შინაარსზე გადასვლა

ვილა-გორდიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილა-გორდიანი

Parco di Villa Gordiani
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
ისტორია
თარიღდება III ს.
ვილა-გორდიანი — იტალია
ვილა-გორდიანი
ვილა-გორდიანი ვიკისაწყობში

გორდიანის ვილა (იტალ. Villa Gordiani) — არქეოლოგიური პარკი რომში, რომელიც მდებარეობს პრენესტინის გზაზე და მოიცავს დიდი პატრიციული სახლის ნაშთებს, რომელიც ტრადიციულად ცნობილია როგორც გორდიანების იმპერატორული ოჯახის სახლი, კერძოდ, მესამე საუკუნის სამი რომაელი იმპერატორისა: გორდიან I, გორდიან II და გორდიან III-ის.

გორდიანის სახელი ეწოდა მეზობელ ოფიციალურ სოფელს, რომელიც აშენდა 1928-1930 წლებში, ხოლო შემდეგ, 1977 წელს, საქალაქო დაგეგმარების 6D ზონას.

ვილა გორდიანის მავზოლეუმი, რომი

არქეოლოგიური კომპლექსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად, ნაგებობები და განსაკუთრებით, პატრიციული ვილა, ასოცირებულია-გორდიანების ოჯახის მესამე საუკუნის საკუთრებებთან. "Historia Augusta"-ში (გორდიანები, 20.32) ნათქვამია, რომ ამ კომპლექსში აშენდა სამი, 100 ფუტის სიგრძის-"ბაზილიკა ცენტენარიუმი"

"პატრიციული ვილა", რომელიც ჩამარხულია პრეზერვაციული მიზეზების გამო, არქეოლოგიური პარკის უძველესი ბირთვია, რომელიც აღემატება იმპერიული გორდიანების ოჯახის დასახლებასაც კი. მოხერხდა ზუსტი თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა, ნაწილობრივ იმიტომ რომ შენობა დროთა განმავლობაში გადაკეთდა და გაფართოვდა, და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ვილის სისტემატური და ღრმა შესწავლა სრულად არასდროს ჩატარებულა .

კოლუმბარიუმი და დარბაზი ეკუთვნის ვილის გვიან პერიოდს, დათარიღებულია II და IV საუკუნეებს შორის.

ვილას მონუმენტალური შესასვლელი, რომელიც Prenestina-ს ქუჩაზეა, ოქტაგონალური დარბაზია, რომელიც სავარაუდოდ, ეკუთვნის დიოკლეტიანესა და კონსტანტინე I-ს პერიოდს (III საუკუნის ბოლო - IV საუკუნის დასაწყისი), როდესაც ჩატარდა მონუმენტალური ნაწილების დამატების სამუშაოები.

II საუკუნის დარბაზი ორსართულიანია, ორი გუმბათოვანი აუზით.

პრენესტინას ქუჩის მარჯვენა მხარეს, Olevano Romano-ს კუთხეში, მდებარეობს კოლუმბარიუმი, რომელიც დათარიღებულია ძვ. წ. I საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნემდე და აღმოჩენილია 1958 წელს[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]