით და მიიღო ბაკალავრის ხარისხი.ვინ მინი დაქორწინებულია ჩო ჩოზე. ცოლ-ქმარს ჰყავს ერთი ქალიშვილი.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1988 წლის აჯანყება და 1990 წლის არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ,1981 წელს ვინ მინი გახდა უმაღლესი სასამართლოს უფროსი იურისტი და შემდგომ, მიანმარის უზენაესი სასამართლოს იურისტი. 1985 წელს გახდა უმაღლესი სასამართლოს ადვოკატი. დააპატიმრეს აჯანყება 8888-ში მონაწილეობისთვის.[2]
ციხიდან გამოსვლის შემდეგ,იმონაწილევა 1990 წლის მიანმარის საყოველთაო არჩევნებში, რომელიც სამხედროებმა მოგვიანებით გააუქმეს. ითვლებოდა წარმატებულ კანდიდატად და მოიპოვა ხმათა უმრავლესობა. გაიმარჯვა 20,388 ხმით (ხმების 56%), მაგრამ არასოდეს მიეცა უფლება დაეკავებინა თავისი ადგილი.[3]
2012 წლის შუალედური არჩევნები და 2015 წლის არჩევნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წელს ვინ მინი დაუბრუნდა პოლიტიკურ მოღვაწეობას.იმონაწილევა მიანმარის არჩევნებში და გახდა პარლამენტის კანონის უზენაესობის კომიტეტის მდივანი. 2016-დან 2018 წლამდე კი იყო მიანმარის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი.
პრეზიდენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიანმარის პრეზიდენტის, ჰტინ ჩოს გადადგომის შემდეგ, 2018 წლის 21 მარტს ვინ მინი გადადგა სპიკერის თანამდებობიდან , რაც ბევრმა განიხილა როგორც ვინ მინის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისთვის მზადება. ვინ მინი ჩაანაცვლა მისმა მოადგილემ ტი ხუნ მიატმა.
2018 წლის 23 მარტს პიითუ ჰლუტომ დაადასტურა ვინ მინის გამარჯვება ვიცე-პრეზიდენტად, რამაც ვინ მინს საშუალება მისცა, რომ ემონაწილევა მიანმარის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში.
ვინ მინი აირჩიეს მიანმარის მე-10 პრეზიდენტად პიიდაუნგსუ ჰლუტოს (ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის ერთობლივი სხდომის) მიერ 2018 წლის 28 მარტს, 636 კანონმდებლიდან 403-ის ხმით.[4]</ref> Win Myint was elected as the 10th President of Myanmar by the Pyidaungsu Hluttaw (a combined meeting of the two houses of the national legislature) on 28 March 2018, with 403 out of 636 lawmakers voting for him.[5]
2018 წლის 17 აპრილს ვინ მინმა შეიწყალა 8,500 პატიმარი, მათ შორის 51 უცხოელი და 36 პოლიტიკურ პატიმარი.[6]
2021 წლის სამხედრო გადატრიალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წლის 1 თებერვალს, სამხედრო გადატრიალების დროს, ვინ მინი დააკავეს პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად, მათ შორის სახელმწიფო მრჩეველთან და პარტიის ლიდერთან, აუნ სან სუ ჩისთან ერთად, ნაიფიიდოში. ვინ მინი გადააყენეს თანამდებობიდან და მისი ადგილი შეცვალა ვიცე-პრეზიდენტმა მიინტ შვემ, როგორც სახელმწიფოს მოქმედმა ხელმძღვანელმა.
მოგვიანებით, 2021 წლის 4 თებერვალს, ვინ მინს წარუდგინეს ბრალდება COVID-19 პანდემიის დროს შეკრებების აკრძალვის წესების დარღვევისთვის.[7] სასამართლო სხდომები დაიწყო 16 თებერვალს. 11 ოქტომბერს ნაიფიიდოს მოსამართლემ ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება ვინ მინსს კატასტროფების მართვის კანონის 25-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმუმ სამწლიან პატიმრობას. 12 ოქტომბერს ვინ მინის ჩვენების დროს, მან გამოავლინა, რომ 1 თებერვალს, გადატრიალებამდე, ორმა უფროსმა სამხედრო გენერალმა სცადა იძულებით გადაეყენებინა იგი თანამდებობიდან, "ავადმყოფობის" საბაბით.[8]
2021 წლის 6 დეკემბერს ვინ მინი და სუ ჩი ორივე დააჯარიმეს 4 წლით პატიმრობაზე.[9]
2024 წლის 16 აპრილს სამხედროებმა განაცხადეს, რომ ვინ მინი გადაიყვანეს საოჯახო პატიმრობაში ცხელი ტალღის გამო. თუმცა, დემოკრატიის მომხრე გამოცემები, როგორიცაა The Irrawaddy, აცხადებენ, რომ განცხადების დასადასტურებლად მცირე მტკიცებულება არსებობს.
- ↑ „Myanmar's Aung San Suu Kyi 'detained by military', NLD party says“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 February 2021. ციტირების თარიღი: 31 January 2021.
- ↑ Mang, Lun Min (29 January 2016). „Meet the Speakers“. The Myanmar Times (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 March 2018. ციტირების თარიღი: 31 March 2018.
- ↑ CRPP Notification 38 (translation). ციტირების თარიღი: 31 March 2018
- ↑ Lynn, Nyan Hlaing (23 March 2018). „Parliament elects U Win Myint as Vice President, ahead of presidential vote next week“. Frontier Myanmar (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 June 2018. ციტირების თარიღი: 31 March 2018.
- ↑ „Myanmar elects Win Myint as new president“. Deutsche Welle (ინგლისური). 28 March 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 March 2018. ციტირების თარიღი: 31 March 2018.
- ↑ „Myanmar's President Grants Amnesty to 8,500 Prisoners“. VOA (ინგლისური). 17 April 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 September 2019. ციტირების თარიღი: 22 April 2018.
- ↑ Judge indicts Suu Kyi and Win Myint for alleged breach of Covid-19 rules en. ციტირების თარიღი: 2021-10-14
- ↑ „Ex-Myanmar president says army tried to force him to cede power hours before coup“. Reuters (ინგლისური). 2021-10-12. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-12. ციტირების თარიღი: 2021-10-14.
- ↑ „Aung San Suu Kyi: Myanmar court sentences ousted leader to four years jail“. BBC News (ინგლისური). 2021-12-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-06.