შინაარსზე გადასვლა

ვინჩენცო ნიბალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვინჩენცო ნიბალი

ვინჩენცო ნიბალი (დ. 14 ნოემბერი, 1984) — იტალიელი ყოფილი პროფესიონალი ველოსიპედისტი, რომელიც პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობდა 2005 წლიდან 2022 წლამდე. ის იმ შვიდი ველოსიპედისტიდან ერთ-ერთია, რომლებმაც კარიერაში მოიგეს ველოსპორტის სამივე გრან ტური - 2010 წლის ვუელტა ა ესპანია, 2013 და 2016 წლების ჯირო დ’იტალია და 2014 წლის ტურ დე ფრანსი.

ვინჩენცო ნიბალი 2012 წლის ტურ დე ფრანსზე

ნიბალი დაიბადა მესინის სრუტის მახლობლად, რის გამოც მისი მეტსახელია „სრუტის ზვიგენი“, „მესინას ზვიგენი “ ან უბრალოდ „ზვიგენი“.[1][2] მისი პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება 2006 წლის გრან პრი დასავლეთ საფრანგეთზე, UCI ProTour-ის ღონისძიებაზე შედგა. თუმცა, ექსპერტები, როგორიცაა მიშელ ბარტოლი, ამბობენ, რომ ნიბალი ყველაზე მეტად შეეფერება მრავალეტაპიან რბოლებში მონაწილეობის მიღებას.[3] ის არის ძალიან ნიჭიერი სპორტსმენი, გამოირჩევა დაღმართებზე სვლაში და აღმართის დაძლევაში. ნიბალი უნივერსალურ მრბოლელს წარმოადგენს და ითვლება თავისი ეპოქის ერთ-ერთ უძლიერეს ეტაპობრივ რბოლაში მონაწილე მრბოლელად, რომელმაც მოიგო ტირენო-ადრიატიკო (2012 და 2013), ჯირო დელ ტრენტინო (2008 და 2013) და 2016 წლის ომანის ტური.

ნიბალი ყველაზე მეტად ცნობილია გრანდ ტურებზე გამოსვლით - თერთმეტჯერ პოდიუმზე ასვლით - თუმცა, მან ასევე დაამტკიცა, რომ ძლიერი კანდიდატია კლასიკურ ველორბოლაშიც, მოიგო რა 2014 და 2015 წლების იტალიის ეროვნული საგზაო რბოლის ჩემპიონატი, 2006 წლის დასავლეთ საფრანგეთის გრან პრი და საგზაო ველორბოლის სამი „მონუმენტი“: 2015 და 2017 წლებში ჯირო დი ლომბარდია და 2018 წლის მილანი-სან რემო. მან ასევე მოიპოვა პოდიუმები ლიეჟ-ბასტონ-ლიეჟსა და მილანი-სან-რემოს წინა რბოლებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 32nd Giro del Trentino, Stage 3 – 24 April: Torri del Benaco – Folgaria, 173 km. cyclingnews.com (24 April 2008). ციტირების თარიღი: 2010-09-18
  2. The Daily Peloton: 10th Coppi & Bartali Week – Stage Three. dailypeloton.com (27 March 2008). ციტირების თარიღი: 2010-09-18
  3. Bartoli holds court on the Classics. cyclingnews.com (18 March 2009). ციტირების თარიღი: 2010-09-18