ვილსანდის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვილსანდის ეროვნული პარკი

Vilsandi rahvuspark

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
SoegininaPank062911.jpg
მდებარეობა ესტონეთის დროშა ესტონეთი
კოორდინატები 58°22′43″ ჩ. გ. 21°52′38″ ა. გ. / 58.37861° ჩ. გ. 21.87722° ა. გ. / 58.37861; 21.87722
ფართობი 238 კმ²
დაარსდა 1957

ვილსანდის ეროვნული პარკი (ესტ. Vilsandi rahvuspark) — ეროვნული პარკი ესტონეთში, საარემაას მაზრაში. მოიცავს კუნძულ ვილსანდის ნაწილს, მიმდებარე პატარა კუნძულებს, კუნძულ საარემაას დასავლეთ ნაწილს და ჰარილაიდის ნახევარკუნძულის ნაწილს.

პარკი თავდაპირველად 1910 წელს შეიქმნა როგორც ფრინველთა ნაკრძალი. 1957 წელს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი. მოიცავს საკმაოდ მგრძნობიარე ეკოსისტემას, რადგან ამ ადგილებს გამოიყენებენ გადამფრენი ფრინველები. აბსოლუტურად აკრძალულია ნადირობა. პარკი პოპულარულია როგორც ესტონელ, ისე უცხოელ, განსაკუთრებით ფინელ ტურისტებს შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: