ვინაია-პიტაკა
იერსახე
ვინაია-პიტაკა — ბუდისტური რელიგური ტექსტების კრებულის, ტრიპიტაკას, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.
დაწერილია პალიზე, ძველ ინდურ სალაპარაკო ენაზე. წარმოადგენს წესებს ბუდისტი ბერებისა და მონაზვნებისთვის მონასტრული ცხოვრების შესახებ. ასევე, ტექსტში ჩამოყალიბებულია რჩევა-დარიგებები ერისკაცებისთვის.
ვინაია-პიტაკაში ყალიბდება 227 წესი ბუდისტი ბერ-მონაზვნებისთვის და 5 წესი ჩვეულებრივი ბუდისტებითვის. ერისკაცებისთვის ეს ხუთი წესი მოიცავს: ზიანის მიყენებისგან, ტყუილის თქმისგან, სხვისი ქონების მითვისებისგან, გრძნობების არასათანადოდ გამოვლენისგან თავის შეკავებასა და ფხიზელი ცნობიერების ქონას.