ვიმინაციუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიმინაციუმი
ლათ. Viminacium

ვიმინაციუმის მოდელი
ვიმინაციუმი — სერბეთი
ვიმინაციუმი
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
კოორდინატები 44.736980° ჩ. გ. 21.225605° ა. გ. / 44.736980° ჩ. გ. 21.225605° ა. გ. / 44.736980; 21.225605
მონაცემები
ტიპი ციხესიმაგრე, რომაული ქალაქისა და თავდაცვითი ნაგებობების ნაზავი
ისტორია
დაარსების დრო 1-ლი საუკუნე

ვიმინაციუმი (ლათ. Viminacium, Viminatium[1][2]) — ძირითადი ქალაქი (პროვინციული დედაქალაქი) და სამხედრო ბანაკი[3] რომის იმპერიის რეგიონ მეზიაში (დღესდღეობით სერბეთის ნაწილი). ის ასევე იყო მეზია სუპერიორის დედაქალაქი[3] 2018 წლის მონაცემებით, არქეოლოგიური ობიექტის მხოლოდ 3-4%-ია შესწავილი.[4]

ობიექტი მდებარეობს აღმოსავლეთ სერბეთის თანამედროვე ქალაქ კოსტოლაციდან 12 კილომეტრის დაშორებით. ქალაქი პირველ საუკუნეში დაარსდა და ნავარაუდევია, რომ ერთ დროს ვიმინაციუმს 400 000 მცხოვრები ჰყავდა.[5] ამავე პერიოდში ის ბალკანეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო. ვიმინაციუმი განადგურდა ჰუნების მიერ V საუკუნეში, მაგრამ მოგვიანებით აღადგინა იუსტინიანე I-მა. VI საუკუნეში სლავების მიგრაციის შედეგად ქალაქი მთლიანად განადგურდა. დღეს არქეოლოგიურ ობიექტს დაახლოებით 450 ჰექტარი უჭირავს.[3] ის მოიცავს ტაძრების, ქუჩების, მოედნების, ამფითეატრების, სასახლეების, იპოდრომების და რომაული აბანოების ნაშთებს.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის იმპერიის მეზია სუპერიორის დედაქალაქის, ვიმინაციუმის ნანგრევები განლაგებულია სოფლებ სტარი კოსტოლაცსა და დრმნოს შორის, ქალაქ კოსტოლაციდან 12 კილომეტრში, და სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიდან დაახლოებით 140 კილომეტრში. ვიმინაციუმი რომის იმპერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ქალაქსა და სამხედრო ბანაკს წარმოადგენდა I-IV საუკუნეებში. მას განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ის რომის იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენდა, ასევე კომუნიკაციურ და კომერციულ ცენტრს. ადგილმდებარეობის, სახმელეთო და სამდინარო გზების გამო, ვიმინაციუმი დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურების შეხვედრის ადგილს წარმოადგენდა.

ლეგიონი შეიძლება აქ უკვე განლაგებულიყო ჯერ კიდევ ავგუსტუსის (ძვ. წ. 27 -ახ. წ. 14) პერიოდში. ახალი წელთაღრიცხვით 33/34 წლებში აშენდა გზა, რომელიც ვიმინაციუმსა და რატარიას აკავშირებდა. კლავდიუსმა (41-54) დაიცვა ვიმინაციუმი, ოესკუსი და ნოვაე.

პირველი ოფიციალურად დადასტურებული ლეგიონი იყო კლავდიუსის VII ლეგიონი (VII Claudia), რომლებიც დალმაციიდან 52 წელს გადავიდნენ.[7]

ვიმინაციუმში რომის VII ლეგიონი განლაგდა დასახლებულ პუნქტთან ახლოს, რის გამოც სამხედრო ბანაკი და დასახლება გაერთიანდა. 117 წელს ადრიანეს დროს ვიმინაციუმმა მიიღო ქალაქის სტატუსი. ბანაკში 6000 ჯარისკაცი იყო განლაგებული, მიმდებარედ კი 30 000-40 000 ადამიანი ცხოვრობდა. III საუკუნის პირველ ნახევარში ქალაქი განვითარების ახალ საფეხურზე იყო, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ამ დროს ვიმინაციუმმა შეიძინა რომაული კოლონიის სტატუსი და ადგილობრივი მონტენების ცირკულირების უფლება. სწორედ ვიმინაციუმში 196 წელს ლუციუს სეპტიმიუს სევერუსმა თავისი ვაჟი კარაკალა „კეისრად“ გამოაცხადა.[6]

სარკოფაგი ვიმინაციუმიდან, რომელიც განთავსებულია პოჟარევაცის ეროვნული მუზეუმის წინ

