ვილმა ალანოკა მამანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილმა ალანოკა მამანი
დაბადების თარიღი 5 ივლისი, 1985(1985-07-05) (38 წლის)
დაბადების ადგილი ლა-პასი
მოქალაქეობა  ბოლივია
განათლება სან-ანდრესის უმაღლესი უნივერსიტეტი

ვილმა ალანოკა მამანი (ესპ. Wilma Alanoca Mamani; დ. 5 ივლისი, 1978, ლა-პასი, ბოლივია) — ბოლივიელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. 2017 წლის 23 იანვრიდან 2019 წლის 14 ნოემბრამდე ბოლივიის კულტურის მინისტრი პრეზიდენტ ევო მორალესის მესამე კაბინეტში. 2015-2017 წლებში ელ-ალტოს მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი დეპუტატი პარტიიდან „მოძრაობა სოციალიზმისათვის“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984 წელს სწავლა დაიწყო ლა-პასის სკოლაში. 1984 წელს, როდესაც იგი 12 წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ელ-ალტოში, სადაც მან გააგრძელა სწავლა, რომელიც 1996 წელს დაასრულა. სწავლა გააგრძელა სან-ანდრესის უნივერსიტეტის სოციალური კომუნიკაციის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 2003 წელს.[1]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს ალანოკამ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მემარცხენა პარტია „მოძრაობა სოციალიზმისათვის“ რიგებიდან. პარტიას სათავეში ედგა ევო მორალესი. 2015 წელს აირჩიეს ქალაქ ელ-ალტოს ადგილობრივ საბჭოში.[2]

2017 წლის 23 იანვარს პრეზიდენტმა ევო მორალესმა დანიშნა კულტურისა და ტურიზმის მინისტრად. მარიან პრადოსა (დ. 1982 წ.) და არიანა კამპეროსთან (დ. 1986 წ.) ერთად გახდა ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი მორალესის მესამე მთავრობაში.[3]

2020 წლის 29 დეკემბერს ალონკამ განაცხადა, რომ კენჭს იყრიდა ელ-ალტოს საბჭოში 2021 წლის ასდგილობრივი თვითმმარტელობის არჩევნებში.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Amoros Ramos. (2017-01-24) Wilma Alanoca propone Cumbre de Culturas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-07. ციტირების თარიღი: 2019-10-06.
  2. Lista de candidatos a Concejales de la alcaldía de El Alto por el MAS-IPSP. Radio Pachamama (2015-01-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-07. ციტირების თარიღი: 2019-10-06.
  3. „Wilma Alanoca Mamani es la nueva ministra de cultura de Bolivia“. El Libertador (ესპანური). 2017-01-26. ციტირების თარიღი: 2019-10-06.
  4. El Alto: Wilma Alanoca es candidata a primera concejala por el MAS spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-11. ციტირების თარიღი: 2021-01-08