ვილსანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვილსანდი
მშობ. სახელი: ესტ. Vilsandi
Vilsandi merepäästejaama paadikuur 2012.jpg
ვილსანდის საზღვაო სამაშველო სადგური
გეოგრაფია
კოორდინატები 58°23′ ჩ. გ. 21°52′ ა. გ. / 58.383° ჩ. გ. 21.867° ა. გ. / 58.383; 21.867
მაზრა საარემაა
დემოგრაფია
მოსახლეობა 6 ადამიანი (2011)
ვილსანდი — ესტონეთი
ვილსანდი

ვილსანდი (ესტ. Vilsandi) — კუნძული საარემაას მაზრაში, ესტონეთში. მისი ფართობი დაახლოებით 9 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და ის ესტონეთში ყველაზე დასავლეთით მდებარე დასახლებულ კუნძულს წარმოადგენს. იმდებარე წყლები არაღრმა და კლდოვანია. კუნძულ ვილსანდამდე მისვლა მხოლოდ ნავით, საარემაადან ფეხით და სატვირთო მანქანითაა შესაძლებელი, რომელსაც აქვს საჭირო კლირენსი. კუნძულის უდიდესი ნაწილი დღეს ვილსანდის ეროვნული პარკის ნაწილია, რომელიც 1910 წელს ფრინველების ნაკრძალად დაარსდა. ვილსანდზე ხელსაყრელი გარემოა ფრინველების მიგრირებისთვის და გამრავლებისთვის. კუნძულის ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია. ეს ადგილი ძალიან პოპულარულია ტურისტულადაც. მას ხშირად სტუმრობენ ადგილობრივი ესტონელები და ფინელებიც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დროს, 1917 წლის ოქტომბერში, გერმანიამ დაიწყო „ოპერაცია ალბიონის“ განხორციელება, რომლის თანახმადაც საარემაა და ბალტიის ზღვაში მდებარე სხვა კუნძულები 300 გემითა და 25 000 ჯარისკაცით უნდა დაეპყროთ. ამ პერიოდში ესტონეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიას რუსეთი მართავდა და გერმანია ფიქრობდა, რომ კუნძლების დაპყრობით რუსეთს დანებებას აიძულებდა. გერმანელების შეჭრის შესახებ პირველი არტურ ტუმმა შეიტყო, რომელიც ვილსანდის შუქურაზე მუშაობდა.[1][2] 1941 წელს ტუმი რუსებმა დააპატიმრეს და დაადანაშაულეს კონტრრევოლუციური საქმიანობის განხორციელებასა და კაპიტალისტური ქვეყნებისათვის ჯაშუშობაში. მას სტალინისტურ სამუშაო ბანაკში გაგზავნა მიესაჯა, სადაც 1942 წელს გარდაიცვალა.

ვილსანდის ერთ-ერთი მკვიდრი იყო იაენ ტეარი, რომელიც ცნობილი მეზღვაური და გემთმშენებელი იყო, ასევე კუნძულის უდიდესი გემთმფლობელი. ის 1925 წლმადე, გარდაცვალებამდე საზღვაო სამაშველო სადგურში მუშაობდა.

ვილსანდელთა შორის ცნობილია 16 გემის კაპიტანი ან ოსტატი მეზღვაური. ასეთ კაპიტნებს შორისაა პიტერ მენდერი, იოჰან კალმარი, სიიმ როოსი და იოჰანეს მონდერი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე კალმარი, მენდერი და როოსი მუშაობდნენ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში და ჩინეთში და 1930 წელს ესტონური საზღვაო ფირმა Merilaid & Co. დააარსეს.[3][4]

„ვილსანდის ლანდშაფტი“, ესტონელი მხატვრის, კონრად მიაგის ნამუშევარი

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1944 წლის 19 სექტემბერს ვილსანდის 155 მცხოვრებიდან 40 ნავით გაიქცა შვედეთში, რათა თავიდან აეცილებინათ კრიგსმარინეს ბლოკადა. ჩანაწერების თანახმად, 1944 წელს, ომის დროს, ვილსანდიდან 96 ადამიანი გაიქცა, 1956 წელს კი კუნძული კიდევ რამდენიმე ადამიანმა დატოვა. 1959 წელს ვილსანდზე მხოლოდ 46 ადამიანიღა დარჩა. იმ ადამიანებიდან, რომლებიც რუსებს გაექცნენ თავი ძირითადად შვედეთს შეაფარეს. მათი ნაწილი დასახლდა კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა ვილსანდის მიმდებარე კუნძულები ეროვნული უსაფრთხოების მიზნით საზოგადოებისთვის დახურულ ზონებად გამოაცხადა.

თანამედროვეობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში კუნძლი ვილსანდი ესტონეთის ეროვნული პარკის ნაწილი გახდა. კუნძლის ტერიტორიაზე მუდმივად მხოლოდ რამდენიმე ადამიანიღა ცხოვრობს. ზაფხულის თვეებში ვილსანდს მრავალი ტურისტი სტუმრობს, რომელთა ნაწილიც კაიაკით ათვალიერებს ვილსანდის ეროვნული პარკში შემავალ ასამდე მცირე ზომის კუნძულს. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და მათ შორის ვილსანდზე მრავალი ფრინველი ცხოვრობს და მიგრირებს. კუნძულზე ბინადრობს ბალტიის ზღვის სანაპიროსათვის დამახასიათებელი გრძელდინგა სელაპი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტონეთის მასშტაბით ვილსანდის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად გამოხატული ოკეანური კლიმატი (Cfb) აქვს. ამის შესაბამისად კუნძულზე გრილი ზაფხული და შედარებით მსუბუქი ზამთარია, ვიდრე ესტონეთის სხვა ნაწილებში. ვილსანდი ესტონეთის იმ ნაწილში მდებარეობს, სადაც მზე შედარებით დიდხანს ანათებს. ესტონეთის ამინდის სადგურის მონაცემების თანახმად, მზის ნათების ხანგრძლივობა ვილსანდშია ყველაზე მაღალი (ესტონეთის მასშტაბით).

ჰავის მონაცემები — ვილსანდი (1991–2020)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 8.1 8.0 15.0 23.5 28.7 31.6 32.1 32.4 27.9 19.7 13.1 10.2 32.4
საშუალო მაღალი °C 1.3 0.4 2.6 7.6 12.9 17.1 20.8 20.6 16.1 10.5 6.0 3.3 9.9
საშუალო დღიური °C −0.3 −1.4 0.6 4.7 9.7 14.2 17.8 17.8 13.9 8.7 4.5 1.9 7.7
საშუალო დაბალი °C −2.2 −3.3 −1.4 2.4 7.0 11.7 15.4 15.3 11.7 6.7 2.8 0.1 5.5
რეკორდულად დაბალი °C −31.8 −28.1 −26.2 −13.6 −3.1 3.2 7.1 7.3 0.4 −6.4 −10.8 −28.6 −31.8
საშუალო ნალექი (მმ) 44 33 33 28 31 47 49 73 59 67 63 52 577
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 1.0 mm) 11 8 8 8 7 7 8 9 12 12 14 13 116
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 86 86 83 81 80 82 81 80 81 82 86 86 83
საშუალო თვიური მზიანი საათები 37.3 69.0 150.4 226.1 316.1 313.5 330.1 270.5 175.7 100.3 38.3 24.0 2 065,8
წყარო: ესტონეთის ამინდის სააგენტო[5][6][7][8][9][10]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. OMM Featured Book: Operation Albion: The German Conquest of the Baltic Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 6 April 2018
  2. The forgotten fleet: the British navy and Baltic independence. ციტირების თარიღი: 6 April 2018
  3. Mender, P., Thirty Years a Mariner in the Far East, The Memoirs of Peter Mender, a Standard Oil ship captain on China's Yangtze River, ISBN 978-1-60910-498-6
  4. Võsari, Heljo Roos, A Captain's Daughter, ISBN 978-0-80596-370-0
  5. Climate normals-Temperature. Estonian Weather Service. ციტირების თარიღი: 30 January 2021
  6. Climate normals-Precipitation. Estonian Weather Service. ციტირების თარიღი: 30 January 2021
  7. Climate normals-Humidity. Estonian Weather Service. ციტირების თარიღი: 30 January 2021
  8. Climate normals-Sunshine. Estonian Weather Service. ციტირების თარიღი: 30 January 2021
  9. Rekordid Estonian. Estonian Weather Service. ციტირების თარიღი: 7 April 2021
  10. Kliimanormid-Sademed, õhuniiskus et. Estonian Weather Service. ციტირების თარიღი: 31 January 2021