ვილი ბრედელი
| ვილი ბრედელი | |
|---|---|
| გერმ. Willi Bredel | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 2 მაისი, 1901[1] [2] [3] [4] [5] [6] |
| დაბადების ადგილი | ჰამბურგი[7] [8] [9] |
| გარდაცვალების თარიღი | 27 ოქტომბერი, 1964[7] [2] [3] [4] [5] [6] (63 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | აღმოსავლეთი ბერლინი[10] [9] |
| დასაფლავებულია | The Socialists' Memorial |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი[9] , მწერალი[6] , ჟურნალისტი[9] , წინააღმდეგობის მებრძოლი, სცენარისტი[9] და რედაქტორი[9] |
| მოქალაქეობა |
გდრ |
| Magnum opus | Die Prüfung |
| ჯილდოები | Patriotic Order of Merit in Gold, Banner of Labor, გდრ-ის ეროვნული პრემია, Fritz Heckert Medal და Hans Beimler Medal |
| მეუღლე | Lisa Bredel[9] |
ვილი ბრედელი (გერმ. Willi Bredel; დ. 2 მაისი, 1901, ჰამბურგი — გ. 27 ოქტომბერი, 1964, ბერლინი) — გერმანელი მწერალი (გდრ). გერმანიის კომპარტიის წევრი 1920 წლიდან, გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის ცკ-ის წევრი, გდრ-ის სახალხო პალატის დეპუტატი. ეროვნული პრემიის ორგზის ლაურეატი (1950, 1954).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაწილეობდა რევოლუციურ ბრძოლებში. 1929 წელს დააპატიმრეს. ციხეში დაწერა რომანები: „მანქანათსაშენი ქარხანა“ (1930), „როზენჰოფის ქუჩა“ (1931), „პარაგრაფი საკუთრების დასაცავად“ (პირველად გამოქვეყნდა რუსული თარგმანი, 1933). 1932 წელს თბილისში ჩამოვიდა გოეთეს გარდაცვალების 100 წლისთავის აღსანიშნავ სხდომაზე დასასწრებად. 1933 წელს ჰიტლერელთა საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, საიდანაც 1934 წელს გაიქცა. 1945 წლამდე სსრკ-ში ცხოვრობდა (1936-1939 წლებში მებრძოლ ესპანეთში ტელმანის სახელობის ბატალიონის სამხედრო კომისარი იყო), შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.
მისი თხზულებები ასახავს გერმანელი მუშების კომუნისტების ცხოვრებასა და ბრძოლას (რომანები „გამოცდა“, 1935; „შენი უცნობი ძმა“, 1937; „შვილები“, 1949, ქართული თარგმანი 1959; „შვილიშვილები“, 1953, ქართული თარგმანი 1962; „ახალი თავი“, 1959; ტრილოგია „ნათესავები და ნაცნობები“, 1941-1953, ქართული თარგმანი 1956; წიგნი „ერნსტ ტელმანი“, 1948, ქართული თარგმანი 1952; ლიტერატურული რეპორტაჟი „50 დღე“, 1950, ქართული თარგმანი 1954), ესპანეთის სამოქალაქო ომის სურათებს (მოთხრობა „შეხვედრა ებროზე“, 1939). წერდა ისტორიულ ნოველებსა და მოთხრობებსაც. ბრედელის თხზულებები თარგმნილია სსრკ-ის ხალხთა ენებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რევიშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 512.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118514776 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 filmportal.de — 2005.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 3 The Fine Art Archive — 2003.
- 1 2 Бредель Вилли // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ http://www.astro.com/astro-databank/Bredel,_Willi
- 1 2 3 4 5 6 7 8 Catalog of the German National Library
- ↑ Бредель Вилли // Бредель Вилли — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.