ვილჰელმ ჰერმან აბიხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვილჰელმ ჰერმან აბიხი
Otto Wilhelm Hermann von Abich (Alter Fritz).jpg
დაბ. თარიღი 11 დეკემბერი 1806(1806-12-11)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ბერლინი[5] [2] [3] [4]
გარდ. თარიღი 1 ივლისი 1886(1886-07-01)[2] [4] (79 წელი)
გარდ. ადგილი ვენა[5] [2] [3] [4]
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
მუშაობის ადგილი ტარტუს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ჯილდოები კონსტანტინეს მედალი

ვილჰელმ ჰერმან აბიხი (გერმ. Otto Wilhelm Hermann von Abich; დ. 11 დეკემბერი, 1806 — გ. 1 ივლისი, 1886) — გერმანელი გეოლოგი. კავკასიის ცნობილი მკვლევარი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1853), საპატიო წევრი 1866 წლიდან. აბიხი არის აზერბაიჯანის გეოლოგიური შესწავლის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილჰელმ ჰერმან აბიხი დაიბადა ბერლინში 1806 წლის 11 დეკემბერს. აბიხის ბიძა იყო ცნობილი მოგზაური და ლინგვისტი ორიენტალისტი ჰაინრიხ იულიუს ფონ კლაპროთი. აბიხი სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1831 წელს. უნივერსიტეტში ისმენდა ლეოპოლდ ბუხის, ალექსანდერ ჰუმბოლდტის, კარლ რიტერისა და გეორგ ჰეგელის ლექციებს.

1833-1834 წწ. შეისწავლა იტალიის ვულკანები: ეტნა, სტრომბოლი და ვეზუვი. სწავლობდა გეიზერებსაც. 1841 წელს მიიწვიეს დერპტის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტში გეოლოგიის კათედრაზე. 1843 წლიდან დაიწყო მრავალწლიანი გამოკვლევები კავკასიასა და ირანში. 1854 წელს დასახლდა კავკასიაში, სადაც დარჩა 1877 წლამდე. აბიხის შრომები შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს კავკასიის გეოლოგიის შესახებ. აბიხმა შეისწავლა ამ მხარის ცალკეული რეგიონების გეოლოგიური აგებულება, აღწერა სასარგებლო წიაღისეულის (ქვამარილი, მანგანუმი, ნავთობი და სხვა) საბადოები. მისი შრომების ნაწილი მიძღვნილია მიწისძვრების, მყინვარებისა და სხვა საკითხებისადმი. ერთ-ერთმა პირველმა წამოაყენა ქიმიური პრობლემები პეტროგრაფიაში და ხაზი გაუსვა მინდვრის შპატების მნიშვნელობას ვულკანოგენური ქანებისათვის. სრულად აღწერა კავკასიის ფიზიკურ-გეოგრაფიული და გეოლოგიური აგებულება. პირველმა განმარტა მეცნიერულად კავკასიის ოროგრაფიის ხასიათი, მთების აზევების ძირითადი მიმართულებანი, მათი ასაკი, ურთიერთკავშირი. აბიხის შრომებმა დიდად შეუწყო ხელი სამთო საქმის განვითარებას კავკასიაში. 1870-1873 წწ. შეისწავლა სევანის ტბის სამხრეთით მდებარე რეგიონი.

აბიხმა საერთო ჯამში კავკასიაში დაახლოებით 37 წელი იცხოვრა. კავკასიაში ყოფნისას მან გააშუქა სტატიგრაფიული, პალეონტოლოგიური, გეოტექტონიკური, სეისმოლოგიური, გეომოროფლოგიური და გლაციოლოგიური საკითხები. აღწერს ნიადაგების აგებულებას, კავკასიონის ძველსა და თანამედორვე გამყინვარებას და სხვ. გამოიკვლია თრიალეთისა და ქართლის ქედები, კოლხეთის დაბლობი, მდინარეების ენგურისა და ყვირილის ზემოთები. თბილისში ყოფნისას აბიხმა პირველად შეისწავლა თბილისში განლაგებული „არეულშრეებრივი კონგლომერატები“ და თბილისის მინერალური წყლები.

ცხოვრების ბოლო 10 წელი ვენაში გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. მისი სახელობისაა მინერალი აბიხიტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Über Orographie von Daghestan. 1847
  • Geologische Forschungen in den Kaukasischen Ländern, Tl 1—3, W., 1878—87;
  • Geologische Beobachtungen auf Reisen in den Gebirgsländern zwischen Kur und Araxes, Tiflis, 1867;
  • Геология Армянского нагорья. Западная часть. .., [б.м.], 1899.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 29, თბ., 1975 წელი.
  • Богачев В. В., Герман-Вильгельм (Герман Васильевич) Абих, «Тр. Геологич. института Азербайджанского филиала АН СССР», 1939, т. 12/63.
  • Магидович, И. П. и В. И. Магидович, Очерки по истории географических открытий, 3-то изд. в 5 тома, М., 1982-86 г. Т. 4 Географические открытия и исследования нового времени (ХІХ – начало ХХ в.), М., 1985 г., стр. 173-174. Очерки по истории географических открытий, т.4
  • Обяснительный каталогъ библиотеки Его Императорскаго Высочество великаго князя Георгия Александровича въ Абастумане - К.Н.Бегичев 1894

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tu cuñete: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Абих, Герман Вильгельмович // Русский биографический словарь Санкт-Петербург: 1896. — Т. 1. — С. 8–10.
  3. 3.0 3.1 3.2 Абих, Герман Вильгельмович // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСанкт-Петербург: Брокгауз—Ефрон, 1890. — Т. I. — С. 36.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Karl Alfred von Zittel Abich, Hermann // Allgemeine Deutsche Biographie L: 1900. — ტ. 45. — S. 684–686.
  5. 5.0 5.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #116003383 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.