ვილჰელმი (იულიხ-ბერგის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვილჰელმ ფონ იულიხ-ბერგი
Blason Nord-Pas-De-Calais.svg
იულიხის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1475
მმართ. დასასრული: 1511
წინამორბედი: გერჰარდ I
მემკვიდრე: იოჰან III
Wappen Berg.svg
ბერგის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1475
მმართ. დასასრული: 1511
წინამორბედი: გერჰარდ II
მემკვიდრე: იოჰან III
Armoiries Ravensberg.svg
რავენსბერგის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1475
მმართ. დასასრული: 1511
წინამორბედი: გერჰარდ II
მემკვიდრე: იოჰან III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 იანვარი,1454 ან 1455
გარდ. თარიღი: 6 სექტემბერი 1511

ვილჰელმ ფონ იულიხ-ბერგი (გერმ. Wilhelm von Jülich-Berg; დ. 9 იანვარი,1454 ან 1455 — გ. 6 სექტემბერი, 1511) — ბერგისა (ვილჰელმ III-ის სახელით) და იულიხის ჰერცოგი და რავენსბერგის გრაფი (ვილჰელმ IV-ის სახელით) 1475 წლიდან. ჰენგენბახების დინასტიის წარმომადგენელი. ვილჰელმი იყო ჰერცოგ გერჰარდისა და სოფია ფონ საქსენ-ლაუენბურგის შვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო მისი ტიტულები და სამფლობელოები.

ვილჰელმი გარდაიცვალა 1511 წელს და მისი სიკვდილით შეწყდა იულიხის დინასტია. მისი მემკვიდრე გახდა იოჰანი, რომელმაც 1521 წელს ასევე მემკვიდრეობით მიიღო კლევის საჰერცოგო და მარკის საგრაფო.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1472 წელს ვილჰელმი დაქორწინდა გრაფინია ელიზაბეტა ფონ ნასაუ-საარბიუკენზე, თუმცა ის დაახლოებით 1478 წელს გარდაიცვალა.

1481 წელს ვილჰელმი კვლავ დაქორწინდა, ამჯერად უკვე სიბილა ფონ ბრანდენბურგზე. მათ ჰყავდათ ქალიშვილი მარია (1491—1543), რომელიც 1509 წელს გათხოვდა იოჰან III ფონ კლევზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hansjörg Laute: Die Herrn von Berg. Auf den Spuren der Geschichte des Bergischen Landes (1101–1806). Boll, Solingen 1988, ISBN 3-9801918-0-X
  • Wilhelm III.(Herzog von Jülich-Berg).Otto Reinhard Redlich. ADB.