ვინი პუჰი (1969 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვინი პუჰი (მრავალმნიშვნელოვანი).
„ვინი პუჰი“
ფილმის ტიპი ნახატი ფილმი
რეჟისორი თედორე ხიტრუკი
ნაწარმოები ალან მილნი
მთხრობელი ვლადიმერ ოსენევი
კომპოზიტორი მოსე ვაინბერგი
სტუდია სოიუზმულტფილმი
პრემიერა 1969
ქვეყანა სსრკ
ენა რუსული

ვინი პუჰი (რუს. Винни-Пух) — პირველი საბჭოთა ანიმაციური ფილმი ალან მილნის მიერ გამოგონილი ვინი პუჰის შესახებ.

ასევე მოჰყვა ორი ფილმი — „ვინი პუჰი სტუმრად მიდის“ და „ვინი პუჰი და საზრუნავის დღე“.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თედორე ხიტრუკი, ფილმის რეჟისორი, იხსენებდა, რომ მთავარი პერსონაჟების გასახმოვანებლად მსახიობთა შერჩევისას პრობლემები შეიქმნა.

მრავალი მცდელობის შემდეგ სცადეს მსახიობ ევგენი ლეონოვის ხმის ჩაწერა, მაგრამ მისი ხმა ზედმეტად ბოხი იყო. ხმის ოპერატორის ინიციატივით ფირის სწრაფი გადახვევით მოხდა ხმის აჩქარება. შედეგი იდეალურად მოერგო პერსონაჟს. ამიტომ იგივე ხერხი გამოიყენეს სხვა პერსონაჟების შემთხვევაშიც.

მსახიობ ია სავინას (გოჭუნა) აღიარებით, პერსონაჟის გახმოვანებისას იგი ცდილობდა ბელა ახმადულინას პაროდირებას - კერძოდ, მისი პერსონაჟის განსახიერებას ერთ-ერთი ფილმიდან.

ვიზუალური მხარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის მხატვრული გადაწყვეტა აერთიანებს ’ბავშვური’ ტიპის ფონების ნახატებს და თავისი დროისათვის ფერთა ნოვატორულ ცვლილებას პერსონაჟთა ნახატებში (რაც მეორე სერიაში უკვე აღარ გამოიყენებოდა). მოქმედება მიმდინარეობს სიბრტყეზე, როგორც ხშირად ხდება ხიტრუკის ფილმებში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]