ვინი მანდელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვინი მანდელა
Winnie Mandela.jpg
ვინი მადიკიზელა-მანდელა
დაბადების თარიღი 26 სექტემბერი, 1936
ბიზანა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 2 აპრილი, 2018 (81 წლის)
იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
მოქალაქეობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
განათლება სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტი ვიტვატვენსრადა
საქმიანობა პოლიტიკოსი
პარტია აფრიკის ეროვნული კონგრესი
მეუღლე(ები) ნელსონ მანდელა (1958-1996)
შვილ(ებ)ი

ზენანი (დ.1959)

ზინჯი (დ. 1960)
ჯილდოები გაეროს პრემია ადამიანის უფლებათა დაცვისატვის (1988); რობერტ კენედის სახელობის პრემია (1985)

ვინი მანდელა (დაბ.Nomzamo Winfreda Madikizela;  დ.  26 სექტემბერი 1936, ბიზანა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 2 აპრილი 2018, იოჰანესბურგი) —სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი, რომელსაც არაერთი სამთავრობო თანამდებობა ეკავა, ხელმძღვანელობდა აფრიკის ქალთა ეროვნულ კონგრესის (ANC) ლიგას  და იყო ეროვნული აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.  პოპულარობით სარგებლობდა მის მომხრეებს შორის, რომლებიც მას "ერის დედას"[1] უწოდებდნენ, ხოლო ოპონენტები გმობდნენ ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. 2009 წლის მარტში, დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ ვინი მანდელა, რომელიც არჩეულ იქნა კანდიდატად  აფრიკის ქალთა ეროვნულ კონგრესიდან (ANC), 2009 წლის აპრილში შეიძლება დაშვებულიყო  საყოველთაო არჩევნებზე,  კრიმინალური წარსულის მიუხედავად.[2][3]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნელსონ მანდელა, მოზამბიკელი სკულპტორი ალბერტო ჩისანო ქალიშვილთან ერთად, ვინი მანდელა

ბავშვობაში ის მკაცრ პირობებშიიზრდებოდა, დედა ადრე დაკარგა. ცხრა წლის გოგონა იძულებული იყო სამითვის ძაზე ეზრუნა.[4] ჩვიდმეტი წლის ასაკში იგი იოჰანესბურგში წავიდა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. იოჰანესბურგში იგი დაუახლოვდა ტროცკისტულ პოლიტიკურ ჯგუფს. ვინიმ დაამთავრა სოციალური უზრუნველყოფის მუშაკთა სკოლა და მიიღო სამუშაო საავადმყოფოში. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო გაჭირვებული ადამიანების დახმარებასთან.

1957 წელს იგი შეხვდა ნელსონ მანდელას, იურისტს და ანტი-აპართეიდის მოძრაობის აქტივისტს . ისინი დაქორწინდნენ 1958 წელს და შეეძინათ ორი შვილი, ზენანი (1959) და ზინჯი (1960). მათი ქორწინება 1996 წლამდე გაგრძელდა.[5][6]

აპართეიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინი მანდელა-1996 წელი

ვინი მანდელა გახდა თეთრი მთავრობის მთავარი მოწინააღმდეგე ქმრის ხანგრძლივი პატიმრობის განმავლობაში (1963 წლის აგვისტო - 1990 წლის თებერვალი). ამ წლების უმეტესობა მან გაატარა ფრი-სტეიტში (სამხრეთ აფრიკის პროვინცია), ქალაქ ბრენტფორტში. მას აკრძალული ჰქონდა ამ კვაზი-სახელმწიფოს დატოვება. მხოლოდ ერთხელ  მისცეს ნებართვა, რომ მეუღლე მოენახულებინა  ციხეში რობენის კუნძულზე. 1969 წლიდან მან წელიწადნახევარი გაატარა პრეტორიის ცენტრალური ციხის იზოლატორებში.[7]

პრობლემები სამართალდამცავებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინიმ 1980-იან წლებში უეთვალყურეოდ დარჩენილ ბავშვთა აღზრდის საბაბით იოჰანესბურგის შავკანიანი მოსახლეობით დასახლებულ გარეუბანში ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი. როგორც აღმოჩნდა  „საფეხბურთო გუნდი“ იყო  ერთგვარი  ბანდა, რომელიც „ერის დედის“ მცველის ფუნქციას ასრულებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვინი განმათავისუფლებელი მოძრაობის თოთხმეტი წლის აქტივისტის სტომპი მოეკეტსის სასტიკი მკვლელობის თანამონაწილე იყო, რომელიც მკაცრად დასაჯეს „ღალატის“ გამო.[8]

მოზარდის მკვლელობა საკუთარ თავზე აიღო ე.წ. საფეხბურთო კლუბის „მწვრთნელმა“ ჯონსონმა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ვინის სახლში მოხდა, მან მოახერხა მხოლოდ ჯარიმით დაეღწია თავი. თუმცა 1997  წელს საქმე განახლდა, ვინაიდან ინგლისში გამოქვეყნდა ერთ-ერთი ფეხბურთელის ჩვენება. თვითმხილვევი ირწმუნებოდა, რომ ვინიმ თავად მიაყენა დანით ორი დარტყმა მოზარდს. [9]

2003 წლის 24 აპრილს ვინი მანდელა დამნაშავედ ცნეს რამდენიმე პუნქტით, მათ შორის თაღლითობისა და ქურდობისათვის და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.[10][11]

გასამართლებიდან მალევე მან დატოვა ყველა ხელმძღვანელი თანამდებობა. მათ შორის, ადგილი პარლამენტში და აფრიკის ქალთა ეროვნული კონგრესის ( ANC) ლიგის პრეზიდენტის პოსტი.[12]

2004 წლის ივლისში პრეტორიის უმაღლესმა სასამართლომ შეცვალა განაჩენი და მიუსაჯა ვინი მანდელას თავისუფლების აღკვეთა სამი წლითა და ექვსი თვით პირობითი სასჯელი.[13]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდაიცვალა 2018 წლის 2 აპრილს იოჰანესბურგში. 81 წლის ასაკში.[14]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "From 'Mother of the Nation' to 'mugger': The turbulent life of South Africa's Winnie Mandela". The Independent. 2 April 2018.
  2. Madikizela-Mandela profile. Sahistory.org.za. Retrieved 30 May 2011.
  3. Preez Bezdrob, Anné Mariè (2015). Winnie Mandela: A Life. South Africa: Penguin Random House. ISBN 978-1868729265.[მკვდარი ბმული]
  4. "Winnie was born Mpondo princess from an important Eastern Cape family". 702.
  5. "Opinion – The conscience of a nation that has forgotten apartheid". The Mercury.
  6. Smith, David (6 December 2013). "Nelson and Winnie Mandela's marriage ended, but the bond was never broken". The Guardian.
  7. "We both loved Winnie, Nelson Mandela and I". Toronto Star.
  8. Wet, Phillip De. "Bodies probably won't bury Winnie". mg.co.za.
  9. Malone, Andrew (27 April 2003). "Rough justice for Winnie's victims". the Guardian.
  10. Butcher, Tim (25 April 2003). "Winnie Mandela given five-year jail sentence". The Telegraph – via www.telegraph.co.uk.
  11. Quintal, Angela. "Winnie found guilty by ethics committee". Mail and Guardian.
  12. "Winnie Mandela resigns ANC posts". CNN. 25 April 2003.
  13. Cropley, Ed. "Winnie Mandela, tarnished 'Mother' of post-apartheid South Africa". Reuters.
  14. "Anti-apartheid campaigner Winnie Mandela dies, aged 81". Sky News. 2 April 2018.