ვილმოს გრილუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვილმოს გრილუსი
Vilmos Gryllus (2013).jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი უნგრ. Vilmos Gryllus
დაიბადა 28 ოქტომბერი, 1951
ბუდაპეშტი
წარმოშობა უნგრეთის დროშა უნგრეთი
ჟანრ(ებ)ი ხალხური მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1969 - დღემდე
ასოციაციები Kaláka
საიტი http://www.gryllus.hu/

ვილმოს გრილუსი (უნგრ. Vilmos Gryllus, დ. 28 ოქტომბერი, 1951, ბუდაპეშტი) — უნგრელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი, ხალხური ჯგუფის Kaláка-ს დამფუძნებელი, კოშუტას პრემიის ლაურიანტი (2000).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილმოს გრილუსი (მარჯვნივ) და ჯგუფი Kaláka

დაიბადა ბუდაპეშტში ვილმოს გრილუს-უფროსისა და ევა ფოგარასის ოჯახში. მისი უფროსი ძმა მუსიკოსი დანიელ გრილუსია, რომელიც ძმასთან ერთად არის Kaláka-ს დამფუძნებელი. ვილმოსი სწავლობდა ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1976 წელს.

1969 წელს მან თავის ძმასთან ერთად დააარსა Kaláka, István Mikó და Balázs Radványi. 1980 წელს ვილმოსს მიყავდა რადიო შოუ „Ki kopog?“ („ვინ აკაკუნებს?“) პეტერ ლევენტესთან და იდიკო დობრენტეისთან ერთად. 1991 წელს მან და პეტერ ლევენტემ შექმნეს წარმატებული საბავშვო სატელევიზიო შოუ „Égbőlpottyant mesék“ („ზღაპრები ციდან“), სადაც ბავშვები უგზავნიდნენ მათ თავიანთ ნახატებს, ხოლო ისინი ამ ნახატების მიხედვით თხზავდნენ ზღაპრებს.

1996 წლიდან ვილმოსი კვლავ გამოდიოდა Kaláka-სთან ერთად, ასრულებდა მუსიკას, რომელიც სხვადასხვა პოეტების ლექსებისგან შედგებოდა.

პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პრემია სახელად კოშუტა (2000)
  • პრემია Prima Primissima (Kaláka-სთვის, 2004)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]