შინაარსზე გადასვლა

ვინიციის ტრამვაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვინიციის ტრამვაი
ტრამვაის სისტემა
ქვეყანა დროშა: უკრაინა უკრაინა
ქალაქი ვინიცია
სისტემის ტიპი სამგზავრო
გაიხსნა 28 ოქტომბერი 1913
მარშრუტების რაოდენობა 5
მარშრუტების საერთო სიგრძე 42,4 კმ.
ლიანდის სიგანე 1000 მმ.
საკონტაქტო ქსელის ძაბვა 550 ვოლტი
კომპანიის საიტი www.depo.vn.ua
ვინიციის ტრამვაის სქემა (2014)
Be 4/6 Mirage

ვინიციის ტრამვაი — ელექტრო ტრამვაის სისტემა უკრაინის ქ. ვინიციაში. მოქმედებს 1913 წლის 28 ოქტომბრიდან. ვინიციის ტრამვაის სისტემა ერთ-ერთი ვიწროლიანდაგიანი ტრამვაის ქსელია უკრაინის ხუთ მსგავს სისტემას შორის, რომლებშიც ლიანდაგის სიგანე 1000 მმ-ია, ესენია: ევპატორიის, ვინიციის, ლვივის და ჟიტომირის და სოფელ მოლოჩნეს ტრამვაის სისტემები.

სულ მოქმედებს 6 მარშრუტი, ხოლო ხაზების სიგრძე 19 კმ-ია. საბჭოთა პერიოდში როცა ქსელი უფრო დიდი იყო, მარშრუტების მაქსიმალური რაოდენობა 9-ს აღწევდა.

მოძრავი შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლამდე ექსპლუატაციაში იყო ჩეხური წარმოების Tatra T4SU და Tatra KT4SU მოდელის ვაგონები. 2011 წელს ქალაქმა ციურიხისგან საჩუქრად მიიღო შვეიცარული წარმოების მეორადი ტრამვაის ვაგონები. ამჟამად ექსპლუატაციაშია 10 სპეციალური და 158 სამგზავრო ვაგონი: Be 4/6 Mirage — 75 ც., Tatra KT4SU — 42 ც., B4 Karpfen — 14 ც., Be 4/4 Karpfen — 12 ც., B4 FFA/SWP — 11 ც., Be 4/6 Mirage Kühe — 3 ც., Tatra T4SU — 1 ც., Gotha T57 — 1 ც..

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]