ვინჩენცო რენიერი
| ვინჩენცო რენიერი | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 30 მარტი, 1606 |
| დაბ. ადგილი | გენუა |
| გარდ. თარიღი | 5 ნოემბერი, 1647 (41 წლის) |
| გარდ. ადგილი | პიზა |
| საქმიანობა | ასტრონომი, მათემატიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
| მუშაობის ადგილი | პიზის უნივერსიტეტი |
ვინჩენცო რენიერი (იტალ. Vincenzo Renieri; დ. 30 მარტი, 1606, გენუა — გ. 5 ნოემბერი, 1647, პიზა) — იტალიელი მათემატიკოსი და ასტრონომი. იგი იყო გალილეო გალილეის მეგობარი და მოწაფე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა გენუაში და ოლივეტანის ორდენის წევრი იყო. 1623 წელს მისმა ორდენმა იგი რომში გაგზავნა. 1633 წელს სიენაში გალილეოს შეხვდა. გალილეომ რენიერის სთხოვა, განეახლებინა და გაეუმჯობესებინა იუპიტერის თანამგზავრების მოძრაობის შესახებ შედგენილი ასტრონომიული ცხრილები, გადაეხედა ეს ცხრილები ამ თანამგზავრების პოზიციების პროგნოზირებისთვის.
რენიერის ნაშრომმა ის არჩეტრიში მიიყვანა, სადაც ვინჩენცო ვივიანის დაუმეგობრდა. რენიერის იგივე კვლევითი სულისკვეთება და დებატების სიყვარული ჰქონდა, როგორც მის მენტორს. 1641 წლის 5 თებერვალს რენიერიმ პიზადან გალილეოს მისწერა: „ხშირად მე ომში ვარ მოგზაურ ბატონებთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვამჩნევ, რომ ყველაზე მსუქნები, რომლებსაც უმეცრება აქვთ, ყველაზე ნაკლებად აფასებენ შენს ღირებულებას და ახლახან ერთ-ერთი მათგანის თავი კარგად გავხეხე“. (დრეიკი, გვ. 413-4)
რენიერი დინო პერის გარდაცვალების შემდეგ პიზის უნივერსიტეტში მათემატიკის პროფესორი გახდა. ის იქ ბერძნულ ენასაც ასწავლიდა. მისი ასტრონომიული ნაშრომი შედგებოდა გალილეოს ნაშრომებთან იუპიტერის თანამგზავრების ახალი დაკვირვებების დამატებაში. გარკვეულწილად, რენიერიმ გააუმჯობესა გალილეისეული ცხრილები ამ თანამგზავრების მოძრაობის შესახებ. გარდაცვალებამდე გალილეომ გადაწყვიტა, რომ მისი დაკვირვებებისა და გამოთვლების შემცველი ყველა ნაშრომი რენიერის ხელში გადაეცა. რენიერის უნდა დაესრულებინა და გადაეხედა ისინი.
რენიერის მიერ იუპიტერის თანამგზავრების დაკვირვებები გამოუქვეყნებელი დარჩა მისი ნაადრევი გარდაცვალების გამო, 1647 წელს პიზაში. მათემატიკის კათედრაზე ის ფამიანო მიქელინიმ (დაახლ. 1600-1666) შეცვალა.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Expugnata Hierusalem, poema, Publisher: Maceratae, Apud Petrum Salvionum (1628) [1][მუდმივი მკვდარი ბმული]
- Tabulae mediceae secundorum mobilium universales quibus per unicum prosthaphaereseon orbis canonem planetarum calculus exhibetur. Non solum tychonicè iuxta Rudolphinas Danicas & Lansbergianas, sed etiam iuxta Prutenicas Alphonsinas & Ptolemaicas, Publisher: Florentiae, typis nouis Amatoris Massae & Laurentij de Landis (1639) [2] დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine.
- (1639) Tabulae Mediceae secundorum mobilium uniuersales (la). Firenze: Amadore Massi & Lorenzo Landi.
- Tabulæ motuum cælestium universales : serenissimi magni ducis etruriæ Ferdinandi II. auspicijs primo editæ, & Mediceæ nuncupati, nunc vero auctæ, recognitæ, atque... Bernardini Fernandez de Velasco... iussu, ac sumptibus recusæ...Publisher: Florentiæ : typis Amatoris Massæ Foroliuien., 1647 [3] დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის საპატივცემულოდ მთვარის ერთ-ერთ კარტერს ეწოდა რეინერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Drake, Stillman, Galileo at Work: His Scientific Biography (Chicago: University of Chicago Press, 1978), 464. ISBN 0-226-16226-5
- Fahie, J.J., Galileo: His Life and Work (London: John Murray, 1903), 374-5. - Google Books
- A Selection from Italian Prose Writers: with a double translation: for the use of students of the Italian language on the Hamiltonian system, London, Hunt and Clark, 1828 - Google Books. Letters of Galileo to Renieri: pp. 142–147 (no images for remainder of letter), and pp. 242–253 (no images pp, 246-250).