იმპერატორმა ტრაიანმ (98-117) დაციური ომების პერიოდში სწორედ ვიმინაციუმში ცხოვრობდა. ქალაქი გახდა კოლონია მონეტების მოჭრის პრივილეგიით 239 წელს, გორდიანე III-ის (238-244) მმართველობის პერიოდში. ამავე პერიოდში ვიმინაციუმში განთავსებული იყო რომის VII და IV ლეგიონი.[8]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნავარაუდევია, რომ ქალაქს არსებობის პიკში 400 000 მცხოვრები ჰყავდა.[5] ადამიანების ნაშთები ამტკიცებს იმას, რომ ქალაქში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ცხოვრობდა. სახის რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რამდენიმე თავის ქალას 2018 წლის გამოფენისთვის: „რომაული ლიმესები და ქალაქები სერბეთში“. გამოფენა მოამზადა სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის გალერეამ, არქეოლოგისა და ანთროპოლოგის ილია მიკიჩის ხელმძღვანელებით. ნაშთები აჩვენებს, რომ მოსახლეობა სხვადასხვა ტიპებს მიეკუთვნებოდა, მაგალითად მოსახლეობა იყო ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან, ასევე აფრიკიდან და სკანდინავიიდან. ზოგიერთ სახეს ჩაუტარდა რეკონსტრუქციაც.[9]

მიკიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ძვლებზე დაკვირვების საფუძველზე მიხვდა, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ვიმინაციუმში იყო 35 წელი, ხოლო საშუალო სიმაღლე იყო 165 სმ მამაკაცებში და 155 სმ ქალებში.[9]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • М. Арсенијевић, Два мања налаза римског новца из Народног музеја у Пожаревцу, Viminacivm 12, Пожаревац 2001, 185–201.
  • М. Арсенијевић, Каталог збирке римског царског новца од I до III в. Народног музеја у Пожаревцу, Viminacivm 13–14, Пожаревац 2003, 109–142.
  • М. Арсенијевић, Периоди похрањивања остава римског новца током III века н. е. у Горњој Мезији, Гласник Српског археолошког друштва 20, Београд 2004, 225–234.
  • M. Arsenijević, M. Tapavički-Ilić, S. Redžić, Dva nova tipa reversnih predstava kovnice Nikeje sa nekropole Više grobalja, Arheologija i prirodne nauke 1, Beograd 2006, 107–110.
  • M. Arsenijević, S. Redžić, M. Tapavički-Ilić, Jedan redak primerak kovanja Avgusta Oktavijana pronađen na Viminacijumu, Arheologija i prirodne nauke 2, Beograd 2006, 87–90.
  • I. Bogdanović, Rezultati arheološko-geofizičkih istraživanja na lokalitetu „Kod Koraba“ (istočna nekropola Viminacijuma), Arheologija i prirodne nauke 5 (2009), Beograd 2010, 83–110.
  • Б. Борић-Брешковић, Две оставе бакарног римског новца Виминацијума и Дакије, Зборник Народног музеја XIII-1, 1988, 89–101 и 8 табли.
  • B. Borić-Brešković, Reversne predstave na novcu kolonije Viminacijuma, magistarski rad, Beograd 1971, rukopis.
  • Б. Борић-Брешковић, Новац колоније Виминацијума, Збирка Светозара Ст. Душанића (изд. Народни музеј Београд), Београд 1976.
  • Б. Борић-Брешковић, Реверсне представе на новцу колоније Виминацијума, Зборник Народног музеја XII-1, 1986, 138–142.
  • Б. Борић-Брешковић, Ковање Филипа II у Виминацијуму и проблем VI године виминацијумске ере, Нумизматичар 10, Београд 1987, 24–33.
  • Б. Борић-Брешковић, Aureus Aurelijana (270–275), Римски цaрски градови и палате у Србији (ed. Д. Срејовић), Галерија САНУ, књ. Београд 1993, 363, кат. бр. 163.
  • B. Borić-Brešković, Tokovi srebrnog novca u rimskom i predrimskom periodu, Antičko srebro u Srbiji, Beograd 1994, 33–45.
  • Ђ. Бошковић, Извештај и кратке белешке са путовања, Старинар III, Београд 1931, 188–189.
  • J. Brunšmid, Unedierte Münzen von Dacien und Moesien im kroatischen Nationalmuseum in Agram, Numismatische Zeitschrift XXXV, Wien 1903, 205–220.
  • Д. Ђокић, Д. Јацановић, Топографска грађа Стига, Пожаревац, Viminacivm 7, Пожаревац 1992, 61–110.
  • M. Ђорђевић, Римски камени саркофази из Виминацијума, Viminacivm 4–5/1989–1990, Пожаревац 1990, 133–147.
  • Ј. Драгашевић, Археологијско-географска истраживања, Гласник српског ученог друштва 45, Београд 1877, 19–20.
  • Б. Дрча, Увод у типолошко разврставање бронзаног новца Gloria Romanorvm, Нумизматичар 21/1998, Београд 2000, 32–53.
  • Б. Дрча, Допринос сврставању бронзаног новца валентинијанског периода у његове историјске оквире, Нумизматичар 22–23/1999–2000, Београд 2003, 93–104.
  • Б. Дрча, Сепулкрални налаз посребреног новца Констанција и Констанса из Виминацијума, Нумизматичар 24–25/2001–2002, Београд 2005, 141–142.
  • С. Душанић, Новац колоније Виминацијум и датуми из римске историје средине III века, I. Локална ера Виминацијума (The coins of colonia Viminacium and the dates from the roman history of the middle third century. I The local era of Viminacium), Старинар XII, Београд 1961, 141–143.
  • M. Dušanić, Vojnički poznoantički natpisi sa našeg limesa, magistarski rad, Beograd 1973, rukopis.
  • S. Dušanić, The era of Viminacium, Kovanje i kovnice antičkog i srednjovekovnog novca, Narodni muzej Beograd, Beograd 1976, 53–58.
  • E. Georg, Die Münzprägung von Viminacium und die Zeitrechnung der Provinz Ober-Moesien, Numismatische Zeitschrift 68, Wien 1935, 35–43.
  • Ö. Gohl, Daciai es Moesiai pénzek, Numizmatikai Közlöny V, Budapest 1906, 77.
  • S. Golubović, A Grave in the Shape of a Well from the Necropolis of Viminacium, Archaeologica Bulgarica 3, Sofia 1999, 9–22.
  • С. Голубовић, Обућа из триконхалне гробнице из Виминацијума, Viminacivm 10, Пожаревац 2000, 83–100.
  • С. Голубовић, Прилог проучавању оловних саркофага у Горњој Мезији, Viminacivm 12, Пожаревац 2001, 135–158.
  • S. Golubović, Decorated lead sarcophagi in Moesia Superior, LIMES XVIII, Proceedings of the XVIIIth International Congress of Roman Frontier Studies held in Amman, Jordan (September 2000), BAR International Series 1084 (II) 2002, 629–640.
  • S. Golubović, Jewellery and the Costume Decorations in the Cremation Graves from Viminacium, Anodos, Studies of the Ancient World 3/2003, Trnava 2004, 79–90.
  • S. Golubović, Graves in the Shape of a Well or Sacrificial Pits at Viminacium?, The Lower Danube in Antiquity (VI C BC–VI C AD), International Archaeological Conference 6–7. 10. 2005, Bulgaria-Tutrakan, ed.: Lyudmil F. Vagalinski, Bulgarian Academy of Sciences, National Institute of Archaeology and Museum, Sofia 2007, 121–130.
  • S. Golubović, Grobovi u obliku bunara sa nekropola Viminacijuma, Beograd 2008.
  • S. Golubović, Izveštaj o arheološkim istraživanjima na lokaciji Kod Koraba (Viminacijum), Arheološki pregled 2/3, Beograd 2008, 46–50.
  • S. Golubović, N. Mrđić, S. C. Speal, Killed by an Arrow – Grave 152 from Viminacium, XVI ROMEC (The Roman Military Equipment Conference), Xantener Berichte 16, 2009, 55–63.
  • S. Golubović, M. Korać, Cremation Burials at Viminacium (I–III c. AD.), Funerary Practices in Central and Eastern Europe (10th c BC – 3rd c. AD), Brăila–Braşov 2008, 109–118.
  • V. Ivanišević, Katalog novca sa lokaliteta Svetinja u Kostolcu, Starinar XXXVIII, 1987, 59–63.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Urbes et Loca: Moesia Superior - Moesia Inferior - Dacia
  2. VIMINACIUM დაარქივებული 2017-04-03 საიტზე Wayback Machine. dare.ht.lu.se
  3. 3.0 3.1 3.2 Darko Pejović (23 April 2018). „Srbija leži na turističkoj imperiji“ [Serbia is laying on the touristic empire]. Politika (სერბული). p. 11.
  4. Mirjana Sretenović (25 April 2018). „Istraženo svega 3% Viminacijuma“ [Only 3 % of Viminacium is explored (interview with the Viminacium chief manager Miomir Korać)]. Politika (სერბული). p. 13.
  5. 5.0 5.1 Aleksandar Vasović (31 May 2018). „Serbian archaeologists find sarcophagus with two skeletons and jewellery in ancient city“. Reuters.
  6. 6.0 6.1 Gradimir Aničić (4 June 2018). „Ljubav nastavljena u grobnicama“ [Love continued in tombs]. Politika] (სერბული). pp. 01 & 07.
  7. The Provincial at Rome: And, Rome and the Balkans 80BC–AD14 Google books-ზე
  8. Ancient Coin Collecting IV: Roman Provincial Coins[მკვდარი ბმული] Google Books-ზე
  9. 9.0 9.1 Aleksandra Mijalković (26 August 2018). „И црнац житељ Виминацијума“ [Black man, inhabitant of Viminacium]. Politika-Magazin, No. 1091 (სერბული). pp. 24–25.