ვილდის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვილდის ციხე – გვიანი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე შიდა ქართლში, მდებარეობს ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ვილდის ჩრდილოეთით 4 კმ-ზე. ნაგებია დიდი ზომის ფიქალით, გამოყენებულია კლდის ქანებიც. წყობა მშრალია. ციხე გეგმით ოვალურია, სამხრეთ-დასავლეთით ჩართულია სწორკუთხა კოშკი. ციხეში შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოთავსებული. მის მარჯვნივ, ციხის კედლის გარეთ შემორჩენილია ციხის სწორკუთხა სათავსის ნანგრევები. კედლების სიმაღლე დაახლოებით 1-2 მეტრს აღწევს. გალავნის შიგნით ერთმანეთის მიჯრით განლაგებულია გეგმით სწორკუთხა სათავსები. ციხის ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები. იკითხება აფსიდა და კონქის მცირე ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთი, სამხრეთი და დასავლეთი კედლების ფრაგმენტები. ეკლესიაში მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა (ცხინვალის რაიონი), თბ. 2002 წ. გვ. 74-75